გავიდე ექვსი საათი, შემდეგ თორმეტი, ოცდაოთხი, დეა კი ისევ არ ჩანს, არსად არ არის, არც აეროპორტიში, არსად. აორთქლდა, შავთვალება გოგო აორთქლდა, არ ჩანს მიწამ ჩაყლაპა.
ნანას ყოველდღე მაღალი წნევა ჰქონდა. ყოველთვის მომღიმარი ქალი სულ გამოცვლილიყო, თმაში ჭაღარა შეერია, სახე ტირილისგან შეუშუპდა. ერთადერთი რაც აცოცხლებდა თავისი გოგონას პოვნის იმედი იყო, იმედი იმისა რომ კიდევ ერთხელ იგრძნობდა თავისი გიშრისფერთმიანის გაზაფხულის სურნელს.
ნიკოლოზიც ცუდ დღეში იყო, ვერ აჩვენებდა ნანას თავის ტკივილს, ყველანაირად ცდილობდა დაეფარა სევდა, ტკივილი გამოწვეული დეას გაუცინარებით. მხოლოდ ღამით თუ გაამჟღავნებდა თავის ძლივს შეკავებულ გრძნობებს, დეას ოთახში ათენებდა ღამეებს მისი ბალიშის ყნოსვაში და ყოველ ღონეს ხმარობდა რომ ეპოვნა და სახლში დაებრუნებინა, ყველაფერს აკეთებდა.
ნაცრისფერთვალებას თვალებში ციმციმები ჩაქრა. ჩაქრა ის თბილი ეშმაკური ციმციმა ნაცრისფერი, რომელმაც დეა მოაჯადოვა. ყვრიმალები უფრო გამოეკვეთა. შოკოლადის დანახვისთანავე დეა ახსენდებოდა, ახსენდებოდა რა ტკბილად ილუკმებოდა და როგორ თბილად უმზერდა შავებით ბიჭის ნაცრისფერებს. თვალების დახუჭვისთანავე გოგონას ნაკვთებს ხედავდა, პატარა ცხვირს, რომელზეც კოცნა ძალიან უყვარდა, თვალებს, მის შავ თვალებს, საშუალო ზომის სავსე ტუჩებს, რომელიც სულ სწყუროდა, რომელზეც შეხებისთვის ყველაფერს დათმობდა და რომელსაც მისი სისპეტაკის გამო ვერ ეკარებოდა, თმა გიშრისფერი მბზინვარე თმა გაზაფხულისსურნელოვანი, თეთრი თლილი თითები რომელიც ნაზად ეხებოდა ლუკას სახეს, ხელს, ყველაფერს რასაც ხელს ჰკიდებდა სინაზით სინარნარით. მასზე ფიქრს ვერ/არ იშორებდა. ჟღენტიც ყველანაირად ცდილობდა ნიკოლოზს დახმარებოდა. პოლიციამ ხელიც კი არ გაანძრია წესიერად და მათ უწევდათ შვილის და საყვარელი ქალის მოძებნა.
თაია ეს მუდამ მხიარული გოგო, მუდამ ხალისიანი, თბილი გაცივდა, გაყინულს დაემსგავსა. ხორბლისფერ კანზე სითეთრე სჭარბობდა და ვერავინ ვერ ეხმარებდა. თორნიკეც კი ვერ შველოდა, მაგრამ თორნიკესაც თავისებურად უჭირდა, მასაც დასავით უყვარდა დეა.
ყველა ვისაც გულით უნდოდა დეას დახმარება ყველა ცდილობდა რაღაცას.
ლუკა და ნიკოლოზი მთელს თურქეთში დაიარებოდნენ და ეძებდნენ. გიგა იპოვნეს, იპოვნეს ის ვინც ასეთი უსინდისობა გააკეთა. ძლივს შეიკავა მოწოლილი ადრენალინი, სიბრაზე, სიბრალული, რომ არ მოეკლა და მკვლელი არ გამხდარიყო, ესეც დეას გახსენებამ გადააფიქრებინა.
ორი თვე, ორი საშინელი თვე... ორი თვის თავზე ყველას იმედი ეწურებოდა, მაგრამ უცებ გიგამ გამოტყდა და მაშინვე უკვე აწ მამა-შვილი წავიდნენ შავთვალებას მოსაძებნად:
YOU ARE READING
გპირდები (დასრულებული)
Romance- დამპირდი!.. - რას? - რომ არ დამტოვებ! - გპირდები. შენც დამპირდი. - რას? - თუ არ ჩამოვედი მიპოვნი და შენთან დამაბრუნებ! - გპირდები!