NESRIN • 13

342 69 290
                                    

ჯონგუკმა თვალები თბილ საწოლში, ჯიმინზე ჩახუტებულმა გაახილა და მაშინვე დახუჭა, რადგან მის გვერდით თავს დაცულად გრძნობდა.

მისთვის უცნაური იყო ეს გრძნობა, როცა ვიღაცასთან თავს დაცულად გრძნობდი, ასე თავს მხოლოდ სიდრის გვერდით გრძნობდა. ჯონგუკმა სცადა პატარის მაგიური ფონი ეგრძნო და როცა დარწმუნდა, რომ რეინას გვერდითა ოთახში მშვიდად ეძინა, ჯიმინს უფრო მიეხუტა.

ოდესმე ორივე ალფის დატოვება მოუწევდა, მოუწევდა სასახლეში დაბრუნებულიყო და ისევ იმ ჩაკეტილ სამყაროში გამოეღწია, რომელსაც უკვე გადაეჩვია.

- უკეთ ხარ?- დაინტერესდნენ ჩურჩულით. - კინაღამ გული გამისკდა, როცა ჰაერში გაითიშე.

- ვიცოდი, რომ დამიჭერდი. - კარგად ვარის მაგიერ პასუხობს და თავს მკერდზე ადრებს. ჯიმინის გულისცემის გაგება რატომღაც ამშვიდებს.- ჩემს გამო პრობლემები გექნება?

- რასთან დაკავშირებით?- ვერ ხვდება ჯიმინი, მაგრამ რახან ჯონგუკი მისკენ ასე იწევს, დროს არ კარგავს და თავადაც ხვევს ხელებს.

- საყელური არ მეკეთა.

- აჰ, ეს...- ლუღლუღებს ალფა და ომეგას თმებზე ეხება, ომეგა სიამოვნებისგან იტრუნება და თვალებს ხუჭავს, ჯიმინს კი ეღიმება და თმებზე ეფერება. - ვთქვი, რომ სპეციალურად მოგხსენი, რადგან შეზღუდული მაგიით დანგრეული სასახლიდან მეფის და სამეფო ომეგის ამოყვანას ვერ შეძლებდი. ასე რომ ყველაფერი კარგადაა.

- ალფა...- ლუღლუღებს ბიჭი.- თავს უცნაურად ვგრძნობ.

- ცუდად ხარ?- დაბნეული ეკითხება ჯიმინი და ჯონგუკს შუბლზე თავს ადებს, შემდეგ კი შოკირებული აშტერდება, რადგან ბიჭი ხურს. - ჯონგუკ, რამდენად გინდა სექსი?!

კარგი, თუ ჯიმინი მართალია და ჯონგუკს დენა დაეწყო, ომეგა არ მოკლავს ამ სიტყვების გამო, მაგრამ აი სხვა რამე თუა, მაშინ საფლავის გათხრა საკუთარი თავისთვის თვითონ მოუწევს.

NESRIN • Jikook ~ TaegiWhere stories live. Discover now