თავი 9

997 37 2
                                    

____________________________
სწრაფად მივდიოდი.კი არ მოვდიოდი მივრბოდი.მინდოდა მენახა,მეყვირა მეჩხუბა, რადგან ასე ანერვიულებდა ჩემს მეგობარს, მის დას, მაგრამ ამასთან ერთად მისი ჩახუტება მინდოდა.
-ალექსანდრე...-დავინახე თუ არა დავუძახე.
-მართა.-სწრაფად თქვა ჩემი სახელი და ჩემსკენ წამოვიდა.
-სულ გაგიჟდი? რატომ ანერვიულებ ალექსანდრას მან რა დაგიშავა?-ჩხუბი დავუწყე.
-ის არაფერ შუაშია ნუ ატირებ, ნუ ტკენ მას.ნურც მე მტკენ.-წინადადება არ დამამთავრებინა ისე დამეწაფა ბაგებზე.
გული საგულედან ამოვარდნას მქონდა.
გარემო აღაც კი მახსოვდა.მხოლოდ მე და ის.თვალები დამეხუჭა და დაძაბულობა მთლიანად მომშორდა.
აი რა მაკლდა.
-გთხოვ...შენ მაინც არ მეჩხუბო, გთხოვ...-მითხრა ჩუმი ხმით, როდესაც მომშორდა.გონებაში ვუყვიროდი თუ როგორ გაბედა და მომაშორა მისი ბაგები.
ვხედავდი მის თვალებში თუ როგორ აკლდა სითბო.როგორ უნდოდა ჩახუტება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ერიდებოდა.მის პრინციპებში არ ჯდებოდა ხვეწნა-მუდარა.ეს ერთხელ ალექსამ მითხრა, მაგრამ მე რომ მთხოვს...ნუთუ მის პრინციპებს ჩემი ჩახუტება ურჩევნია.ხელები კისერზე მოვხვიე.დაბნეულობა ვიგრძენი, რადგან გაშეშებული იდგა.ბოლოს სითბო დამკვიდრდა.მან ხელები მომხვია, თავი კი ჩემს კისერში ჩარგო.
-ჩემი უსიტყვოდ გესმის.ნუთუ ეს დასაფასებელი არაა?-მითხრა ისე, რომ არც კი განძრეულა.მისი თბილი ჰაერი რომელიც მისი პირიდან მოდიოდა ჩემს კანს ეკვროდა.ამაზე სასიამოვნო არაფერი იყო.მომწონდა ჩახუტება, მიყვარდა სითბო, მაგრამ ყველაზე მეტად ეს სითბო მიყვარდა, რომელიც მას ეკუთვნოდა.
-შეგვიძლია უბრალოდ ესე ვიყოთ სულ?-მომშორდა და თვალებში შემხედა.გამეღიმა.
-სახლში რატომ არ მიდიხარ?-ვიკითხე.მინდა მიზეზი ვიცოდე.მინდა მითხრას თუ მენდობა, მითხრას.
-ძალიან არ მიყვარს ეს თემა.-თქვა და თვალი ამარიდა.
-მაგრამ მე მჭირდება ვიცოდე სიმართლე.-ვუთხარი და ხელი მოვკიდე.
-არა! არა ნუ აფუჭებ იმას, რაც ჩვენს შორის ხდება ახლა!-იყვირა.შემეშინდა.არ ველოდი და სწრაფად  გავუშვი ხელი.
-მაშინებ.-ვთქვი და თვალები ცრემელბით ამევსო.
-არა, ნუ გეშინია, ნუ გეშინია მართა გაგიჟდი? ჩემი როგორ გეშინია.-თქვა და ჩემსკენ წამოვიდა, მე კი უკან დავიხიე.
-არ გაქვს იმის უფლება მოხვიდე ჩემთან მაკოცო, ჩამეხუტო, თბილად მელაპარაკო, მერე კი ესე უცებ გაბრაზდე და მიყვირო.არ გაქვს ამ ყველაფრის უფლება!-ვთქვი თუ არა თვალიდან ცრემლები წამომივიდა.
-მაგრამ მე გთხოვე!-თქვა და ისევ წამოვიდა ჩემსკენ.
-საერთოდ რას ვაკეთებთ?-ვთქვი თუ არა მის სახეზე დაბნეულობა გაჩნდა.
-ერთმანეთს ვკოცნით, ვეხუტებით, რატომ რატომ ვაკეთებთ ამას? შეყავრებულებიც კი არ ვართ.ეს არასწორია.-ვთქვი და თავი გავაქნიე.
-მაგრამ ჩვენ...ჩვენ ხომ მოგვწონს ის რასაც ვაკეთებთ.-თქვა ენისბორძიკით.
-უნდა დასრულდეს.ეს არაა სწორი.შენ შეყვარებული გყავს.ეს არასწორია.როდემდე უნდა ვატყუებდე ალექსას.-ვთქვი და ხელები თმებში შევიცურე.
-არა! არა შენ არ გააკეთებ ამას!-თქვა და თავი გააქნია.
-მაპატიე, ახლა  სახლში უნდა ავიდე.-ვთქვი და ცრემელბი მოვიშორე.
-არა, შენ არ შეგიძლია ამის გაკეთება.-თქვა და ღრმად დაიწყო სუნთქვა.
-მაპატიე უბრალოდ ცხოვრება განაგრძე.-ვთქვი და მას გამოვეცალე.
-არა, მართა გთხოვ. გთხოვ არ წახვიდე მჭირდები.-თქვა და მუშტები შეკრა.
-არ შემიძლია.არ შემიძლია, მე...მაპატიე.-ვთქვი და გამოვბრუნდი.
-მართა გთხოვ..-გავიგე როგორ ახმაურდა რაღაც, მიხვდი რომ მან რაღაც დალეწა.სწრაფად ავირბინე კიბეები.ტირილს ვერ ვწყვეტტი.სახლში არც ავსულვარ.პატარა სარკმლიდან ვუყურებდი მას, ვუყურებდი როგორ ურტყავდა კედელს მუშტებს. ისე ძლიერ რომ სისხლიც კი სდიოდა.გული მტკიოდა, ძალიან მტკიოდა.ისე, რომ მეგონა იმ
მუშტებს მე მირტყავდა.
როდესაც ყველაფერი თითქოს და კარგად იყო ვაფუჭებდი.ვაფუჭებდი და ვტკენდი ხალხს.ამიტომ არ მიყვარდა ჩემი თავი.არ მინდოდა მისგან შორს ყოფნა, მაგრამ არც ახლოს მინდოდა.მე თავადაც კი არ ვიცოდი ცხოვრებაში საერთოდ რა მინდოდა.
ტირილს ვერ ვწყვეტდი, ახლა ჩემი წამალი მხოლოდ მისი მკლავები იყო.მინდოდა ჩასვლა, მაგრამ არ შემეძლო.არ შემეძლო.მის თვალებს როგორც კი დავინახავდი ისევ დავუშვებდი იმ შეცდომას, რომელიც ყველას დააზარალებდა.ცრემლები მოვიწმინდე და სახლში ავედი.დედა ცუდად იყო, პირღებინებები ჰქონდა.იმის მიუხედავად, რომ
ვთხვოდი დაგეხმარებითქო არ მაძლევდა ამის უფლებას.ჩემს ოთახში საწოლზე მოკუნტული ვიწექი, ვერ ვიძინედი.მეძინებოდა, მაგრამ თვალებს ვერ ვხუჭავდი.გამომშრალი თვალები მეწვოდა.მხოლოდ ერთადერთი ვიღაც მინდოდა.და ის ვიღაც ჩემი არც კი ყოფილა ის სხვისი იყო.სხვისი ერქვა.
ტელეფონმა ხმა გამოსცა.ვიცოდი ვინც იყო, არ მინდოდა გონებით, მაგრამ მინდოდა გულით.ამიტომ გავხსენი.
"მჭირდები მართა."
გული ამიჩქარდა.შემეშინდა.მისი სახე თვალწინ მედგა.
"ვიცი რომ კითხულობ, ისიც ვიცი რომ გღვიძავს.შენც გჭირდები."
მინდოდა პასუხის გაცემა, ისიც მინდოდა რომ მენახა, მაგრამ ვერ შევძელი.ვერ შევძელი.ტელეფონი გავთიშე.

მთელი ღამე კოშმარულად გადავიტანე.ერთი წუთითაც კი არ მძინებია.სკოლის საგნებიც კი არ მიმეცადინია.სააბაზანოში მოსაწესრიგებლად შევედი, რადგან ვიცი საშინლად გამოვიყურები.ხელ-პირი დავიბანე, კბილები გავიხეხე, თმები კი კოსად ავიწიე.ტანსაცმელი მოვირგე სხეულზე და ოთახი დავტოვე
-დე როგორ ხარ?-ვიკითხე და მის გვერდით ჩამოვჯექი.
-კარგად შვილო.-მითხრა და ძალდატანებით გამიღიმა.ვიცი რომ მატყუებს, რადგან არ ვინერვულო.
-აი საუზმეც მზადაა.-თქვა ირამ.-მართა შემომხედე.რა გჭირს გოგო თვალებზე?-მკითხა დაეჭვებით.
-არაფერი, ღამე ვერ დავიძინე.-ვუთხარი და გავუღიმე.ეჭვის თვალი არ მოუშორებია.

მალევე დავტოვე სახლი და გავუყევი ქუჩებს.ეჰ სკოლა.ისევ ხალხი,ისევ ბავშები.ვხედავდი ჩემი სამეგობროს დალურჯებულ სახეებზე ღიმილს, გოგოებს, ალექსანდრეს და სალის ერთმანეთზე ჩახუტებულებს.სულელო მართა.ისინი არიან ერთმანეთისთვის შექმნილნი.
მორჩი ფიქრს.ვეძახდი ჩემს თავს შიგნიდან.
-ვა მართა.-მომესალმა ლევანი.მას დანარჩენებიც მოყვენენ.
-გამარჯობა.-ჩუმად ვთქვი და სკოლაში შევედი.
ყველა გაკვირებული იყო ჩემი ასეთი საქციელით, მაგრამ არ შემეძლო მათთან დგომა და ღიმილი, რომელიც ყალბი იყო, არ შემეძლო სალის ბედნიერების ნახვა, რომელიც ალექსანდრეს ეხუტებოდა.არ მინდოდა მისი თვალები ჩემზე.არ მინდოდა.
-მართა, მართა დამელოდე.-გავიგე ალექსას ხმა.ოღონდ ეს არა.
სწრაფად შევედი საპირფარეშოში და ერთ-ერთი კაბინის კარები ჩავკეტე.
-მართა გთხოვ დამელაპარაკე, რა ხდება?-მითხრა ნანერვიულებული ხმით ალექსამ.
-გთხოვ, ახლა არა ალექსა.არ შემიძლია.არ მინდა გძულდე.-ვთქი თუ არა ტირილი ამივარდა.
-რას ამბობ მართა.როგორ შეიძლება მძულდე.როგორ შეიძლება ვინმემ შენ შეგიძულოს.-ვიგრძენი როგორ უკანკალებდა ჩემს გულჩვილ მეგობარს ხმა.ვხვდებოდი, რომ ისიც ტიროდა.
კარები გავაღე და მას თვალებში შევხედე...
___________________________

ჩუმად საყვარელო, ჩუმადWhere stories live. Discover now