დასასრულის დასაწყისი(13)

682 29 3
                                    

    გოგონა მშვიდად წევს ბიჭის მკერდზე და მის გულისცემას უსმენს. გრძელი შავი თმა ბალიშზე არეულად მიმოფანტულა და ბიჭი ნაზი მოძრაობებით ცდილობს მის გასწორებას. ამ საქციელზე გიშრისფერთმიანს ეღიმება. რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ ხუჭუჭამ დაიწყო.

-          ჩემო შავთვალა...

-          გისმენ.

-          რაღაც უნდა გაგიმხილო. - გოგონამ თავი წამოსწია და თვალებში შეხედა.

-          რა ხდება?

-          გახსოვს მეორედ რომ შევხვდით ერთმანეთს?

-          რა თქმა უნდა. - მოგონებაზე ფართოდ გაეღიმა.

-          მესამედ?

-          ეგეც...

-          ჩემი ბრალია! - ეშმაკურად გაირიმა ბიჭმა.

-          რა?

-          მოკლედ ვიცოდი რომ შენ იმ სადარბაზოში ცხოვრობდი და იქ იმიტომ ვიყიდე სახლი.

-          ერთი წუთით, რა? - პირი დააღო გაოცებისგან, მაგრამ ცოტა ესიმოვნა კიდეც.

-          იმ დღეს რომ სახლში მიგაცილე დავიმახსოვრე სადაც ცხოვრობდი. განცხადებას მოვკარი თვალი, იმ პერიოდში თან სახლს ვეძებდით და მე გადაჭრით გადავწყვიტე რომ იქ უნდა გვეყიდა. მართალია არ ვიცოდი რომელ ბინაში ცხოვრობდი შენ, მაგრამ იმ დღეს ჩემს სახლში რომ დაგინახე გული ამომიფრიალდა სიხარულისგან.

-          საზიზღარო მე დამთხვევა მეგონა!.. - ხელია მსუბუქად მიარტყა.

-          სამაგიეროდ ახლა აქ ხარ. - ნიშნისმოგებით თქვა ყმაწვილმა.

-          ჰოო აქ ვარ, იცი როგორ გამაბრაზე იმ დღეს ჩემს ნაიარევს რომ აკვირდებოდი?!

-          ვიცი, გეტყობოდა, ძაღლებმა როგორ დაგკბინეს დეა რა? - გაეცინა.

-          ნუ დამცინი. - გაიბუზა. - გული გამისკდა. მესამე კლასში ვიყავი და რამდენიმე გამომეკიდა ერთად, ერთმა მუხლთან მიკბინა და მერე ვიღაც გამოჩნდა, ლამის გული გამისკდა.

-          ჩემი მშიშარა!.. - თავზე აკოცა.

-          ოჰ ლუკა...

-          კარგი, მაშინ ჩემი შავთვალა!

-          კარგია. - ესიმოვნა შეჩვეული ზედმეტსახელის გაგონება.

-          დამპირდი!.. - ისევ ლუკამ დაიწყო.

-          რას?

-          რომ როცა გაგაბრაზებ მაინც ჩემთან დარჩები!..

-          ოჰ გააჩნია რას გააკეთებ. - ცოტა გაწვალება გადაწყვიტა.

-          დეა ხომ იცი...

-          კარგი გპირდები, შენც...

-          მეც გპირდები ჩემო შავთვალა.

     მათ ზევით მთვარე ანათებდა, მთვარესთან ახლოს კი სამი ვარსკვლავი ციმციმებდა. მათაც ახარებდათ შავთვალებასა და ნაცრისფერთვალებას ბედნიერება, დიდი წვლილი შეეტანა ღამეს მათ გაცნობაში და ამით ამაყობდა კიდეც...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

    მგონი ცოტა სულელურად დასრულდა, მეორეში გამოვასწორებ აუცილებლად..

   მადლობა ყველას ვინც კითხულობთ!!!❤❤🌈🌈💜💜
 

გპირდები (დასრულებული)Where stories live. Discover now