თავი 4

1.1K 43 0
                                    

_____________________________
საპირფარეშოში შევედი თუ არა კარები მივხურე და მას მივეყუდე.მსგავსი დიალოგები, მითუმეტეს ყვირილი და ჩხუბი ცუდად მოქმედებდა ჩემზე.არ მიყვარდა, როდესაც ჩემს გამო დაპირისპირება ხდებოდა რამდენიმე ადამიანს შორის.
ვხედავდი სალის თვალებში იმ ზიზღს, რომელიც ჩემს არსებობას მოჰყვებოდა.არ ვიყავი იმ კატეგორიის, რომ ჯინაზე დავდგომოდი და თამამად შევპასუხებოდი, არ მიყვარდა კომფლიქტები და ამის გამო ხშირად ვიჩაგრებოდი.ვცდილობდი ვყოფილიყავი თამამი, მაგრამ არ გამომდიოდა.მხოლოდ მაშინ არ ვინდობდი ხალხს, როდესაც ჩემს საყავრელ ადამიანებს ექცეოდნენ ცუდად.
კარზე კაკუნის ხმამ გამომაფხიზლა.უცაბედად მოვიშორე თვალებიდან ცრემლები და კარები გავხსენი.ჩემდა გასაკვირად წინ ალექსანდრე მედგა.
-შეგიძლია ორი წუთი გამოხვიდე?-მკითხა და ტვალეტი შეათვალიერა.მივხვდი, რომ შიგნით შესვლა არ სურდა, ამიტომ თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი.
მესამე სართულზე ცარიელ კლასში შემიყვანა.
-არ დავიწყებ იმის ახსნას თუ როგორ საშინლად მოიქცა სალი.მის მაგივრად მე გიხდი ბოდიშს.-გამეღიმა და ამეტირა ერთდროულად.
-შენ რა ტირი?-ანერვიულდა და ხელი ლოყაზე დამადო.მოულოდნელი იყო ეს საქციელი მისგან, ამიტომ სწრაფად გამოვიწიე.
-უბრალოდ ავღელდი.-თავი გავიმართლე და თვალებში შევხედე.
-არასწორი პასუხია.-გაიღიმა.-უბრალოდ ზედმეტად გულჩვილი ხარ.ამ სკოლაში იშვიათად თუ არიან ესეთი ხასიათის მქონე გოგოები.-ახლა მე გამეღიმა მის ამ ეგრეთწოდებულ კომპლიმენტზე.
-არ მინდა თქვენს შორის ჩადგომა.-ვთქვი და ჩანთის საკიდს ხელით წვალება დავუწყე.
-სულაც არ დგები.-უფრო ახლოს მოიწია.-დღეს გეგეშიძის პარკში ვიკრიბებით.-ყურთან დაიხარა.-შენც აუცილებლად მოხვალ.-თქვა და წამში აორთქალ, ჯერ ჩემი სივრციდან, შემდეგ კლასიდან...
გაკვეთილების დასრულების შემდეგ კაფე მრგვალ ბაღში მივედი და მენეჯერთან ავედი.
-როგორ გამახარე შენი მოსვლით საყვარელო.-გამიღიმა ნინომ. (მენეჯერმა)
-მეც ძალიან გამიხარდა თქვენი დანახვა.-ვუთხარი და გავუღიმე.
-შენთვის კარგი ამბავი მაქვს.-გული ამისწრაფდა.-ეს კაფე არის ჩემი დის და შენზე ვთხოვე რომ ხელფასი უფრო მეტი გქონოდა, თან ისეთი სამუშაო დიდად რომ არ გადაიღლები და მეცადინეობასაც რომ მოასწრებ.
-როგორ მიხარია, რომ გაგიცანით.-სწრაფად მივედი მასთან და გადავეხვიე.
გაეცინა და მანაც მომხივია ხელები.
-დღეიდან დაიწყებ მუშაობას.უბრალოდ ყავას გააკეთებ და მორჩა.
-უბრალოდ ყავას?-გავიოცე.
-დიახ, უბრალოდ ყავას.-მიპასუხა და სკამზე ჩამოჯდა.
-მეგონა მიმტანის ვაკანსია იყო.-ვუპასუხე და მეც ჩამოვჯექი.
-კი იყო, მაგრამ მაგ ვაკანსიაზე სრული განაკვეთი დაგვჭირდა, თანაც როგორც გავიგე არასრულწლოვანს სრულ განაკვეთზე ვერ ავიყვათ.შენთვის უფრო მომგებიანი და მარტივი სწორედ რომ ეს პოზიციაა.უბრალოდ მინდა სწავლაში ხელი არ შეგეშალოს, რომ მომავალში ამაზე ბევრად კარგი სამსახური იშოვო.-გამიღიმა.გულზე ძალიან თბილად მომხვდა მისი სიკეთე.
ნინომ მცირეხნიანი დიალოგის შემდეგ მთლიანი კაფე დამათავლიერებინა და კესოს, ჩემს თანამოშრომელს სთხოვა აეხსნა თუ სად ვიტრიალებდი და სად მოვამზადებდი ყავას.ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა.ეს დღე კი სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარი იყო.მიყვარდა თითოეული ის წამი, როცა აქ ჩამოვედი,მიყვარდა ყველაფერი ამ ქვეყანასთან დაკავშირებული.
სამუშაოს დასრულებისთანავე ტელეფონზე მესიჯი მომივიდა...
"მართა, გარეთ ვარ, გამოდი."
მწერდა ალექსა.მისი ესეთი მოულოდნელი დახვედრა ძალიან მესიამოვნა.
-ძალიან მომენატრე-მითხრა და გადამეხვია.
-მეც მომენატრე ალექსა.-გავიღიმე და ხელი მოვკიდე.
-სალის სიტყვებს გულთან ნუ მიიტან. თავიდანვე ეგეთი იყო.-გამეღიმა მის ბუზღუნზე და ხელახლა გადავეხვიე.
-მე კი არა, შენ ნუ მიგაქ ეგეთები გულთან.-ვუთხარი და გზას გავუყევით.
-ცოტახანი თუ გინდა ჩემთან ავიდეთ, ვიმეცადინოთ და მერე ჩავიდეთ გეგეშიძის პარკში.-შევთავაზე, რაზეც სიამოვნებით დამთანხმდა.
მრგვალი ბაღი ჩემს სახლთან ძალიან ახლოსაა, შესაბამისად მალევე ავედით ჩემს სახლში.შიგნით შესვლისთანავე დედა შემოგვევება, რომელიც დიდი სიყვარულით გაეცნო ალექსანდრას.
-ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა.იცით, არაჩვეულებრივი შვილი გყავთ, ერთ დღეში მოახერხა და შემაყავარა თავი.-გამეცინა მის  ლაპარაკზე.ზოგადად ალექსანდრა ესეთია.სხვანაირი... მხიარული და ლამაზი.ყველაფერია მასში რაც თავს შეგავყვარებს. ვერ უპოვნი მას ცუდ მხარეს.
-ძალიან საყვარელი დედა გყავს.-მითხრა როდესაც ოთახში შევედით.
-დიდი მადლობა.-მესიამოვნა, რომ დედამ ესეთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა მასზე.
-მოკლედ რაც შეიძლება მალე ვიმეცადინოთ და მერე საღამოს, ესე ცხრისკენ ჩავიდეთ.-მითხრა და წიგნები ამოაწყო.
-მაგრამ ცხრა ძალიან გვიანია.მარტო ღამე ვერ ამოვალ სახლში.-ავნერვიულდი, რადგან შეიძლება დღესაც ვერ მოვახერხო მათთან ერთად გასვლა.
-რა პრობლემაა, ისედაც ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთთან, ასე რომ ჩვენ მოგაცილებთ.მაგაზე ერთი წუთითაც  არ ინერვიულო.-გამიღიმა.
-უხერხულია, ახლა ჩემ გამო...-არ დამასრულებინა.
-მეორედ ეგეთი რაღაც არ მითხრა, თორე ძალიან მეწყინება.-გამეცინა და თავი დავუქნიე მის ვითომ "მკაცრ" გამომეტყველებაზე.
მალევე დავასრულეთ დავალებების წერა და გაკვეთილის კითხვა.სანამ ცხრა საათი გახდებოდა ფილმის ყურებაც მოვასწარით და ცხრის ნახევარზე მზადება დავიწყეთ.
-დე ჩვენ მეგობრებთან ერთად უნდა გავიდეთ.-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-კი, მაგრამ გვიანია საყავრელო.არ გეგონოს რომ არ გიშვებ, უბრალოდ არ მინდა საფრთხეში იყო.-ანერვიულდა დედა.
-არ ინერვიულოთ ნენე დეიდა, ჩვენ მოვაცილებთ.ისეთი ძლიერი ძამიკო მყავს რამე რომ მოხდეს და ვინმე გადაგვეყაროს ჩამოუნგრევს კბილებს.-ალქესას და დედას გაეცინათ.მე კი ალექსანდრეს სახელის ხსნებაზე ცოტა არ იყოს დავიძაბე.არა, ეს არ იყო ცუდი განზრახვით. უბრალოდ ჩვენი ბოლო დიალოგი უცნაურად დამამახსოვრდა...
_____________________________

ჩუმად საყვარელო, ჩუმადWhere stories live. Discover now