________________________
მრგვალ ბაღში ვიჯექი და ვფიქრობდი მასზე, მის ცხოვრებაზე, მის ტრაგედიაზე.სიბნელე ქუჩებს მოსდებოდა. თითქმის ცხრა საათი იყო.სიცივეც ნელ-ნელა ძლიერდებოდა და ხალხს შლიდა.მანქანების ხმა არა და არ წყდებოდა.ღამის თბილისი.
როგორი გადატვირთული, როგორი ლამაზი და როგორი დაღლილია.
მაგრამ მაინც სუფევს სილამაზე, რომელიც ყველას ხიბლავს.ყველას თუ არა უმეტესობას მაინც.
-მართა?-მისი ხმა მომესმა.სხეულში ნაცნობი გრძნობა დამატყდა.
-ღმერთო მართა ტელეფონი სად ჯანდაბაში გაქ?!-იყვირა ალექსანდრემ და ჩემთან ახლოს მოვიდა.სწრაფად ავდექი ფეხზე.
-მე...ტელეფონი გავთიშე.-ვთქვი და თვალებში შევხედე.
-რატო? იცი როგორ ვინერვიულე?-თქვა და ხელები მომხვია.მეც მოვხვიე.
-არ მინდოდა შენთან საუბარი.-ვთქვი სიმართლე.არ მინდოდა მისი მოტყუება, მერჩივნა სიმართლე მოესმინა და ტკენოდა.ვიდრე სიმართლის დამალვის შემდეგ ორმაგად ტკენოდა გული.
-ვერ გავიგე.რას ნიშნავს არ გინდოდა ჩემთან საუაბრი?!-ხმა გაუმკაცრდა.მასში ნერვიულობა, აღელვება და სიბრაზე ერთად იგრძნობოდა.
-მე...მე ყველაფერი ვიცი.-ვთქვი თუ არა, ხელები ჩემს სხეულს მოაშორა.
-რა ყველაფერი?!-ვიცოდი რომ ხვდებოდა.უბრალოდ ჩემი სიტყვებით მისი აზრების დაზუსტება უნდოდა.
-ყველაფერი.-დავინახე როგორ მომაშორა თვალები.დავინახე როგორ აუკანკალდა ხელები, სწრაფად გაბრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო სიარული.
-მოიცადე.ნუ გარბიხარ.-ვიყვირე და უკან ავეკიდე.არ ჩერდებოდა.უბრლოდ მიდიოდა.უკან არც კი იხედებოდა.
-ალექსანდრე.გაჩერდი გთხოვ, დამელოდე.-სწრაფად მივირბინე მასთან.ხელი კი მაჯაზე მოვკიდე.
-არ მინდა მართა.გასაგებია ყველაფერი. მე თვითონ წავალ შენი ცხოვრებიდან სანამ ამას შენ იზავ.-თქვა, ხელი გამომგლიჯა და თვალები მომაშორა.მრგვალი ბაღიდან გიჟებივით მივდევდით ერთმანეთს.უფრო სწორედ მე მივდევდი.მაღაზია პეპელასთან ძლივს დავიჭირე.
-შენი ცხოვრებიდან არ მივდივარ ალექსანდრე.-როგორც კი ეს სიტყვები ჩემს პირს მოსწყდა მაშინვე გაჩერდა.
-საერთოდ როგორ იფიქრე რომ მიგატოვებდი.როგორ იფიქრე რომ ესე მარტივად გადამიყარდებოდი?-განაწყენებული ვესაუბრებოდი მას.
-მე... მე უბრალოდ მიჩვეული ვარ რომ ამ ამბის შემდეგ მტოვებენ.-თქვა ჩუმად და ხელის მოკიდება სცადა, მაგრამ გამოვიწიე.
-ჩემი არ გჯერა! ჩემი სიყვარულის არ გჯერა.-ვთქვი ჩუმად.
-არა, მართა რას ამბობ თავად ხვდები?-სწრაფად წამოვიდა ჩემსკენ.
-მე ყველა არ ვარ.მე თუ მიყვარს ადამიანი მთელი სხეულით, მთელი სულიერი სამყაროთი ვენდობი მას.მე კი შენ მიყვარხარ.-ვთქვი და თვალები ცრემელბით ამევსო.
-მაპატიე, მაპატიე გთხოვ.არ იტირო გთხოვ.-მითხრა და ცრემლი მომწმინდა.
-არ მინდა რომ არ მენდობოდე.ვერანაირი ძალა ვერ შეძლებს რომ გადამიყვარდე.შენ განსხვავებული ხარ.სწორედ ამიტომ გეკუთვნი.მომწონს რომ სხვებს არ გავხარ.არასდროს იფიქრო და არასდროს ეცადო რომ სხვას დაემსგავსო.მე შენ ისეთი მინდიხარ როგორიც ხარ.ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ.-ვთქვი და ცრემელბი მოვიშორე.
-სიტყვებით ვერ ავღწერ თუ რას ვგრძნობ ახლა.-მითხრა.უკვე მეორედ შევნიშნე მის თვალზე ცრემლები.-უბრალოდ სუკეთესო ხარ.-მითხრა და ისევ მომხვია ხელები წელზე.
რას მიკეთებ ალექსანდრე...რას მიკეთებ ვერ ვიგებ.
როგორ მაჯადოვებ?
როგორ მკლავ და როგორ მაცოცხლებ?
ვერ ვიგებ რა მჭირს როცა ერთად ვართ.ვერ ვიგებ.
როგორ გითხვა ეს ყველაფერი? არ ვიცი.არ ვიცი.
-ჩემთან დარჩი გთხოვ.-მხოლოდ მისი ხმა და ქუჩის ხმაური მესმოდა.
-კარგი.-ვუთხარი და მოვშორდი.
-ფეხით ვარ. მაგრამ ტაქსი გავაჩეროთ.-მითხრა და ხელი მომკიდა.
-შემპირდი.-ვთქვი ჩუმად.
-რას?-გამომხედა და ტროტუარის ნაპირას გამაჩერა.
-რომ ყველაფერს მომიყვები.-ვუთხარი, დავინახე როგორ შეცვალა სახე.ვიცი რომ ტკივა.
-მაგას უკვე შეგპირდი.-თქვა და ისევ ქუჩისკენ გაიხედა.ტაქსს ეძებდა ასობით მანქანაში.
-რაც უფრო მეტს გაწელავ ამ საუბარს მით უფრო გაგირთულდება მოყოლა.-ვუთხარი.ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა.მე კი უკევ აღარ შემეძლო რამის თქმა.
-კარგი მოგიყვები.უბრალოდ არ მინდა რომ გეცოდებოდე.-თქვა და თვალი ამარიდა.
ხელით ჩემსკენ მოვატრიალე.
-შენს გვერდით დგომა და შენი ტკივილის გაზიარება შეცოდება არაა.იმიტომ მინდა შენი ამბის გაგება რომ ბოლომდე გვერდით დაგიდე.მინდა ის ადამიანი ვიყო რომელთანაც დაიცლები.მომენდე და არ შეგრცხვეს.-ვხედავდი მის თვალებში მადლიერებას.უბრალოდ თავი დამიკრა თანხმობის ნიშნად.ესეც კი საკმარისი იყო.მხლოდ მისი თანხმობა მინდოდა.
სანამ ტაქსს გააჩერებდა მანამდე დედას დავურეკე და ვუთხარი რომ მასთან ვრჩებოდი.კამათის შემდეგ მაინც დამთანხმდა.ვიცოდი რომ არ უნდოდა ადრეული შეცდომა დამეშვა, მაგრამ ვიცოდი რომ ალექსადრეს მხოლოდ ჩემს გვერდით ძილი უნდოდა და მეტი არაფერი.
ჯერ იმ ყველაფრისთვის პატარები ვიყავით რაზეც დედა ასე ღელავდა.
-რატომ ღელავს ესე? მე შენს გვერდით ვარ ესეთი ძლიერი კაცი.-ამაყი სახე მიიღო.თავდაჯერებულობა არასდროს აკდლა.
-გოგოების დედები როგორც ნერვიულობენ ისე ნერვიულობს.-ვთქვი მორიდებით და ხელებს შევხედე.
-მართა ჩემთვის მხოლოდ შენს გვერდით ყოფნაა საჭირო.საკამრისი კი არა მგონი ზედმეტიცაა ის ურთიერთობა რაც ჩვენ გვაქვს.არაფერ ცუდს გაკადრებ.ყველაფერი თავის დროს მოხდებ.-გამეღიმა მის სიტყვებზე.მიყვარხარ ალექსადრე.მიყვარხარ.ნეტა შემეძლოს ყოველ წუთას გითხრა, მაგრამ არ შემიძლია.ვიცი რომ გრძნობ, მაგრამ მაინც.
ხელები წელზე მოვხვიე და მივეხუტე.
ძლივს გამოჩნდა ტაქსი რომელიც ცარიელი იყო.
-სად მივდივართ?-იკითხა მძღლომა და მანქანა სწრაფად დაძრა, რადგან უკნიდან სიგნალი არ ჩერდებოდა.
-კოჯორში.როგორც კი მივუახლოვდებით ზუსტ მისამართს გეტყვით.-უხრა ალქესანდრემ.
-კარგი.-სიჩუმე ჩამოწვა.მასთან ახლოს მივიჩოჩე.ძალიან მინდოდა მასთან ჩახუტება.თავი მხარზე ჩამოვადე და მის დიდ ხელებს ჩემი პატარა ხელები ჩავკიდე.
ხელი გადამხვია დ უფრო მიმიხუტა მასზე.
მისი თბილი სხეული უცნაურ ზეგავლენას ახდენდა ჩემზე.თვალები მეხუჭებოდა.ვუკრძალავდი ჩემს თავს დაძინებას, მაგრამ დავნებდი.დავნებდი, მაგრამ მასზე კარგი ადგილი არსად იყო.სადაც არ უნდა ვყოფილიყავი მასთან ერთად ყველგან მოვახერხებდი მშვიდად ძილს.ეს კი ყველაზე სასიამოვნო შეგრძება იყო.
"ორი სული, ერთი ფიქრი, ორი გული-ერთი ფეთქვა..."
მისი გულის ფეთქვა მესმოდა.როგორი უცნაურია შენს საყვარელ ადამიანს რომ ეხუტები, მის მაცოცხლებელ ორგანოს უგდებ ყურს.გესმის მისი ხმა.გრძნობ რომ ცოცხლობს.უცბად დაგაჟირალებს.მის სიცოცლეს ხედავ.ბოლოს კი აფასებ.
აფასებ მის გაჩენას.აფასებ რომ შეხვდი ამხელა სამყაროში.შეხვდი იმ ადამიანს ვისაც არც კი ეძებდი.აფასებ რომ მის მკერდზე მიხუტებული, მისივე მთავარ სასიცოცხლო ორგანოს უგდებ ყურს.აფასებ რომ ისევ მის გვერდით ხარ სულიერად, ფიზიკურად!
სიყვარული...სიტკბოებაც და სიმწარეც ერთდროულად.ტკივილიც და ბედნიერებაც.ერთდროულად ყველაფერი მასში უცნაურია.მაგრამ ტკივილიც კი გაბედნირებს როდესაც არ გეშინია მისი დაკარგვის.ჩხუბის და სიბიროტის შემდეგ
მაინც ერთად ყოფნა.ისევ ტკბილი სიტყვები.უფრო ძლიერ შეყვარება.
აი რა არის სიყვარული.
ყველაფრის მიუხედავად ერთად ყოფნა.
არ მესმის. ვერც ვერასდროს გავიგებ იმას თუ როგორ შეიძლება უყვარდეს ორ ადამიანს ერთმანეთი და არ იყვენენ ერთად.
საჭიროა მხოლოდ ერთადერთი გრძნობა სიყვარული.როგორ შეიძლება ამ გრძნობას გრძნობდე და მარტო იყო.
არ მესმის. არაფერი მესმის სიყვარულთან დაკავშირებული.
უბრალოდ არაფერი.
-მოვედით მართა.-ჩამჩურჩულა ალექსადრემ.თვალები გავახილე და ისევ მის სახეს წავაწყდი.ისევ მის თვალებს.
გამეღიმა.
მანქანიდან გადმოვედი.ალექსანდრეს ტაქსის ფული სახლიდან უნდა გამოეტანა.უცბად ამოვიღე ჩანთიდან ოცლარიანი და სახლში შევედი.
-სად წავიდა?-იკითხა დაბნეულმა.
-წავიდა.-ვთქვი და გავიღიმე.
-კაი რა მართა.რა წესია.-თქვა და სახლში გაბუტული შევიდა.
-ნუ მებუტები საყვარელო.-უკან ავეკიდე და ქურთუკი გავიხადე, მას ფეხსაცმელიც მივაყოლე.მისკენ წავედი და უკნიდან ხელები მოვხვიე.
-მხოლოდ წამები გჭირდება ჩემს შემოსარიგებლად.-თქვა და შემოტრიალდა.
-დიახ.შენზე ძლიერი ვარ.-ვთქვი სინარცისით შეპყრობილმა და გაშლილი თმა ხელით უკან გადავყარე.
-ოჰ ჩემო ქალბატონო შენც ძალიან გყვარებია შენი თავი.-თქვა და ტუჩზე ნაზად მაკოცა.მოწესირგების შემდეგ საწოლში ერთად ჩავწექით.ვუყურებდი მის თვალებს და ველოდი როდის დაიწყებდა საუბარს.
-ორი წლის უკან მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო.-საუაბრი ჩუმად დაიწყო.
გამაკანკალა.მისი ჩურჩული ყვირილად მეჩვენებოდა.მისი სახე კი სრულებით განსხვავდებოდა ჩემი ალექსადრეს სახისგან.
ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, წამოჯდა და მოყოლა განაგრძო...
__________________________