NESRIN • 22

298 64 132
                                    

-მადლობა, რომ არ გამომტოვეთ.-იუნგი თვალებს ატრიალებს, როცა დის სიტყვები ესმის.- ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ არის!

-ომეგები გაგიჟდნენ.-ჩურჩულებს ჯიმინი, იუნგი აღფრთოვანებულ თეჰიონს და ამარისს აცილებს მზერას, ჯერ ჯიმინისკენ იხედება, რომელიც ტუჩებს კუმავს და მერე ჩაფიქრებულ იუნგის უყურებს. 

- ნორმალურები საერთოდ იყვნენ?-ოხრავს იუნგი.-როგორ შეიძლება ომი გიხაროდეს. 

ჯიმინი მხრებს იჩეჩს, უკვე ორი საათია რაც გონგის ხმა ისმის, იუნგიმ მის სამეფოს ამით შეატყობინა, რომ ომს იწყებენ და სასწრაფოდ უნდა დამალულიყვნენ, როცა გონგის ხმა შეწყდება და მთელს სამეფოში სიჩუმე დაისადგურებს, ბრძოლა დაიწყება. 

-მორინა როგორ დაითანხმე?-ჯონგუკი თავს წევს და ამარისს უყურებს.

- უბრალოდ ვთხოვე. - ომეგები ჩუმდებიან და უცნაურად  უყურებენ ჯონგუკს.- რეინასთან ვინ დარჩა?

- ნამჯუნი. ორივე ბავშვი მას შევატოვეთ.-იღიმის თეჰიონი, ჯონგუკი მოშორებით მდარ ჯიმინს უყურებს,  მდელოს მეორე მხარეს ალფების,  ბეტების და გამების ბანაკი მოჩანს. 

- რას ვაპირებთ?- მზერა ჰორიზონტზე გადააქვს ამარისს.- კი ვარ აღფრთოვანებული, მაგრამ მშვენივრად ვხდები, რომ სამივე ვერ მოვიგებთ. თუ ნესრინის ძალა ხუთი ომეგის ძალას უდრის, მთლიანობაში ჩემი და სიდრის ჩათვლით, მხოლოდ ცამეტი ომეგის ძალას გვაქვს, ჩვენ წინააღმდეგ კი ოცდაათი ომეგაა, ბეტებს და გამებს არც დავითვლი! ამ მდელოზე რომ ყველა მოვკლათ, გემებზე ფარის ქვეშ კიდევ ათი ამდენი ყავთ. 

- ომეგებს ჩემ თავზე ვიღებ.-მხრებს იჩეჩს ჯონგუკი, თან მზერას ჯიმინს არ აშორებს. - როგორც კი რომელიმე თავს დამესხმება, მოკვდება. შევუტევ და მოუწევთ მაგია გამოიყენონ, ეს ადვილი იქნება. 

-მათ სადმე გაგზავნას აპირებთ?-ხვდება უეცრად ამარისი, როცა ჯიმინისკენ მიმართულ ჯონგუკის მზერას და იუნგისკენ მიმართულ თეჰიონის მზერას ამჩნევს.- თუ გადარჩით, ორივეს მოგკლავენ იმის გამო, რომ ბრძოლის ველიდან მოისროლეთ. თანაც ამას როგორ წარმოიდენთ? სადაც არ უნდა გაუშვათ, მაინც დაბრუნდებიან!

NESRIN • Jikook ~ TaegiWhere stories live. Discover now