თავი 18

938 31 8
                                    

___________________________
დრო მალე გადიოდა.ნოემბრის სუსხი სუფევდა პატარა ქალაქში. ცივი ქარი უბერავდა, რომელიც ყველას და ყველაფერს ყინავდა.ფანჯრიდან შესანიშნავად ჩანდა ის ცივი, მკაცრი ამინდი, რომელსაც მზეც კი ვერ შველიდა.ბუნება.
ბუნება ეს ხო სასწაულია.როგორი უცნაურია, რომ ისიც კი იცვლება.ხანდახან ბედნიერება სუფევს ქუჩებში და მზე ანათებს.ხანდახან უბედურების ჟამს იღრუბლება და წვიმის სახით იცლება.
თეთრი თოვლი ყველას გასახარად ეფინება ქუჩებს.ყვითელი სილამაზე დამატყვევებლად ედება ხეებს და ქალაქს სულ ცეცხლისფერში აგდებს.
ეს ყველაფერი უბრალოებაა...
სიტყვებით ძნელიაა იმის ახსნა თუ გაზაფხულზე როგორ იშლება პატარა ყვავილები, როგორ იწყებს სიცივის მერე ისევ თავიდან სიცოცხლეს.
როგორ გაუმართლათ ხეებს, ყვავილებს.
ისინი ახლიდან ჩნდებიან, ისინი ახლიდან უყურებენ სამყაროს.ისინი ბრუნდებიან.
ჩვენ ვიკითხოთ, ჩვენ.
სიკვდილი გარადუვალია, მაგრამ ძალიან ძნელია ის ადამიანები დაკარგო, რომელებიც გაღიმებდნენ, რომელიც ბედნიერებას არაფრისგან განიჭებდნენ, რომელთა სიყვარულს უბრალოდ გრძნობდი.
ძალიან ძნელია.
-რაზე ფიქრობ?-მისი ხელები ჩემს წელზე შემოსრიალდა და მუცელთან შეიკრა.
უკნიდან მეკვროდა ადამიანი რომელიც უკვე ჩემი ცხოვრების მთავარი სისუსტე იყო.
-ერთმანეთი რომ დავკარგოთ, რომელიმეს რამე რომ მოგვივიდეს...ძალიან ცუდი იქნება.-ვთქვი და თავი მის მკერდს მივადე.ორი ახალგაზრდა ადამიანი გავყურებდით ლამაზ პეიზაჟს ფანჯრიდან.
-სიკვდილი ჯერ შორს არის მართა, მაგრამ თუ რამე მოგივა მაინც გიპოვი.მაინც ვიპოვი გამოსავალს.მაინც ერთად ვიქნებით.-მითხრა და უფრო მომეკრო.
-მჯერა.-ვთქვი ჩუმად. მის სიტყვებში დარწმუნებული ვიყავი.
მომატრიალა.
-არ დამიმსახურებია შენ თავი.-თქვა ჩუმად და თვალები დაბლა დახარა.
გამეღიმა.
-ყველაფერს იმსახურებ რაც კარგია.-ვუთხარი მას.
-მე არ მითქვამს, არ მითქმას ყველაფერი.
შეიძლება წარმოდგენა შეგეცვალოს ჩემზე.-თქვა დაბნეულმა და თვალებში შემომხედა.
-არ მაინტერესებს არაფერი ალექსანდრე.რაც არ უნდა მოხდეს შენზე წარმოდგენას ვერ შევიცვლი.რაღაც რომ მოხდა ამას მეც ვხედავ,
იმასაც ვხედავ რომ დანაშაულის გრძნობა გაქვს.არ გაძალებ რომ აუცილებლად უნდა მომიყვე,
უბრალოდ როცა მზად იქნები, როცა იგრძნობ რომ უკვე დროა ვინმესთან ისაუბრო, მე აქ შენს გვერდით მიგულე.-ვუთხარი და ცრემლი რომელიც მის სახეს აზედმეტებდა მოვაშორე.
-არაფერი თქვა უბრალოდ ჩამეხუტე.-ვუთხარი და ხელები გავშალე.
მომადო მისი ცივი სხეული რომელიც წამში გახურდა.მომაკრო მისი ხელები, მისი თავი, მისი ყველაფერი.
ამ ჩახუტებით მაგრძნობინებდა მადლიერებას.მაგრძნობინებდა თუ როგორ ვუყვარდი.მეც მიყვარხარ, მეც!
მეც არ ვიცი როგორ დავიმსახურე შენი თავი.ვერ ვხდები როგორ!

ჩუმად საყვარელო, ჩუმადWhere stories live. Discover now