გააგიჟებ იმ ბიჭს (6)

374 22 5
                                    

ამ მოვლენებიდან ათი დღე გავიდა. დილით დეა ოთახიდან გამოვიდა და სამზარეულოში მოფუსფუსე დედას მიუჯდა:

-       დე რა ხმაურია ეზოში?

-       მამაშენს მანქანა გაუფუჭდა და ხომ ხვდები?..

-       გასაგებია... - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ტელეფონმა შეაწყვეტინა. გაეცინა, ნანამ კი ეჭვნარევი მზერა ესროლა.

-       თაიაა რაღაც სასაცილო მითხრა.

 შეტყობინება გახსნა და წაიკითხა:

-       როგორ ხარ შავთვალება?

-       კარგად შენ

-       მეც რავი ვარ, გარეთ არ გადიხარ? გაიხედე აივნიდან მიდი.

   დეამ აივანზე გავიდა და ქვევით ჩაიხედა. იქ  მამამისის მანქანასთან, ლუკა, ლუკას მამა, ნიკოლოზი და ნიკოლოზის ორი მეგობარი იდგნენ, ყველა მანქანას ჩაჰყურებდა და თან სერიოზულად საუბრობდნენ. ლუკამ მაღლა ამოიხედა, დეას მოკრა თვალი თუ არა თვალები აუციმციმდა, გაიღიმა, დეამაც ღიმილითვე უპასუხა და ხელი დაუქნია. ლუკას მამამ, დავითმა შეამჩნია და ეშმაკურად ჩაიცინა. მაღლა აიხედა და დეას შესძახა.

-       ყავას ხომ არ დაგვალევინებდით? -  ლუკას გახედა

-       კი რა თქმა უნდა. - ჩამოსძახა გაწითლებულმა დეამ.

-       დედა ყავა უნდათ, გააკეთებ თუ მე გავაკეთო? - შეტრიალდა სამზარეულოში და დედას მუდარით გახედა.

-       დეა ხედავ რომ არ მცალია?! შენ გააკეთე.

-       კარგი, კარგი. - ბუზღუნით ჩაყარა ყავა მადუღარაში.

     ყავა გააკეთა და ქვევით ჩავიდა. ლუკას მამამ ღიმილით ჩამოართვა, მადლობაც გადუხადა. სანამ დალევდნენ, იქამდე დაელოდა, შემდეგ კი აწითლებულმა აირბინა კიბეები. სახლში რომ შევიდა ნანამ უცნაურად შეხედა და ჰკითხა:

-       რამე ხდება შენსა და ლუკას შორის?

-       არა, არაფერი. -  ჯერ მალავდნენ.

გპირდები (დასრულებული)Where stories live. Discover now