სერიოზული ნაპერწკალი(2)

551 25 2
                                    

     აივნის კარი გააღო და ოთახში სუფთა ჰაერი შემოუშვა. სუფთა ჰაერს ვერც უწოდებ ახლად გამომცხვარი პურისა და მანქნის გამონაბოლქვის სუნი ისე იყო ერთმანეთში არეული,რომ გულისრევის შეგრძნება დაეუფლა და კარები ისევ სწრაფად მიკეტა. თბილი ხალათი გაიხადა. წელიწადის ნებისმიერ დროს თბილი ხალათით დადიოდა სახლში, დეასთვის არ ქონდა მნიშვნელობა მინუს ხუთი გრადუსი იქნებოდა თუ პლიუს ოცდახუთი -, ყოველთვის თავის იასამნისფერ ხალათში იყო შეხვეული.

      კარადაში შეძვრა და ტანსაცმლის არჩევა დაიწყო. ყოველთვის იცოდა რა უნდა ჩაეცვა და ეს დღეც არ ყოფილა გამონაკლისი. სასურველი ლუქი გამოიღო და მალევე გაემზადა. დილის რუტინის ჩატარების შემდეგ დედამ დაუძახა:

-       დეა თუ გაიღვიძე გამოდი, საუზმე მზად არის!

-       კი დეე მოვდივარ.

      დედას მიესალმა, ლოყაზე ნაზად აკოცა და თავის წილ საუზმეს შეუდგა. დედა-შვილმა გემრიელად ისაუზმა. დეას მთელი დღე განვლილი წლის კონსპექტების გააკეთებისთვი უნდა დაეთმო, მაგრამ არ აცადეს:

-       გისმენ ნინი, როგორ ხარ? - ..... - მეც ასევე, შენები როგორ არიან? - ...... - მადლობა,  დედამაც მოგიკითხა. - სად? - კარგი, გამოგივლი მაშინ. - რომელზე? -..... -კარგი გაკოცე...

-       რაო ნინიმ? - კითხა დედამისმა.

-       დღეს გოგოები მივდივართ ლილეს დაბადების დღეზე და შენც ხარ დაპატიჟებულიო.

-       ვააა მართლა?! ყოჩაღ ლილეს, როდის? სად?

-       საღამო ექვსზე ჩემთან იყავი და რომელიღაცა ბარშიო, არ ვიცი ზუსტად.

-       მაშინ დღეს ჩემს გოგოს უქეიფია..

-       აბა გოგო, ოხ დეეე რა ჩავიცვა? არა, მე კი ვიცი რაც, მაგრამ მაინც გეკითხები - ეშმაკურად გაუღიმა დედამისს.

-       ის იასამნისფერი კაბა რომ გაქვს, აი ეგ.

-       მეც მაგ კაბას ვფიქრობდი, მაშინ მაგას ჩავიცვამ და საჩუქარი?

გპირდები (დასრულებული)Where stories live. Discover now