NESRIN • 16

310 58 132
                                    

იუნგი გაბრაზებას ვერ ასწრებს, რადგან თეჰიონი როგორც კი იგებს, რომ ალფა ეყოლება, ხტუნაობას იწყებს, ყელზე ეკიდება და გახარებული კოცნის, იუნგი კი მხოლოდ ოხვრით იხუტებს, ომეგის ხასიათის გაფუჭება აღარ უნდა, ბოლოს და ბოლოს თეჰიონი მთელი ეს კვირა მოჩვენებასავით დადიოდა და ყველაფერზე ტიროდა.

თეჰიონი როცა იგებს, რომ შემთხვევით სხვებიც ალფებად აქციეს, სახე ეცვლება, იუნგის თხოვს, რომ სტატისტიკა ვაითჰევენს დაუმალოს და ამბობს, რომ უკვე დრო იყო იგივე რიცხვები დაბრუნებულიყო. დაბნეული იუნგი, რომელიც ვერაფერს მიხვდა,  მხოლოდ თავს უქნევს.

ომეგა ისევ ყველგან დაჰყვება, ისევ ტკიპასავით ეწეპება, მაგრამ აქამდე თუ ხმას არ იღებდა, ახლა ლორდების შეხვედრაზეც კი ზოგი პრობლემის გადაჭრის გზას თავაზობს და ყველაზე უცნაურად იუნგის ის ეჩვენება, რომ ომეგას ყველა ეთანხმება და თეჰიონი წინაღობას არ აწყდება.

- საკმარისია!- ლამის ყვირის იუნგი, როცა კიდევ ერთი შეხვედრიდან გამოვიდნენ, თავიდან მის შეთავაზებას არავინ დაეთანხმა, მერე ის თეჰიონმა ოდნავ შეცვალა და ისე უთხრა ლორდებს, შედეგად კი ყველა მას დაეთანხმა. იუნგის ცოტა აკლია აფეთქებამდე, რადგან არც კი იცის ომეგა ამას როგორ აკეთებს.

- რა არის საკმარისი?- იბნევა თეჰიონი და ალფის ხმამაღალ ხმაზე კრთება.

-სამეფო საქმეებში ჩარევა!

- მაგრამ ეს ჩემი სამეფოცაა.- იბნევა თეჰიონი, მაგრამ უცებ ხვდება რაზეა გაბრაზებული ალფა და თავადაც ბრაზდება. - შენ რა გეგონა, რომ სამეფოს საქმეებში არ ჩავერეოდი?! არ ვაპირებ დედაშენივით მხოლოდ სილამაზისთვის ვიყო სამეფო ოჯახში!

- თეჰიონ!

- რა? გგონია, რახან ომეგა ვარ მაგიის გარდა არაფერი გამეგება? ცდები, იუნგი, იმისთვის მამზადებნენ, რომ სამეფო ომეგის სტატუსი მიმეღო. მშვენივრად ვიცი როგორ იმართება ქვეყანა, მშვენივრად ვიცი ომის სტრატეგიებიც კი და შენ ვერ დამიშლი ცოდნის გამოყენებას!

NESRIN • Jikook ~ TaegiDonde viven las historias. Descúbrelo ahora