პირველი ნორმალური საუბარი(4)

454 22 4
                                    

  გიშრისფერ თმიანმა გოგონამ ადრე გაიღვიძა და ხელში შერჩენილი წიგნის კითხვა გააგრძელა. ძილისაგან დასიებული თვალებით უჭირდა ხედვა, მაგრამ მაინც არ დაანება კითხვას თავი. წიგნის დასრულების შემდეგ ემოციებისგან სავსემ გაემზადა და სამზარეულიში გავიდა:

-       ოჰ, როგორ მოხდა, რომ ასე ადრე გაიღვიძეთ ქალბატონო?

-       რავიცი, წიგნი დავასრულო-მეთქი და ადრე გამეღვიძა...

-       დაასრულე უკვე?

-       კი, იცი რა კარგი იყო?! ისე მომეწონა რომ აი არ ვიცი, თან კარგი დასასრული ქონდა.

-       შენ ყველა წიგნზე მასე ამბობ.

-       მართალი ხარ, იმიტომ რომ ყველა წიგნი კარგია. მამა წავიდა?

-       კი, დილით ადრე, კაცი ერთი დღე ნორმალურად ვერ ისვენებს.

-       ხო რა.

-       დეა მაღაზიაში ჩახვალ?

-       მმმმმ... სხვა გზა მაქვს?

-       არა, ყავა, პური, ზეთი და მარილი აღარ გვაქვს, შენ გინდა რამე?

-       რავიცი რამეს წამოვაყოლებ, მომეცი ფული.

-       აჰა გამომართვი, იქ თვალიერება არ დაიწყო!

-       კარგი, მაგრამ ვერ დაგპირდები. - კართან მისულმა მიაძახა.

     დეამ ფეხზე ჩაიცვა, თმა შეისწორა და კარი გააღო. გარეთ გასულმა ღიღინი დაიწყო. კარის დასახურად შეტრიალდა, რომ უცებ მეორე კარის გაღების ხმა გაიგო, სიმღერა მაინც არ შეუწყვიტავს:

-       დილა მშვიდობისა მეზობელო, როგორ ხარ? - გოგონას ხმა ეცნო.  ბიჭის ეშმაკურად მოციმციმე თვალებმა და ლამაზმა ღიმილმა გულისცემა აუჩქარა:

-       დილა მშვიდობისა! - თავის დამშვიდება სცადა, მაგრამ ამაოდ.

-       მაღაზიაში ხომ არ მიდიხარ?

-       კი, რა იყო?

გპირდები (დასრულებული)Where stories live. Discover now