მიყვარხარ(13)

354 20 2
                                    

   თვალები გაახილა და თეთრმა სივრცემ დახუჭვა აიძულა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო გული აუჩქარდა, ვერ მიხვდა სად იყო, რას აკეთებდა. უბრალოდ გრძნობდა, რომ ვიღაცას ძლიერად ეჭირა მისი ხელი. ცოტა ხანში ფრთხილად, ნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს და მის გვერდით მჯდომს მიაპყრო მზერა. გული გაუთბა, ძლივს მშვიდად ამოისუნთქა, თითქოს ხელახლა დაიბადა. გვერით მჯდომიდან მზერა სავარძელზე გადაიტანა. შეჭაღარავებული კაცის ფიგურამ გაახარა და თან გული შეუწუხა თითქოს რამდენიმე წლით მოხუცს უყურებდა და არა იმას ვინც ორი თვის წინ დატოვა. მზერა ისევ ხუჭუჭაზე გადაიტანა.

    დეა უყურებდა, უყურებდა და ხვდებოდა რომ ენატრებოდა, მთელი გულით ენატრებოდა მისი თბილი ეშმაკურად მოციმციმე თვალები, რომლებიც ახლა შეშუპებოდა, ენატრებოდა მისი სახე, ყოველი ნაკვთი რომლისთვისაც დაუსრულებლად შეეძლო ეკოცნა, მისი ბოხი, მაგრამ ხავერდოვანი ხმა - , ის თუ როგორ წარმოთქვამდა დეას. ენატრებოდა მისი შავი ტალღოვანი რბილი თმა, მისი სხეული მისი შეხება. უბრალოდ ენატრებოდა ყველაფერი, ყველაფერი რაც მას უკავშირდებოდა რაც მას ეხებოდა. იცოდა რომ უყვარდა, იცოდა რომ მას ლუკა მთელი გრძნობით უყვარდა. ხვდებოდა რომ ის იყო ერთადერთი, რომელიც დიდ ბედნიერებას მოუტანდა. უნდოდა კიდევ დიდხანს ეყურებინა ნაცრისფერთვალებასთვის ასე ჩუმად, მაგრამ ეს სიჩუმეც ბევრს ამბობდა. ახლა აღარ ეშინოდა გიშრისფერთმიანს.
   ლუკამ თვალები გაახილა და მომღიმარი დეას დანახვისთანავე წამოიძახა:

-          დეა გაიღვიძე?! დეა ჩემო შავთვალა...

-          ლუკა აქ ვარ... - გოგოს გაეცინა ბიჭის უცებ გამოფხიზლებაზე.

-          რა მოხდა? სად იყავი? რა ხდებოდა? ვინმემ რამე დაგიშავა? როგორ მეშინოდა დეა.. როგორ მეშინოდა... მეშინოდა, რომ ვერ გნახავდი, რომ ვეღარ შევისუნთქავდი შენს გაზაფხულის სურნელს, რომ ვეღარ ვნახავდი შენს შავ თვალებს, ბოდიში რომ შენთან არ ვიყავი... ბოდიში... - ლოყებზე კოცნიდა და თან ბუტბუტებდა.

გპირდები (დასრულებული)Where stories live. Discover now