NESRIN • 27

245 55 126
                                    

- მე, მორტი, ომეგების უხუცესი, მაგიის მიერ ბოძებული უფლები, განგსჯი შენ...- შეშინებული ჯონგუკი წითელ სფეროში ექცევა, ხოლო სფერო ჰაერში იწევა. - ომეგა, ნესნრინს, ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ჯონგუკის ირგვლივ სფერო შავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგია უკვე ცნობს დამნაშავედ. ჯონგუკს გული უმძიმდება, როცა რიტუალი დასრულდება და მოკვდება, ვერც მისი შვილი, ვერც მისი ძმა და ვერც ჯიმინი ვერ იგრძნობს დანაკარგს ... ჯონგუკი მათი გულებიდანაც გაქრება.

- გემუდარებით, გაჩერდით!-ძმის ყვირილი ესმის, როგორც ჩანს მისკენ მორბის, რასაც იუნგის ყვირილიც ესმის, რომელიც ომეგას უყვირის, რომ ადგილზე დარჩეს და რიტუალში არ ჩაერიოს, თორემ მაგია მოკლავს.

- როგორც ომეგა, რომელიც სხვა ომეგების წინააღმდეგ დამნაშავე ხარ.

სფერო ისევ შავად ნათდება, ჯიმინს კი მთელს სხეულში ტკივილი უვლის და სფეროში მუხლებზე ეცემა.

- როგორც ომეგა, რომელმაც უფლების მიღების გარეშე დატოვე ვაითჰევენი, დამნაშავე ხარ.

სფერო ისევ შავდება, თეჰიონი ყვირის, რომ არც მას აუღია უფლება, რომ ორივე უბრალოდ მოიტაცეს, რაზეც პასუხობენ, რომ მას უფლება უკვე მიღებული ჰქონდა, ნესრინს კი არა... რა თქმა უნდა, ის ხომ იმ დღეს უნდა დაღუპულიყო, მაგრამ გადარჩა.

- როგორც ომეგა, რომელმაც ომეგები მოკლა დამნაშავე ხარ. - ჯონგუკს თავში ძლიერი ტკივილისგან თვალს უბნელდება, ესე იგი, ომიც კი ომეგების მოწყობილია, აწყობდათ, რომ ჯონგუკს ისინი მოეკლა.

- როგორც ომეგა, რომელმაც მისი ძალა ომეგების წინააღმდეგ გამოიყენე და ალფებს დაეხმარე, დამნაშავე ხარ.

ჯონგუკი უკვე მთელს სხეულში გამჯდარი ტკივილისგან ვეღარ სუნთქავს. მის ირგვლივ  სფერო ისევ შავდება, ეს იმისთვის, რომ ომის დროს ალფებს დაეხმარნენ... ერთადერთ ოცნებად რჩება, რომ იგივე თეჰიონზეც არ გაიმეორონ, არ უნდა ძმის სიკვდილი.

NESRIN • Jikook ~ TaegiWhere stories live. Discover now