გადაწყვეტილება(9)

328 21 0
                                    

    დეას შეატყობინეს რომ გაცვლითი პროგრამით შეეძლო წასვლა თურქეთში. სიხარული და სევდა ერთიანად მოაწვა, რადგან ყოველთვის უნდოდა საზღვარგარეთ სწავლა, მაგრამ ოჯახი მოენატრებოდა, თან ახლა უკვე ლუკაც ყავდა.

-          დედა რაღაც უნდა გითხრა. - რიდით უთხრა სამზარეულოში მოფუსფუსე ნანას.

-          გისმენ დეა. - ჭურჭლიდან ხელი არ აუღია.

-          მოკლედ... - აყოვნებდა სათქმელის თქმას.

-          რა მოხდა გოგო. - ცოტა შეეშინდა ნანას და შვილს შეხედა.

-          გიგამ დამირეკა და მითხრა, რომ ერთ თვეში მივდივართ თურქეთში გაცვლითი პროგრამით.

-          მერე? - ინტერესიანი მზერით კითხა ნანამ.

-          მერე ის რომ შენც თუ წამოხვალ კარგი იქნებაო.

-          და შენ რას იქრობ? გინდა წასვლა? - თან უყურებდა.

-          არ ვიცი, მირჩიე რამე... - დეას ხმაში მუდარის ნოტები იგრძნობოდა.

-          მე რა გირჩიო?! შენ თუ გინდა წასვლა და თავს გაართმევ გაგიშვებთ მე და მამაშენი მთავარია შენც გინდოდეს. ხომ იცი იმას არ დაგიშლით რაც შენს მომავალს გააუმჯობესებს. - შვილს გაუღიმა.

-          დედა მადლობა. - დეამ ხელები მოხვია და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.

-          კარგი და როდის მიდიხართ თუ უკვე გადაწყვიტე წასვლა?

-          ერთ თვეში და პასუხი ჯერ არ მიმიწერია, ჯერ ლუკასაც უნდა ვუთხრა.

-          ჰო აბა შენი ბიჭი... - ეშმაკურად ჩაიცინა.

-          ჰო ჩემი ბიჭი. - სასაიმოვნოდ მოხვდა გოგონას ყურებს ეს სიტყვები.

    დედასთან საქმე მოაგვარა ახლა მამა და ლუკა დარჩნენ. დეამ იცოდა რომ მამა არ შეეწინააღმდეგებოდა, მაგრამ აი ლუკა სხვა საქმეა. მობილური აიღო და შეტყობინება გაგზავნა.

გპირდები (დასრულებული)Where stories live. Discover now