NESRIN • 23

256 62 117
                                    

მინ იუნგი მოკვდა.

სამეფომ მეფე დაკარგა, თეჰიონმა კი ალფა, თანაც ნამდვილი წყვილი.

- თე...- ლუღლუღებს, როცა ძმის სახეზე სისხლის ცრემლებს ამჩნევს, ქვევით მიფრინავს, სწრაფად ავლებს მაგიის გარეშე დარჩენილ ამარისს ხელს, ისევ ჯიმინისკენ მიფრინავს და შოკირებულ ჯიმინს, რომელსაც დედამისის გვამი უჭირავს, ხელს ავლებს, შემდეგ კი მათ ირგვლივ ყველაზე ძლიერ მაგიურ ფარს ქმნის, რომელიც მათ ირგვლივ გარსად ეკვრის.

-ახლა გაიგებთ სინამდვილეში რატომ ეშინიათ გამწარებული ომეგების.-ჩურჩულებს აცრემლებული ამარისი, როცა ისიც თეჰიონის ლოყებზე სისხლიან ცრემლებს ამჩნევს.

სამეფოს თეჰიონის ღღიალი ძრავს, ომეგა მკვდარ ალფას იხუტებს, კბილებს ერთმანეთს აჭერს და თვალებს ხუჭავს. ირგვლივ მიწა იძვრის, იხლიჩება და მიწაზე მყოფებს ითრევს, ხოლო ყველას ვინც ჯონგუკის დამცავი გარსის გარეთ არის, ლოყებზე სისხლიანი ცრემლები მოსდის. უშველებელი ცუნამი გემებს ითრევს, ხოლო მისგან თავდასხნილ ხალხსაც დანარჩენივით თვალებიდან სისხლი მოსდით.

ყველაფერს კივილი და ყვირილი ძრავს: ალფები, ომეგები, ბეტები და გამები... ყველას თვალებიდან, ყურებიდან, ცხვირებიდან სისხლი მოსდით. თითეული მათგანი სისხლს ახველებს, ყველა საკუთარ სისხლში იხრჩობა. მათ თავზე უშველებელი წითელი ღრუბლები იწყებს მოგროვებას, მალევე სისხლის წვეთები ყველაფერს ნამავს და რასაც კი ეხება, ყველაფერს მაგიას ართმევს.

სისხლით წვიმს.

მაგია გამოცლილი ადამიანები მოწყვეტით ენარცხებიან მიწას, მიწა კი ყოველ წუთს იძვრის და გვამები და ცოცხალი ადამიანები მიწაში ჩააქვს და ცოცხლად მარხავს.

როცა ყველაფერი მთავრედება, ჯონგუკი ფარს ხსნის. თეჰიონის მრისხანების და სასოწარკვეთილების დაწყებიდან ზუსტად ნახევარი საათი გადის. ზღვა აღარ ღელავს, მიწა ისევ ნორმალურად გამოიყურება, ცა ისევ მოწმენდილია, ხოლო თეჰიონის ხელებში მოქცეული იუნგის გვამი დიდი ტირიფის ქვეშაა მოთავსებული, მათ გვერდით კი გაფითრებული, შეშინებული და შოკირებული ომეგა დგას. ჯონგუკი მიწაზე ეშვება და ერთადერთ გადარჩენილს აშტერდება, ბიჭი აშკარად მათი ტოლია... მხოლოდ ჩვიდმეტი წლის.

NESRIN • Jikook ~ TaegiTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang