როცა მათ ოთახში შეაბიჯა, ჯერ კიდევ ღრმა ღამე იყო და მთვარე ანათებდა. ალფას მოუსვენრად ეძინა, მეირა მის ოთახში, მის საწოლში არ იყო, იუნგის გვერდით ეძინა. იუნგის კიდეებზე უამრავი ბალიშები შემოეწყო, რომ ბავშვი არ გადავარდნილიყო და მაგიური ფარიც დაედო ყოველი შემთხვევისთვის.
თეჰიონს გაეღიმა და აწრიალებული პატარა ხელში აიყვანა, როგორც კი მეირამ წამოიტირა. იუნგიმ მაშინვე თვალები ჭყიტა, წამოჯდა და ლამის ინფაქტიც მიიღო, როცა ბავშვი საწოლში ვერ დაინახა, მაგრამ თეჰიონის დანახვაზე, ომეგას მიაშტერდა.
- რატომ მიყურებ ისე თითქოს მოჩვენება ვიყო?- უკმაყოფილოდ უყურებს ალფას, როცა ალფა თვალებს ისრესს, აშკარად ჰგონია, რომ ბოლომდე ვერ გამოიღვიძა. იუნგი პირს აღებს, რომ იყვიროს, შენ რა დაბრუნდიო, მაგრამ თეჰიონი მშვიდი ხმით ამატებს. - ყვირილი არ გაბედო, ბავშვს შეაშინებ.
- მოიცა, შენ რა დაბრუნდი?- თვალებს მაინც არ უჯერებს იუნგი. თეჰიონი მის კითხვას უპასუხოდ ტოვებს, ბალიშებს ლევიტირებით იშორებს თავიდან, პატარა მათ შორის აწვენს და ბავშვს გვერდით უწვება.
- რომ არ დავბრუნებულიყავი, ამ ბავშვსაც შენნაირ იდიოტ ალფად გაზრდიდი, რომელსაც ომეგის გრძნობები ფეხებზე კიდია.- ტუჩებს კუმავს ბიჭი და ბავშვს უყურებს. მხოლოდ ახლა ხვდება რომ ეს ბავშვიც ალფაა, რომ ეს ბავშვიც კი ვერ გაუგებს მას და პირველად უნდება, რომ ომეგა ჰყავდეს.
- ასე არაა.- ოხრავს იუნგი. - გეფიცები, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ თავს ასე გრძნობდი. არც კი...- იუნგი პირს აღებს მაგრამ შემდეგ სიტყვებს ვერ ამბობს, სიმართლის შელოცვა მოქმედებს და უფლებას არ აძლევს, რომ მოიტყუოს.
- გინდოდა გეთქვა, რომ არც კი გიფიქრია ჩემი გამოყენება, არა?
- თეჰიონ, მომის...
- მე თეჰიონი არ მქვია, იუნგი, სიდრი მქვია და იმას, რომ სწორედ გამოსაყენებელად მომიტაცე, არაფერი შეცვლის. - ცივად უყურებს ალფას.- აქ ბავშვის გამო ვარ და არა შენს გამო.
YOU ARE READING
NESRIN • Jikook ~ Taegi
Paranormal✅ დასრულებულია ✅ გაფრთხილება !!! არასტანდარტული ომეგავერსი, ჩემივე შექმნილი სამყარო, ალფა, ბეტა, ომეგას მხოლოდ სახელები და რამდენიმე დეტალი იქნება უცვლელი, დანარჩენი ყველაფერი ჩემი. ომეგავერსი + მაგია. მთავარი წყვილი : ჯიგუკი დამატებითი : თეგი თუ...