NESRIN • 29

379 64 193
                                    

- თეჰიონ?- გაოცებული აშტერდება ჯონგუკი ომეგას, როცა კარზე კაკუნის შემდეგ კარს აღებს.

- თე-თეეე!- ყვირის გახარებული რეინა, როცა ბიძას ხედავს და მისკენ მორბის. თეჰიონს ეღიმება და მისკენ გამოქაბული ბავშვი ხელში აჰყავს, შემდეგ კი სახეს უკოცნის, რაზეც პატარას ეცინება.

- დაბრუნდი? იუნგიმ იცის? - ჯიმინიც ღიმილით უყურებს შვილს, რომელიც პატარა ხელებს ომეგას ხვევს.  სიმართლე რომ თქვას, იუნგი თითქმის კვირაა არ უნახავს, ალფა სულ სასახლეში მიდიოდა, რომ  სასახლის ფარი დაებომბა, დაბნელების დროს ბრუნდებოდა და ბავშვთან ერთად იძინებდა, ჯიმინს თავად, ხელში აყვანილი რეინათი უწევდა მეფის საქმეების მოგვარება.

- მეირაზე ჩახუტებულს, გათიშულს ძინავს.- ეღიმება თეჰიონს. - რომ გაიღვიძებს, გაიგებს.

- ხო, ხო, რომ გაიღვიძებს, გაიგებს, რომ მისი რისხვა დაბრუნდა.- იცინის ჯიმინი, თეჰიონს კი უბრალოდ ეღიმება. სორინზე მეტად ყოველთვის ჯიმინი მოსწონდა, მაგრამ ვერ დაუშვებდა, რომ სასახლეში ჩაკეტილ ძმას ვინმე არ ყოლოდა გვერდით, ვინც ყველაფერში მხარს არ დაუჭერდა. თვითონ გარეთ უნდა ყოფილიყო, მის გვერდით ვერ იქნებოდა, სწორედ ამიტომ მოიფიქრა ეს გეგმა, უნდოდა რომ ძმა ბედნიერი ყოფილიყო და გვერდით ის ადამიანი ყოლოდა, ვინც მხარს დაუჭერდა.

- ათამდე ომეგა უკვე დავაბინავე, ნამჯუნს კითხე მათი ადგილსამყოფელი, ომეგების ინტეგრირების პროგრამაში უნდა ჩაწერო.

- კარგი. არ შემოხვალ?- ჯიმინმა მზერა გააყოლა შვილს, რომელიც თეჰიონს ხელებიდან დაუსხლდა და მის ოთახში გაიქცა. ალბათ, როგორც ყველას, უნდა რომ თეჰიონსაც ანახოს მისი ახალი სათამაშო.

- არა, უნდა წავიდე, ჩემი შვილი მომენატრა.- ოხრავს თეჰიონი. - ჯიმინმა რაღაც და ვიღაც გამოგიგზავნა.

- ვიღაც?- იბნევა ჯიმინი.

- წინასწარ გაფრთხილებ, რომ როცა დაინახავ, ინფაქტმა არ დაგარტყას.  ომეგებმა ნესრინს საჩუქარი გაუკეთეს და სორინი გააცოცხლეს, რადგან იცოდნენ, როგორ უყვარდა მას სორინი.

NESRIN • Jikook ~ TaegiWhere stories live. Discover now