_____________________________
მესამე გაკვეთილი გვიტარდებოდა.კლასში სამარისებული სიჩუმე იყო, მხოლოდ ელისო მასწავლებლის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა, ექოსავით იშლებოდა უზარმაზარ ოთახში, სადაც ოცდაათი ადამიანი იჯდა.ყელა წერდა თემას სახელწოდებით "სიყვარული თუ მოვალეობა..."
სიყვარული, ნუთუ ამ გრძნობის სიტყვიერად გადმოცემა შესაძლებელია.
არ მესმის მათი, ვინც სიტყვებით აღწერს და სინამდვილეში არც არაფერს გრძნობს.
უცნაურია, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ეუბნება "მიყვარხარ, უშენოდ ვერასდროს გავძლებო" და დაშორების შემდეგ მეგობრებში იძახის თუ როგორ ვერ იტანს მის ყოფილ პარტნიორს.
არ მესმის, როგორ შეიძლება ის ადამინი გძულდეს, რომელიც ოდესღაც გიყვარდა,რომელმაც ერთხელ მაინც გაგაბედნიერა.
ყურადღება კარებზე კაკუნმა გადამატანინა, რომელიც საკამაოდ ხმამაღლა ჟღერდა სიჩუმის ფონზე.კარები ანერვიულებულმა სალიმ გააღო.
მაშინვე დავიძაბე და მიხვდი, რომ კარგი არაფერი ხდებოდა.აშკარად ჩემი და სანდროს ერთად მოსვლის ამბავი გაიგო და უნდა მთელი კლასის წინაშე შემარცხვინოს.
-უკაცრავად ალექსადრას და მართას გაყვანა მინდა.-თქვა თუ არა, ალექსამ მე გამომხედა გაკვირებული სახით.
-როგორ ფიქრობ სიმონიშვილო მე იმ კატეგორიის მასწავლებლებს მივეკუთვნები რომელიც ბავშვებს გარეთ უშევბს საგაკვეთილო პროცესში?-იკითხა მკაცრად.არ მეგონა სალი ამას თუ იზავდა, მაგრამ კლასში შემოვიდა და მასწავლებელს თავაწეული დაუწყო საუაბრი.
-მესმის რომ თქვენ თქვენი პრინციპები გაქვთ, მაგრამ სასწრაფო რომ არ იყოს არც შემოვიდოდი აქ.ასე რომ ნება იბოძეთ და ორი წუთით დამალაპრაკეთ, სანამ დირექტორთან ჩავედი და ვუთხარი თუ როგორ მოგწონთ მეთორმეტე კლასელებთან არშიყობა.-მის ამ ნათქვამს ბავშვების შეძახილები მოყვა.
-როგორ ბედავ შე პატარა თავხედო.-იყვირა მასწავლებემა.
-აბა რას იტყვით გამოუშვებთ?-ისევ ნიშნისმოგებით მიუგო.
-შენ რა მემუქრები?-იკითხვა ისევ და მასთან ახლოს დადგა.
-როგორც გინდათ ისე იფიქრეთ.-თქვა სალიმ და ჩვენ გამოგვხედა.
-მალე შემოდით.-თქვა ანერვიულებულმა ქალმა და თავისი ადგილი დაიკავა.
სწრაფად გავყევით სალის.
-ნორმალური ხარ? რეებს უბედავ მასწავლებელს?-კლასიდან გასვლა და ალექსას ხმამაღალი ტონი ერთი იყო.
-დამშვიდდი, იმსახურებდა.თანაც სიმართლე ვთქვი.-თქვა და თმა გაისწორა.
-კარგი მორჩით.რა საქმე გქონდა?-ვიკითხე დაინტერესებულმა და ვეცადე არაფერი შემეჩნია.
-ბიჭები საჩხუბრად მიდიან.-თქვა თუ არა გულის ცემმა უფრო იმატა.
-რას ამბობ სალი, რა საჩხუბრად?-ვთქვი ანერვიულებულმა.
-ოცდამეერთე სკოლელები არიან ისევ ხო?-თქვა ანერვიულებულმა ალექსამ. სახე სულ წითელი ქონდა.
-ხო, გაგიჟებულები არიან.არ ვიცი რა უთხრეს ესე რომ გაცოფდნენ, მაგრამ აშკარად არაა კარგი სიტუაცია.
-გაიგეთ ყველაფერი?-უეცრად კატო მოგვიახლოვდა.
-ვერაფრით შევაჩერეთ. წავიდნენ უკვე.-საუაბრში ანერვიულებული მია ჩაერთო.
-ღმერთო ჩემო.-ვთქვი და სახეზე ხელები მოვისვი, ყველაზე ვნერვიულობდი, მაგრამ თვალწინ სულ ალექსადრეს სახე მედგა.
-უნდა წავიდეთ.-ვთქვი ხმამაღლა.
-გაგიჟდი? ახლა ბიჭების ჩხუბში ჩამრთე.-თქვა სალიმ.
-ჩვენ თუ არ შევაჩერებთ შეიძლება რომელიმე დაშავდეს და საკუთარ თავებს ვერ ვაპატიოთ რაც მოხდება.გინდათ ეს?-მიმოვიხედე და ყველა უარყოფის ნიშნად აქნევდა თავს.
-ხოდა წავიდეთ. წამოდი ნივთები ავიღოთ.-ხელი მოვკიდე ალექსას რომელიც ტიროდა.
-რახდება ბავშვებო? რატო ტირის ალექსაა?-იკითხა ტასომ, ჩვენმა კლასელმა, რომელიც მთელს სკოლაში განთქმული ჭორიკანაა.
-არაფერი.-მოკლედ მოვუჭერი.-ჩვენ უნდა წავიდეთ.მიზეზზე მერე დააგელაპრაკებით ელისო მას.-ვუთხარი და სიტყვაც არ ვათქმევინე ისე გამოვედით გარეთ.