NESRIN • 15

312 61 200
                                    

- ჯიმინ... ჯიმინ, გაიღვიძე რაა...- ომეგის შეშინებული ხმის გაგონებაზე ალფამ თვალები გაახილა, შეშინებული ომეგა, თვალებ გაფართოებული და აცრემლებული თვალებით დაჰყურებდა და ხელებით მის მხრებს ჩაჰფრენოდა.

- რა ხდება?- მაშინვე გამოფხიზლდა ჯიმინი და რასაც ქვია წამოფრინდა, როგორც კი დაპანიკებული ომეგა დაინახა.

- რეინა გაქრა.- ამოთქვა ატირებულმა ჯონგუკმა.- მის მაგიას ვერ ვგრძნობ.

- დაწყნარდი. სახლში ვერავინ შემოვიდოდა ჩვენს გარდა.- წამოჯდა და სახეწაშლილი ბიჭი ჩაიხუტა. - ნაია!

- გისმენ, ალფა.- სახლის სული მაშინვე მათ წინ ჩნდება, შემდეგ კი გაოცებული უყურებს შეშინებულ ომეგას და ადამიანის ზომას იღებს.

- სახლში ვინმე შემოვიდა?

- არავინ. თქვენს გარდა სახლში შემოსვლა არავის შეუძლია.

- მაშინ რეინა სადაა?

- სახლში.- დაბნეული უყურებს ორივეს ნაია.

- სახლში არაა, ოთახში არაა... მის მაგიურ ფონს საერთოდ ვერ ვგრძნობ.- ცოტაც და ომეგას ისტერიკა დაემართება.- ძებნის შელოცვაც კი გამოვიყენე, არაფერმა იმუშავა. ალფა...

- წამოდი. - ხელს ავლებს და ბავშვის ოთახი გაჰყავს, შემდეგ კი ოთახს ათვალიერებს, როცა ხვდება, რომ ბავშვი მართლაც არაა ოთახში, დაბნეული უყურებს ომეგას.- ნაია, სადაა რეინა?

სული ისევ პატარავდება, ბავშვის საწოლის ქვეშ ფრინდება და მის ქვევიდან მისი ხმა ისმის : - აი, აქაა.

- რა?- იბნევა ომეგა, ცრემლებს იწმენდს და ჯიმინს უყურებს, რომელიც საწოლის ქვეშ იხედება და უეცრად სიცილი უტყდება.

- რეინა, საყვარელო, მოდი ჩემთან...- სიცილით იწვდის ხელს ჯიმინი, საწოლის ქვეშიდან კი წკმუტუნი ისმის.- იცი, რომ დამალობანას თამაშით დღეს მამიკოს გული გაუხეთქე?

ჯონგუკს ლამის გული მისდის, როცა ჯიმინს საწოლის ქვეშიდან პატარა, შავი მგლის ლეკვი გამოჰყავს, რომელსაც რეინას ტანსაცმელი აცვია.

NESRIN • Jikook ~ TaegiWhere stories live. Discover now