- იუნგის არ უნდა, რომ თეჰიონი ნახო. - მზერას არიდებს ომეგას, რომელიც პასუხის ელის, რომ ჯონგუკის იმედგაცრუება არ დაინახოს.
- რატომ?- ოხრავს. - თეჰიონსაც არ უნდა ჩემი ნახვა თუ მარტო იუნგიშია საქმე?
- თეჰიონმა არც ის იცის, რომ სასახლის გარეთ ხარ და არც ის, რომ იუნგიმ შენც მოგიტაცა და მერე ტყეში დაგტოვა.
- იუნგის თეჰიონის ეშინია.- ხვდება უეცრად ჯონგუკი და ეცინება, როცა ალფა მხრებს იჩეჩს.- ეშინია, რომ თუ გაიგო, რომ მე ჩამომაგდო და ტყეში დამტოვა, თეჰიონის მაგია კონტროლიდან გამოვა და შეიძლება იუნგი მოკლას.
ჯიმინი ოხრავს და თავს უქნევს, თეჰიონს არ იცნობს, მაგრამ რახან ვიღაც ომეგამ მართლა შეძლო მისი მეგობრის ასე შეშინება, ესეიგი ეს ომეგა ძალიან ძლიერია.
- ნაია.- ეძახის სულს ჯონგუკი და მის ოთახში მიდის, ჯიმინი უკან მიყვება, სანამ ბიჭი სარკის წინ არ დგება და ნაია მის წინ არ ჩნდება. - შეგიძლია ნებისმიერ სულს დაუკავშირდე?
- რა თქმა უნდა, თუ იცით სასახლის სახელი. - უღიმის ნაია, ჯონგუკი კი ჯიმინისკენ ტრიალდება.
- არ ვიცი.- ლუღლუღებს ჯიმინი, ჯონგუკი კი თვალებს ატრიალებს, ტყუილის გაგებაზე, უახლოვდება და ღიმილით ადებს ლოყაზე ხელს.
- ჯიმინ, სასახლის სახელი მითხარი. - უღიმის, დაბნეული ჯიმინი მართალია თავს აქნევს და ტუჩებს კუმავს, მაგრამ ჯონგუკს მის გონებაში გაჟღერებული სახელი ესმის, კმაყოფილი იღიმის და უკან იხევს.
- ომეგამ ალფას ფიქრები წაიკითხა.- კმაყოფილი იცინის ნაიაც.
- ნაია, მირადორის სასახლის სულს დაუკავშირდი და სთხოვე ჩემი სარკე და თეჰიონის სარკე დააკავშიროს.
- ახლავე.- უღიმის ნაია და ქრება, ჯიმინი კი შოკირებული შეჰყურებს ჯონგუკს.
- რა?- იბნევა ჯონგუკი, როცა ჯიმინის გაოცებულ მზერას ხედავს.
- ეს როგორ გააკეთე? ომეგის განსაკუთრებული მაგია იყო?
KAMU SEDANG MEMBACA
NESRIN • Jikook ~ Taegi
Paranormal✅ დასრულებულია ✅ გაფრთხილება !!! არასტანდარტული ომეგავერსი, ჩემივე შექმნილი სამყარო, ალფა, ბეტა, ომეგას მხოლოდ სახელები და რამდენიმე დეტალი იქნება უცვლელი, დანარჩენი ყველაფერი ჩემი. ომეგავერსი + მაგია. მთავარი წყვილი : ჯიგუკი დამატებითი : თეგი თუ...