თავი 12

1K 40 4
                                    

____________________________
პატარა, მაგრამ ძალიან მყუდრო სახლი იყო, რომლის სტილიც ძალიან მხიბლავდა.ისეთ სახლს გავდა სადაც ადამიანი მარტოც კი შეძლებდა დასვენებას და გართობას.წიგნების კარადა ყველაზე მეტად მატყვევებდა.ნუთუ ის წიგნებს კითხულობს.
-ყოველდღიურად შენს ახალ თავს ვხვდები.ვიგებ იმას, რაც არც  კი ვიცოდი.ნუთუ ეს ნორმალურია.-ვთქვი თუ არა პირზე ხელები ავიფარე.ჩემი ფიქრები უნებურად წამომცდა.
-ყოველდღე ახლოს და გახსნილს რომ მხედავდე რაღა გვიჭირს.-გაიღიმა და ჩემს წინ დადგა.
-ჩაი, ყავა თუ ცხელი შოკოლადი?-იკითხა გაღიმებულმა.ცხელი შოკოლადის ხსენებაზე კი მე გამეღიმა.
-ცხელი შოკოლადი.-ვთქვი და წიგნებისკენ წავედი.გამიკვირდა როცა თაროზე, წიგნების მთელი კოლექცია ქართველი მწერლების იყო.მათ შორის იყვნენ ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა, თამაზ ჭილაძე და სხვა მრავალი.
ერთ-ერთი წიგნი გამოვაძვრინე, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა.მასში ბევრი ისეთი მოთხრობა იყო, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობდი.განსაკუთრებით კი "გლახის ნაამბობი" მიყვარდა.მახსოვს პირველად რომ წავიკითხე, იმდენი ვიტირე თვალები საერთოდ აღარ მიჩანდა, იმდენად მქონდა შესიებული.
დედას კი ეცინებოდა და გულჩვილ ბავშვს მეძახდა, რაც უფრო მეტად მიჩუყებდა გულს.
-მზად არის.-მითხრა და მომიახლოვდა.მომაწოდა დიდი
ჭიქა.დიდი კი არა უზარმაზარი.
-დალევა მინდა, ცურვა კი არა.-ჩემს ნათქვამზე თავად გამეცინა.მასაც გაეცინა.
-რა საყვარელი ხარ.-მითხრა და ერთი ხელით ლოყა გამიწელა.
-შეეშვი ჩემს ლოყებს.-ვუთხარი და ხელზე პატარა შემოვარტი.
-ამდენს ვერავინ მიბედავს.-თქვა და ჭიქა გამომართვა.დამაბნია მისმა საქციელმა.ორივე მაგიდაზე დადო და ჩემსკენ წამოვიდა.გული ამისწრადფდა და უკან გადავდი ნაბიჯი.კედელს ავეკარი, ის კი სვლას არ წყვეტტდა.
ჩემთან ძალიან ახლოს დადგა.ამ დროის მანძილზე თვალებში მიყურებდა, არც კი მაშორებდა მზერას.უცბად მისი ერთი ხელი კედელს დაადო.მთლიანად მომამწყვდია მის პატარა სივრცეში.
-რას მიკეთებ მართა.-თქვა და ოდნავ დაბლა დაიხედა.ვხვდებოდი, რომ ტუჩებზე მაკვირდებოდა.მე კი უკვე ველოდი როდის შემეხებოდა მისი ბაგები.
თვალები ჯერ მის მარცხენა თვალს მივაბყრე, შემდეგი ჩემი სვლა ტუჩები იყო, შემდეგ კი მისი მარჯვენა თვალი.
-ეგრე ნუ აკეთებ, ნუ მაგიჟებ.-არ ვიცი რაზე ვფიქრობდი. არც ის ვიცი როგორ შევძელი პირველი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მას მივუახლოვდი და ის გავაკეთე, რასაც ალაბთ ვერასდროს წარმოვიდგენდი.მის ბაგებს ჩემი ბაგები მივადე.ხელები მაშინვე წელზე შემომხვია, ისე ახლოს მიმიზიდა და ისე მაგრად მიჭერდა ხელებს სუნთქვაც კი გამირთულდა.
უცბად მოვშორდი.გავიაზრე, რომ ისევ ამ ტკბილ და სასიამოვნო შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ ახლა ამ მომემტში აღარ მაინტერესებდა არაფერიი.
მხოლოდ ის და მე.
-რატომ ვერ გივიწყებ...-საუაბრი მოულოდნელად დაიწყო.-გაცნობის დღიდან მეშინია, რომ დაგკარგავ.პირველად მეშინია ცხვრებაში რაღაცის.ეს კი, ეს არაა ჩემთვის.-ღრმად ჩაისუნთქა.- მიჭირს იმის გაცნობიერება, რომ უშენობა მკლავს.-სხეული სასიამოვნოდ დამეჭიმა.მისი ხელი ხელზე მეხახუნებოდა.
-მიჭირს შენი ტუჩების გარეშე,მიჭირს შენი სურნელის და თვით შენი არ ყოფნის.-თქვა და ახლა თვითონ მაკოცა.
მისი სურნელი თაბრუს მახვევდა.უცნაური იყო ის მკაცრი, მაგრამ გრილი სურნელება, რომელიც მის სხეულს ყოველთვის თან დასტრიალებდა.მას მე მოვშორდი.უბრალოდ მისი მკლავები მინდოდა.ხელები კისერეზე მოვხვიე.მას წამიც არ დაუკარგავს მაშინვე მომხვია წელზე და მთლიანად მის მარწუხებში მომაქცია.რამოდენიმე წუთის შემდეგ გადავწყვიტე რომ მეთქვა, მეთქავ ის რაც მართლა მინდოდა მის ყურებს მოესმინა.
-მომნატრებია.-ვთქვი ჩუმად.
-რა?-დაბნეული მომშორდა.
-მომნატრებიხარ.-ვთქვი და თვალი ავარიდე.
-შემომხედე, მინდა თვალებში მიყურებდე.-ისევ მკაცრად მითხრა.მე კი ძალიან მრცხვენოდა.
-დღეს აქ რჩები.-თქვა სწრაფად.
-რა?არა სანდრო გაგიჟდი? დედა სახლში მარტოა.-ვთქვი და თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.
-ვერ ვიტან თხოვნებს. ეს შენც კარგად იცი, მაგრამ გთხოვ.ერთი სურვილი მაინც ამისრულე.-მითხრა და პატარა ბავშვის სახე მიიღო.
-მაგრამ რა ვუთხრა დედას, ალექსანდრესთან ვრჩებითქო? უხერხულია.-ვთქვი და ხელები გადავაჯვარედინე.
-უთხარი, რომ ალექსაც აქ არის.უთხარი რომ ჩემი დაბადების დღეა. კარგი რა, ამ ერთხელაც იყავი ცუდი გოგო...-გამიღიმა.
-ცუდი გოგო არ ვარ!-ვთქვი მკაცრად.სანდროს გაეცინა.
-ნეტა იცოდე რა ლამაზი ხარ, როცა ბრაზობ.-სხეული ამიხურდა.
-და ძალიან გიხდება სიწითლე.-ლოყებზე მომიკდა ორივე ხელი და ერთდროულად გამიწელა.თან კმაყოფილ მზერას არ მაშორებდა.
-იცოდე არ დავრეკავ.-მაშინვე მომაშორა ხელები და სერიოზულად დადგა.
-უკაცრავად.მიდი მიდი დარეკე.ხმას აღარ ვიღებ.-ახლა მე ვიყავი კმაყოფილი და უკვე  დედას ვურეკავდი.ყველაფერი ვუთხარი.ძალიან არ მომწონდა ტყუილის თქმა რომ მიწევდა, მაგრამ სიმართლეს მაინც გაიგებს, ახლა თუ არა ოდესმე მაინც.
დედას დავემშვიდობე.
-უკვე თორმეტის ოცი წუთია.-თქვა.
-ტორტი გაქ? ან რამე ნამცხვარი.-ვკითხე, რაზეც უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-ესე არ შეიძლება.დაბადების დღე ვის გაუგია ტორტის ან კექსის გარეშე? ჩვენ გავაკებთ.-ვთქვი და სამზარეულოში შევედი.
-არაფერი მინდა მართა, საკმარისია ის, რაც მაქვს.-თქვა.
-არა, მე მინდა.კექსებს გავაკეთბ.შენ მომეხმარები.-გამეღიმა.ალექსანდრე წუწუნის მერე მაინც დამთანმხდა.
კვერცხი და შაქარი ერთმანეთში ავთქვიფე.სანდრომ ფქვილი გამოიღო, რომელიც მე მოვაყარე ათქვეფილ მასალას.ზემოდან ცოტა მარილი, კაკაოც, სოდაც და ვანილიც ქონია ბიჭს.გამიკვირდა, მაგრამ კექსებისთვის უკეთესია.ყველაფერი კარგად ავთქვიფე და ელექტრო ღუმელი ჩავრთე, რომ გახურებულიყო.
-ფორმები გაქ?-ვკითხე.
-კი, ადრე მეც ვაკეთებდი ხოლმე.-მითხრა და გამეკრიჭა.
-იცი კეთება?-ამ ყველაფერსაც პირველად ვისმენდი.
-დიახ.-თქვა და კექსის ფორმები გამოიღო.ზეთი პატარა ლამბაქში გადმოასხა და სპეციალური ფუნჯით დაუწყო ფორმებს წასმა, რომ არ მიკრობოდა მასა და არ ჩავარდილიყო ჩვენი ნახელავი.მალევე ჩავასხით მოსქელო მასა და გახურებულ ღუმელში შევდგით.
-ხედავ? პირველად გაკავეთეთ ერთად რაღაც.-გამიღიმა.მეც გამეღიმა.ათ წუთში უკვე მისი მეთვრამეტე დაბადების დღე მოდიოდა.კექსებიც მალე გამოცხვა და ცოტახნით სიგრილის რეჟიმზე დავტოვეთ, რომ უფრო მეტად ჰაეროვანი გამოსულიყო.
-სანთელი გაქ?-ვკითხე და კექსების ფორმიდან ამოღება დავიწყე.
-ერთი.-თქვა ჩუმად და უჯრიდან პატარა სანთელი ამოაძვრინა.
-მომეცი.-გამოვართვი და ერთ-ერთ კექსში ჩავარეჭე.
სუფრაც მალევე გავშალეთ.სანდრომ შოკოლადები და ცხელი შოკოლადი გამოიტანა.ორი თეფში ამშვენებდა ლამაზ, გამჭირვალე მაგიდას, რომელსაც ხის ფეხები ჰქონდა.
ტელეფონი მოვიმარჯვე და ვიდეოს გადაღება დავიწყე.
-სურვილი ჩაიფიქრე ალექსანდრე.-ვუთხარი და გავუღიმე.
-უკვე ჩავიფიქრე.-მანაც ღიმილით მიპასუხა და სანთელი ჩააქრო.
ვიდეო გავთიშე.
-გილოცავ.-მასთან მივედი და გადავეხვიე.
-მადლობა, რომ არ წახვედი და ეს დღე ესეთი განსაკუთრებული გახადე.-მითხრა ღიმილით.
-კარგი რა...-გამეცინა და ძალიან მესიამოვნა.-ისე დანარჩენებს რატომ არ უთხარი? ან სალის? ისინიც მოსულიყვენენ.-ვთქვი და გავხედე.სალის გახსენებაზე კი ძალიან დავიძაბე.
-არ მინდოდა.ჩემს დაბადების დღეს, რაც თავი მახსოვს სულ მარტო ვხვდები.-გამიკვირდა.-და სალის რაც შეეხება დავშორდით.
ყველაზე მეტად გაღიმება და ბედნიერების გამოფრქვევა მინდოდა, მაგრამ ჩემი მხირდან არაეთიკური საქციელი იქნებოდა, ამიტომ თავი შევიკავე.
-ცუდია.მაგრამ რატო?-ვიკითხე ჩუმად.
-ვერ ვგრძნობდი სიყვარულს მისდამი.თუ ადამიანს მხოლოდ მეგობრულად უყურებ, წარმოუდგენელია მისი სხვა თვალით დანახვა.-თქვა და შემომხედა.გამეღიმა.უკვე ვერ ვიკავებდი თავს.
-რატომ იღიმი?-როგორც ჩანს მანაც შეამჩნია ჩემი ეს გამოხტომა.სიმართლეს, რა თქმა უნდა, არ ვიტყოდი.არ კი არა ვერ.ალბათ ვერც ვერასდროს.
-ამ ყველაფერს შენ ამბობ, მაგრამ როგორც ვიცი, უკვე დიდი ხანია ერთად ხართ.-საკუთარი თავით ვამაყობდი.
-მართალია.ალბათ დროის გაყვანა უფრო იყო ჩვენი ერთად ყოფნა.სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, სალიც მაგ აზრზეა.-თქვა და ახლა თვითონ გამიღიმა.დავამთქნარე.
უნებურად შემომეპარა ძილის სურნელება,რომელიც მაცნობებდა, თუ როგორი გადაღლილი ვიყავი.
-მგონი დროა დავიძინოთ.-ვთქვი და ფეხზე ავდექი.
-მმ კარგი.შენს ოთახს განახებ.-მესიამოვნა ის ფაქტი, რომ ოთახში მარტო ვიქნებოდი.
მეორე სართულზე ერთად ავედით.ხის კარი ნელა შეაღო და შუქი აანთო.პატარა საწოლი და კომოდები ამშვენებდა ოთახს, კედელთან კი მაღალი, ოვალური ფორმის სარკე იდგა. სიმყუდროვის სურნელება ტრიალებდა.ამ ყველფერს ნესტის სურნელიც ემატებოდა, რომელიც უფრო საინტერესოს და ზღაპრულს ხდიდა.ალექსადრე მოულოდნელდა ჩემი ოთახის მოპირდაპირედ შევიდა.თითქოს რაღაცას ეძებდა.ბოლოს კი ხელში ტანსაცმელით გამოვიდა.
-ესენი ჩაიცვი, უფრო კომფორულად იქნები.-გამომიწოდა თუ არა, მაშინვე გამოვართვი.
-დიდი მადლობა.-გავუღიმე.
-ტკბილი ძილი მართა.-თვითონაც გამიღიმა.
-ტკბილი ძილი ალექსანდრე.-ოთახი დატოვა და დამტოვა მარტო ოთხ კედელს შორის.მხოლოდ მე, კედლები და მისი სურნელი...
___________________________

ჩუმად საყვარელო, ჩუმადWhere stories live. Discover now