NESRIN • 19

284 66 129
                                    

-ჯიმინ...- ჩურჩულებს ალფაზე მიხუტებული ჯონგუკი. - როგორ დაბლოკე მათზე მოგონებები?

როცა ძმას ძალა გაუზიარა და თეჰიონი სცენის მოწყობას დათანხმდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჯიმინზე ასეთ რამეს გაიგებდა. ეგონა ალფაზე უკვე ყველაფერი იცოდა, თავში ჯერ კიდევ ჩაესმის თეჰიონის " რა? არ იცოდი, რომ შენამდე ოჯახი ჰყავდა?! ის შენზე ათი წლით დიდია, რა თქმა უნდა, ოჯახი ეყოლებოდა." იმ წუთს რა არ იფიქრა, გულმა ათასჯერ უყო რეჩხი.

- უბრალოდ გავიფიქრე, რომ არ მინდა ეს გენახა.-ოხრავს ჯიმინი და ომეგას იხუტებს, რომელიც დამჯერად ეკვრის, მაგრამ მაინც ეტყობა, რომ ამაზე ფიქრობს და არ სიამოვნებს, როცა მისკენ ახლოს წევს. - ნამდვილი წყვილი ვართ, მე ეს შემიძლია.

- რა დაემართა? მაგიას მისი განკურნება არ შეეძლო?

- სიმსივნე. განკურნება მხოლოდ ომეგას შეეძლო, მაგრამ მორიგანმა ვერ შეძლო, რადგან ძალები შეზღუდული ჰქონდა.

- რამდენის იყო?

- 7-ის.

- ახლა გასაგებია რეინას მოვლა რატომ არ გიჭირს. - ჩურჩულებს ჯონგუკი და თვალებს ხუჭავს. რეინას რომ რამე დაემართოს, არც კი იცის, როგორ გადაიტანს.- ვწუხვარ.

- ჯონგუკ, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ შენს გამოყენებას არ ვცდილობ. - ჯიმინმა წელზე ხელები მოხვია და მისკენ მიწია, ჯონგუკმა კი მკერდზე თავი დაადო. საშინლად უყვარდა, როცა ჯიმინი მის თმებს ეხებოდა და ეფერებოდა.- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ.

- მაგრამ თავიდან ჩემი გამოყენება გინდოდა.- ოხრავს ომეგა.

- ეგ მანამდე იყო, სანამ გავიგებდი, რომ ჩემი ომეგა ხარ.

- შენი მეორე შანსი ვარ.- ჯიმინი თვალებს ატრიალებს, აღარ იცის ომეგას როგორ აუხსნას, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- მეორე და ბოლო შანსი ხარ, ბედნიერი ვიყო. მაქცევ მთელს სამეფოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად?

NESRIN • Jikook ~ TaegiDonde viven las historias. Descúbrelo ahora