მხოლოდ ორი დღე დარჩა დეას წასვლამდე. ლუკამ და მშობლებმა კი გასაცილებელი ვახშამი მოუწყვეს. დეას აზრი რა თქმა უნდა გაითვალისწინეს და მხოლოდ მისთვის ძალიან ახლობლები დაპატიჟეს.
ვახშმისთვის დეამ თეთრი, ელეგანტური კაბა აარჩია, თმა ცხენის კუდად შეიკრა და როგორც ყოველთვის ზომიერი მაკიჟი გაიკეთა:
- მე ვის ჩამოვუვარდი კი არა შენ ხარ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი. - ლუკამ თბილი ღიმილით აათვალიერა წინ მდგომი.
- ოჰ გავწითლდი.
- შესანიშნავი ხარ.
- მადლობა შენც კარგად გამოიყურები. - ნაზი ღიმილი აჩუქა. ნამდვილად ლუკაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

მალე მივიდნენ დანიშნულები ადგილას და ხელკავით შევიდნენ შიგნით:
- გამარჯობა ყველას.
- გამარჯობა საყვარელოო, როგორ ხარ.
- კარგად აბა რას ვშვრებით? არ დავიწყოთ? მომშივდა.
- დეაა ახლა არ გაცილებდეთ ნახე შენ. – ყველას გაეცინა ნანას საყვედურზე.
საღამო მშვიდად და აუჩქარებლად მიმდინარეობდა. დეა უყურებდ მის საყვარელ ადამიანებს და გული სითბოთი ევსებოდა. ლუკამ ხელი ჩასჭიდა და გადაუჩურჩულა.
- წამოდი ვიცეკვოთ.
- კარგი.
ბიჭმა გოგოს წელზე მჭიდროდ მოხვია ხელი, მეორეთი გოგონას ხელი დაიჭირა და ერთნაირი ნელი მოძრაობებით აყვნენ მუსიკას. ლუკამ განძრახ ჩართო მუსიკა, რომელზეც პირველად იცეკვეს.

- კარგია რომ ჩემთან ხარ. - თბილად უჩურჩულა დეამ.
- შენ კიდე ჩემთან, მინდა რაღაც მოგცე და გარეთ გამომყევი.
YOU ARE READING
გპირდები (დასრულებული)
Storie d'amore- დამპირდი!.. - რას? - რომ არ დამტოვებ! - გპირდები. შენც დამპირდი. - რას? - თუ არ ჩამოვედი მიპოვნი და შენთან დამაბრუნებ! - გპირდები!