პირველი თვალის შევლება(1)

1.3K 29 2
                                    

-       ყველა მარტივი იყო? ყველას ადვილად გაეცი პასუხი?

-       რა თქმა უნდა.

-       ოჰ მართლაა?! - ირონიულად თქვა და გააგრძელა - მოკლედ, დამღალე!..

-       ვითომ?! შენ რა ქენი?

-       რთული არ იყო, მაგრამ არ ვიცი... - მწვანე თვალები სწრაფად დაახამხამა

-       ე.ი. გადახვალ შემდეგ კურსზე, არ იდარდო, მე მჯერა შენი. - ნიშნის მოგებით უთხრა და გრძელი თმა ყურს უკან გადაიწია.

-       არ ვდარდობ, შე მშიშარა.

-       მეეე? - თითქოს აღშფოთდა, სინამდვილეში კი მიხვდა რაც იგულისხმა.

-       დიახ, დიახ თქვენ ქალბატონო დეა, ყოველშემთხვევაშ მე არ გავრბივარ ძაღლის დანახვისას. - თვალი ჩაუკრა მწვანეთვალებამ და ეშმაკურად გაუღიმა.

-       მეშინია და რა ვქნა?! კარგი აბა კარგად, ძალიან დავიღალე და მგონი აჯობებს დავისვენო.

-       აბა კარგად მშიშარა, საღამოს გამოგივლი და ზღვაზე წავიდეთ. რუჯი არ გინდა?

-       კი როგო არა, დაგელოდები! - მეგობარს ხელი დაუქნია და ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდა.

-       დამელოდე საყვარელო. - უკნუდან მოაძახა გოგონამ და თან გემრიელად გადაიკისკისა, მასაც გაეცინა.

     დეა სახლში მივიდა. ჩანთა დივანზე დადო, უფრო დააგდო და  წამოწვა. ნახევარი სხეულით დივანზე გადაწოლილმა ბოლო ხმაზე დაიყვირა:

-       მგონი სახლში მარტო ვარ,ძლივს!...

-       ვერ მოგართვი ქალბატონო... - სამზარეულოდან საშუალო სიმაღლის ლამაზი ქალი გამოვიდა, რომელსაც აჩეხილი წაბლისფერი თმა ამშვენებდა.

-       ააა დედა სახლში ხარ?!..

-       კი აბა სად უნდა ვიყო?

-       რა ვიცი, იქნებ სადმე წავიდა-მეთქი...

-       კარგი, შენ რა ქენი ერთი მომახსენე... - ჰკითხა შვილს და გვერდით მიუჯდა.

გპირდები (დასრულებული)Where stories live. Discover now