ეჭვიანობა და რამე?!(7)

435 24 2
                                    

      საღამო ხანს კარზე დააკაკუნეს:

-          გამრჯობა თინა დეიდა როგორ ბრძანდებით?

-          კარგად დეა საყვარელო, შენ?

-          მეც კარგად, მობრძანდით!

-          არა მადლობა, სტუმრები ჩამომივიდნენ და თუ შეგიძლია რომ შემოირბინო ჩემთან, მოიწყინეს, ლუკაც შეგიძლია წამოიყვანო!..

-          კარგი ვეტყვი და ცოტა ხანში მოვალთ, თემო და ნიკა არიან?

-          დიახ, კარგი მადლობა!

-          არაფრის ნახვამდის.

-          ნახვამდის.

      გამოემშვიდობა თინას და სახლში შესულმა ნანას უთხრა სტუმრად მივდივარო. მოწესრიგდა და ლუკასთან შეიარა. ორივე დაუყვნენ კიბეს, თინა ერთი სართულით დაბლა ცხოვრობდა. სახლში შესულებს ბიჭები დახვდათ, ლუკას ცოტა არ მოეწონა, მაგრამ რას ვიზამთ?! თემო და ნიკა ერთი შეხედვით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, დეას ჯელტმენურად ესაუბრებოდნენ, აი ლუკას ყურადღებას არ აქცევდნენ. ცოტა საუბრის შემდეგ გადაწყვიტეს რომ ბანქო ეთამაშათ. თემომ დეას უთხრა:

-          დეა მე და შენ ვიყოთ წყვილში გინდა?

-          არა მე და დეა ვიქნებით წყვილში! - დაასწრო ლუკამ დეას პასუხის გაცემა და თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყარა.

-          რატომ? მან თვითონ გადაწყვიტოს აჯობებს ვისთან ერთად იქნება.

-          მე და დეა ერთად ვიქნებით და მორჩა! - თან დეას ეჭვიანი მზერა ესროლა და სხვებს რომ არ შეემჩნიათ მკლავზე უწკმიტა.

-          მოდი ერთი აქეთ. - უთხრა თემომ ლუკას

-          მოვდივარ.

   გვერდით გავიდნენ, დეა თვალს არ აცილებდა და ღიმილს ძლივს იკავებდა.

-          დეას ვკითხოთ და ვნახოთ რომელს აირჩევს. - თქვა თემომ

გპირდები (დასრულებული)Where stories live. Discover now