თავი 16

959 30 9
                                    

_________________________
-რას მთხოვ თავად ხვდები?-იყვირა ალექსანდრემ და ჩემი ჩაბღაუჭებული ხელი უხეშად მოიშორა.
-ვხვდები.ყველაფერს მუშტებით ვერ მოაგავრებ.სხვა გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.ახლა მიხვალ სამაგიეროს გადაუხდი, მერე ისინი მოვლენ და კაცმა არ იცის როგორ დასრულება ეს ყველაფერი.-ვუყვირე მეც და უკან ავეკიდე.ვაიგნორებდი ხალხის გამომეტყველებას.
-არ მადარდებს რას იზამენ.მომკლან თუ უნდათ.ჩემი დის და ჩემი შეყვარებულის შევიწროვებას არ ვაპატიებ მე მაგათი...-გაცოფებული იყო.მგონი ჯობდა არაფერი გვეთქვა.
-ვერ შევარჩენთ შანსი არაა.-ლევანიც ვეღარ აკონტროლებდა ნერვებს.-მოიცა შეყვარებული? ვინაა შეყვარებული?-დაბნეული იყურებოდა ლევანი.
-ერთად არიან.-ჩაჩურჩულა ალექსამ.-ოღონდ არავისთან თქვა ჯერ.-დაამატა,  როდესაც ალექსანდრეს მზერა დაიჭირა.
-როგორ გაბედეს.თქვენთან როგორ მოვიდნენ.-ცეცხლებს ყრიდა ალექსანდრე.
-გთხოვ უბრალოდ შემომხედე.-მასთან ახლოს მივედი.ალექსას ვანიშნე, რომ მარტო მინდოდა მასთან საუაბრი.
-შეიძლება ვისაუბროთ?-უთხრა ლევანს მან კი თავი დაუქნია და მოგვშორდნენ.
-ვიცი, ძალიან კარგად მესმის შენი.ბიჭი რომ ვიყო მეც ეგრე მოვიქცეოდი, მაგრამ დაფიქრდი.შენ რომ რამე მოგივიდეს ჩვენ რა გვეშველება? მე რა მეშველება? ან ალექსას? ამაზე არ ფიქრობ?-ვკითხე და ხელები ლოყაზე შევახე.
-მე...მე არ ვიცი მართა.რთულია თავის შეკავება.-მითხრა ჩუმად და გადახოტრილ თავზე ხელი გადაისვა.
-მესმის.უბრალოდ ჩვენზე იფიქრე, შენზე რომ არ ფიქრობ ამას ვხედავ.-ახლოს მოვიზიდე.მიხაროდა, რომ პატარა ეზოში არავინ იყო.
-შენ რომ რამე დაგემართოს ვერ გადავიტან, რატო არ გესმის.-ჩუმად ვთქვი და მის სახესთან ახლოს მივიწიე.
-მესმის.-თქვა თავის ქნევით.დავინახე თუ როგორ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
-გინდა ვიტირო?-ვკითხე.
-არა, რა თქმა უნდა არა.-მითხრა და ხელები წელზე მომხვია.
-მაშინ დამიჯერე.-ვუთხარი და ნიკაპზე პატარა კოცნა დავუტოვე.თავი დამიქნია და ბაგები ბაგებზე მომადო.
თვალები დამეხუჭა და ვიგრძენი როგორ მომიდუნდა სხეული.მე მასთან ვისვენებდი. ის იყო ადგილი სადაც შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი და არაფერზე მეფიქრა.ის იყო წყარო ჩემი სიამოვნების.
-როგორ მოქმედებ ჩემზე?-მკითხა და ღიმილით მომშორდა.
-ეს ყველაფერი თავისით ხდება საყვარელო.-მეც გავიღიმე.
-მომწონს რასაც მეძახი.-მის მკერდს მივადე თავი.
-ჩემგან არასდროს წახვიდე.-ვთქვი ჩუმად.
-შეიძლება წავიდე.-საუბარი ჩუმად დაიწყო.ამ სიტყვებმა კი გული მატკინა.მას მოვშორდი და თვალებში შევხედე.
-მაგრამ უკან ყოველთვის დავბრუნდები.ყოველთვის ვეცდები გინდ ჩემი შეცდომა იყოს, გინდ შენი. ყოველთვის დავბრდები.-გამეღიმა მის პასუხზე და ის დაძაბულობაც მომშორდა.
-მპიდები?-გავიღიმე და ხელები კისერზე მოხვიე.
-გპირდები.-მითხრა ჩუმად და ისევ ჩამეხუტა...

ჩუმად საყვარელო, ჩუმადWhere stories live. Discover now