თავი 1

3.9K 72 7
                                    


_______________________________

თითოეულ სირთულეს ჩვენს ცხოვრებაში თავისი მიზეზი და ეფექტი აქვს.მისგან ჩვენ სხვადასხვა გაკვეთილს ვსწავლობთ, რაც გვაძლევს ძალას გადავლახოთ ყველაფერი და ცხოვრება განვაგრძოთ.როცა აანალიზებ, რომ რეალობა ყველაზე დიდი საჩუქარია და ყველაფერი ხდება არა ჩვენს საწინააღმდეგოდ, არამედ ჩვენთვის და ჩვენს საკეთილდღეოდ ამის ცოდნა შინაგან საოცარ სიძლიერის, სიმამაცის და საკუთარი თავის რწმენას გვმატებს.
არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ერთი სირთულე არ შეხვედრია.არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც მარტოსულობა არ უგვრძვნია.არავის უნდა აღიაროს თუ როგორ გვღლის ხანდახან ცხოვრება, თუ როგორ გვეკარგება ხალისი, თუ როგორ გვეკარგება ხალხთან კომუნიკაციის სურვილი და მატყუარა ღიმილი, რომლის უკან ტანჯვა და მწუხარება იმალება.გვეზარება იმის ახსნა თუ რატომ ვართ მოწყენილები, რადგან შენი ტკივილი შეიძლება ვერ გაიგონ, შეიძლება გაგაკრიტიკონ და გაგვამტყუონ.ეს არის მიზეზი თუ რატომ ვარდება ადამიანი დეპრესიაში, რატომ ხდება გულჩათხრობილი და მარტოსული.
უკვირს ხალხს ახლაგაზრდებს რატომ არ უნდა უხაროდეთ ცხოვრებაო, ნეტა მაგათ რა სადარდებელი აქვთო.სინამდვილეში კი ვერავინ ხვდება რომ ტკივილმა და სიჩუმემ, როგორც სიყვარულმა ასაკი არ იცის.იცით როგორ მტკივა გული, როდესაც მსგავს აზრებს ვისმენ? ვიბნევი და ამ დაბნევის ფონზე უბრალოდ ვუღიმი და ხმას არ ვიღებ.გულში ვიტოვებ აზრებს და ვდუმვარ.განა იმიტომ რომ მეშინია, ან ლაპარაკი არ ვიცი? არა, უბრალოდ ვერ გაგიგებენ.მაინც საკუთარ აზრს მიაწვებიან და ტყულად დაიკარგება დროც.
დედამიწაზე უამრავი ცუდი ადამიანია და მათთან შეხვედრაც გარდაუვალია.ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერები, ვილოცოთ, რომ ცხოვრებამ ან ხალხმა არ გაგვთელონ, მაგრამ მათთან შეხვედრას წინ მაინც ვერაფერი აღუდგება.ასეთი ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა ფორმით ჩდებიან, რომელთა შემჩნევა ყოველთვის დროულად ვერ ხერხდება.ნდობის ფაქტორს წინ ვერავინ გადაუდგება.რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებიც ყველას მარტივად ვერ ენდობიან.რატომ ხდება ესე?
არ ვიცი.
ვერავის ვენდობი.ალბათ ესაა მიზეზი, თუ რატომ ვარ მარტოსული.მესმის, ძნელი დასაჯერებელია ესეთი გოგონა, რომელიც უამრავ ადამიანს იცნობს რანაირად შეიძლება იყოს მარტოსულიო, მაგრამ პრობლემა სწორედ რომ ესაა.
უამრავ ადამინს ვიცნობ, მაგრამ ამ ხალხიდან ნამდვილი არავინაა.ვერ ვუყვები ჩემი ფიქრების, ჩემი გრძნობების შესახებ, რადგან უბრალოდ ხელს გკრავენ, როდესაც შენს სისუსტეს დაინახავენ, როდესაც თვალები აეხილებათ და მწარე, მაგრამ რეალურ ჩემს თავს დავანახებ აღარავის მოუნდება საუბარი და წავლენ.კარგი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა.საერთოდ არაფერი.ვგრძნობ თუ როგორ ვიძირები შავ ფერში, რადგან ოჯახს ვერაფრით ვეხმარები.მამამ დედა საყავრლის გამო მიატოვა და გაიქცა. როგორი ირონიულია არა? რატომ მოიყვანა ცოლად თუ რამოდენიმე წელში უნდა წასულიყო?რატომ აკეთებენ მსგავს სისულელებს?არასდროს მესმის მათი.
დედა...ისიც კი არაა კარგად.ვიცი და ვგრძნობ, რომ მიმალავს თუ როგორ ცუდადაა და იტანჯება კიბოთი.ცდილობს დამალოს, მაგრამ მესმის ხოლმე როგორ გადის ოთახიდან და როგორ მოსთქვამს.ამ ყველაფრის შესახებ სწორედ მაშინ გავიგე, როდესაც საქართველოში, ჩემს მშობილურ ქვეყანაში ჩამოვედი.
აქამდე მამიდასთან ვცხოვრობდი, რომ მესწავალ და მემუშავა,მაგრამ სამსახური დავკარგე, სწორედ ამიტომ ვეღარ ვიხდიდი სწვალის ფულს და დავბრუნდი ისევ აქ, ამ პატარა, მაგრამ ულამაზეს ქვეყანაში.არასდროს მქონია იმის სურვილი, რომ წავსულიყავი და სხვაგან მეცხოვრა.მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, სადაც პირველდ მოვევლინე, სადაც პირველად გავახილე თვალი, სადაც პირველად გავიარე.
-შვილო.-მომესმა დედის აკანკალებული ხმა, რა წამსაც მოვცილდი ფანჯარას და მასთან მივირბინე.
-კარგად ხარ დეე?-ხელი ლოყაზე მოვუთათუნე და მის წინ ცივა, მკაცრ იატაკზე ჩამოვჯექი.
-კი, ჩემო ლამაზო, კი.უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მიყვარხარ ჩემო ერთადერთო.-მომიგო და ცრემლები სახეზე გადმოეფინა.
-მეც ძალიან მიყვარხარ დედა.-გავუღიმე და თავი კალთაზე დავადე.
-რა გადაწყვიტე სამსახურზე ან სწავლაზე?-იკითხა და წამალი დალია.
-სწავლას ხვალ ვიწყებ.აი სამსახურზე ჯერ-ჯერობით ვერაფერი მოვახერხე, მაგრამ არ ინერვიულო აუცილებლად ვიშოვი რამეს.-მივუგე და თმა ყურს უკან გადავუწიე.
-მაპატიე მართა, იმის მაგივრად, შენს თანატოლებთან ერთობოდე სამსახურს ეძებ.ფული არ გვაქ შვილო, ვერაფერს გავაკეთებ, მხოლოდ შენი იმედი მაქვს.-ქვითინი დაიწყო და თავი ჩახარა.
-არა, დედა რას ამბობ, არაფერზე ინერვიულო.ყველაფერს მოვახერხებ. ახლა კი მიდი საწოლში დაწექი, გვიანია და ხვალ ადრე უნდა ავდგე.-ფეხზე წამოვდექი და წამოვაყენე, ოთახამდე მივაცილე და ტკბილი სიზმრები ვუსურვე.მეც მივუწექი გვერდით და დაძაბული დღისგან გავთავისუფლდი.
______________________________

ჩუმად საყვარელო, ჩუმადWhere stories live. Discover now