ცნობისმოყვარეობაც კარგია ზოგჯერ(3)

497 25 2
                                    

    დეა დედამისის ხმამაღალმა ლაპარაკმა გააღვიძა. საწოლიდან აიზლაზნა, როგორც ყოველთვიც დილის რუტინა ჩაიტარა და სამზარეულოში გავიდა:

-       ოჰ, ძილისგუდას გაღვიძებია. - შეეგება ნანა

-       ჰო შენ გამაღვიძე... რა ხდება? - ინტერესით იკითხა.

-       არაფერი, უბრალოდ დღეს ახლი მეზობლები გადმოდიან.

-       მართლა? და სად? - ცნობისმოყვარეობამ იჩინა თავი დეასთან.

-       მაიკოსთან...

-       რომელ მაიკოსთან? - გაიკვირვა.

-       რამდენ ჩვენ მეზობელ მაიკოს იცნობ? - ნანამ კითხვაზე კითხვით უპასუხა და თავი გააქნია.

-       ჩვენი კარის მეზობელმა მაიკომ ბინა გაყიდა?

-       დიახ ქალბატონო დეა, ამ სახლში არ ცხოვრობ?

-       კი, მაგრამ როდის?

-       რამდენიმე დღის წინ, უკეთესი უნდა ვიყიდოო და გაყიდა, ვნახოთ ახლა როგორი კარის მეზობლები გვეყოლებიან.

-       ვნახოთ... ვნახოთ...

-       ჰო ვნახოთ, დღეს რა გეგმები გაქვს?

-       ახალი მეზობლების გაცნობა. - სიცილით უთხრა დედას.

-       გამძვრალი მელა. - შვილის ცნობისმოყვარეობაზე გაეღიმა.

-       რა თქმა უნდა. - ორივმ გადაიკისკისა, ნანა მიჩვეული იყო შვილის ასეთ პასუხებს და აღარეფერს ეუბნებოდა. - რომელ საათზე გადმოვლენ?

-       საღამოსკენ.

-       კარგი მაშინ მანამდე თაიას ვნახავ.

-       ოჰ, ეგ არ დაგავიწყდეს.

-       აბა რა.

     დეა გაემზადა და თაიასთან წავიდა. გოგონებმა კარგად იხალისეს. თაია სახლში თავის ძმასთან ერთად მარტო იყო, ამიტომ ჯერ თორნიკეს მოუშალეს ნერვები. თაიას ოჯახი დეას ძალიან უყვარდა, ისინი ყოველთვის თბილაად ექცეოდნენ მას. თორნიკე ღვიძლი ძმასავით უყვარდა, რადგან მას ძმა არყავდა. თორნიკეს ყოველთვის უფროსი დასავით ექცეოდა, ეხმარებოდა დავალებების გაკეთებაში, გოგონებთან ურთიერთობაში და ხშირად კარგ რჩევებსაც აძლევდა. და-ძმასთან დრო შეუჩნევლად და უცბად გავიდა და მალე მოუწია გოგონას სახლში წასვლა.

გპირდები (დასრულებული)Where stories live. Discover now