- თეჰიონ.
ბიჭი ისევ ბოლთის ცემას განაგრძობს ოთახში.
- თეჰიონ!
ომეგა ალფას ყურადღებას არ აქცევს და ანერვიულებული, ჩაფიქრებული დაიარება ოთახში.
- სიდრ!- ალფა ხელს სტაცებს და ოდნავ ანჯღერევს. - გეყოფა!
- არ მინდა, რომ ომეგა იყოს.- ლუღლუღებს თეჰიონი. - მინდა გავიგო ომეგაა თუ ალფა.
- თეჰიონ, მხოლოდ სამი დღე გავიდა.- მის დამშვიდებას ცდილობს იუნგი.- მხოლოდ კვირის თავზე შეგიძლია გაიგო ალფაა თუ ომეგა და მხოლოდ სამი თვის თავზე შეგიძლია გაიგო, გოგოა თუ ბიჭი!
- ეს ოთხი დღე ალბათ ჭკუიდან შევიშლები! შენი ბრალია, ალფა!
- რა არის ჩემი ბრალი, რომ დაორსულდი?- იბნევა იუნგი. - თეჰიონ, ომეგას რომ არ უნდოდეს, არ დაორსულდება, პატარა შენც გინდოდა.
- მაგრამ ჯერ არა.- იუნგი ავტომატურად იწევს მისკენ, რომ დაიჭიროს და ომეგა დაბნეული უყურებს ალფას, რომელიც ჰაერში იჭერს... თეჰიონს უბრალოდ უნდოდა საწოლზე ზუგრით დაცემულიყო. იუნგი როგორც კი ხვდება, რომ ომეგას საფრთხე არ ემუქრება, ოდნავ იღიმის და ხელს უშვებს, თეჰიონი კი ლოყებს ბერავს და საწოლზე ჯდება.
- თეჰიონ, ნუ პანიკიორობ, ყველაფერი კარგად იქნება. - ახლაც იუნგის ოთახში არიან. მესამე დღე მიდის, მას შემდეგ რაც თეჰიონმა გაიგო, რომ ორსულადაა, ისტერიკა მოაწყო, იუნგის ცეცხლის ბურთები დაუშინა, მერე ატირდა ომეგა არ მინდაო, ისევ გაბრაზდა, ნახევარი სასახლე დაანგრია, ისევ ატირდა მარტო ჩემი სასახლე არააო, აღადგინა და ისევ იუნგის დაეტაკა.
გვიან ღამე კი იუნგის მიადგა ოთახში დაპანიკებული, არ მინდა მარტო ძილი, მეშინიაო და მას მერე იუნგის ოთახში ძინავს. წესით ომეგას მის ოთახში არ უნდა ეძინოს, მაგრამ თეჰიონი რაღაცას რომ აიჩემებს, ჯობია ალფამ გაუკეთოს ის რაც ომეგას სურს, ვიდრე ამ სულელმა, პატარა ომეგამ ისევ ყველაფერი გაუნადგუროს.
YOU ARE READING
NESRIN • Jikook ~ Taegi
Paranormal✅ დასრულებულია ✅ გაფრთხილება !!! არასტანდარტული ომეგავერსი, ჩემივე შექმნილი სამყარო, ალფა, ბეტა, ომეგას მხოლოდ სახელები და რამდენიმე დეტალი იქნება უცვლელი, დანარჩენი ყველაფერი ჩემი. ომეგავერსი + მაგია. მთავარი წყვილი : ჯიგუკი დამატებითი : თეგი თუ...