ბოლოს ყველაფერი ცხადდება(5)

450 23 0
                                    

      ამ დილითაც ადრე გაიღვიძა. თბილი იასამნისფერი ხალათი მჭიდროდ შეიკრა და სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა. ძილისგან წამოისიებული სახე და გაწითლებული ტუჩები სულ სხვანაირ იერს სძენდა, გრძელი ნაწნავი დაიშალა და აივანზე გავიდა. აივანზე ის დახვდა. უკვე რამდენიმე დღეა რაც ეს რიტუალად ექცათ. ლუკამ დეას შავ თვალებს თავისი ეშმაკურად მოციმციმე ნაცრისფერი თვალები შეაგება და გაუღიმა:

-       დილა მშვიდობისა

-       შენც... - გაუცინა

-       სიცხე ხომ არ გაქვს?

-       არა რა იყო? - ისევ ღიმილი

-       ტუჩები გაწითლებული გაქვს და რა ვიცი... - დაიბნა ლუკა, მზერა მოარიდა და ჰორიზონტს გახედა.

-       ააა... - დეაც დაიბნა და უხერხულად გაიღიმა.

-       დღეს გოგის დაბადების დღეზე ხომ მოდიხარ?!

-       რა თქმა უნდა.

-       მაშინ მე წაგიყვან.

-       დავფიქრდები. - ეშმაკურად გაიღიმა.

-       რამდენ ხანში? მაინც ერთი გზა გვაქვს და რაღად უნდა მაგას ფიქრი? - დეა სიცილს ძლივს იკავებდა.

-       მაშინ კარგი, იცი რომელზე მივდივართ?

-       კი, შვიდისთვის მზად იყავი...

-       კარგი აბა შევალ სახლში.

-       მიდი არ გაცივდე.

-       კი სიცხისგან გავცივდები მართალი ხარ. - გადაიკისკისა და ოთახში შევიდა, ლუკასაც გაეცინა და თავის ოთახს მიაშურა.

       დეამ და ლუკამ ერთმანეთს კარგად გაუგეს. დილაობით აივანზე ისხდნენ და ტკბილად საუბრობდნენ ერთმანეთზე, საუბრობდნენ  ყველაფერზე რაზეც შეიძლება საუბრობდეს ორი ადამიანი, ორი ადამიანი რომლებსაც ერთმანეთის დანახვისას თვალები უბრწყინავთ.

   ლუკა ყოველთვის ღიმილით უსმენდა და თავისი ეშმაკურად მოციმციმე თვალებით ათვალიერებდა გოგონას მრგვალ სახეს, ხოლო დეა აწყვეტინებდა იცინოდა, მორცხვობდა, ბრაზდებოდა, მაგრამ მაინც ყოველ დეტალს იმახსოვრებდა.

გპირდები (დასრულებული)Where stories live. Discover now