თავი 14

980 42 4
                                    

_________________________
აგარაკზე მომხდარი ზღაპარი ჩემი მოგონებების სიას შეუერთდა.
ვიცოდი, რომ ისიც გრძნობდა სიყვარულს, მაგრამ არც კი ცდილობდა ეთქვა.ის უბრალოდ გამოხატავდა ამ ყველაფერს.
-და აი ისევ აქ ვარ.-მისმა ხმამ შემაშინა, მაგრამ მისი ხელების შემოხვევა წელზე უებარი წამალივით იყო.
-ალექსანდრე...იქნებ ჯერ ჩვენი ურთიერთობა სხვებს არ ვაცნობოთ... რა აზრის ხარ?-ვკითხე დაძაბულმა, რადგან არ მინდა იმაზე ჩხუბი, რომ მისი გამოჩენის მრცხვენია ან რაიმე მსგავსი.
-მართალი ხარ.არავის ეკითხება ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ დრო მოვა და ყველა ყველაფერს გაიგებს.-მითხრა და შუბლზე მაკოცა.ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე.
-წამოდი გვაგვიანდება.-ვუთხარი და მისი მოტოციკლეტისკენ ავიღე გეზი.
-ოჰ ვიღაცას აღარ ეშინია.-გაიცინა და თავზე ჩაფხუტი დაიფარა.ჯერ თვითონ მოთავსდა შემდეგ კი მეც მივუჯექი უკან.
ბარნოვის ლამაზ ქუჩაზე ხმაურიანი მოტოციკლეტის ხმა იპყრობდა ყველაფერს.ვხედავდი როგორ წუხდებოდა ხალხი ამ ხმით.ზოგი ხელებს ყურებზე იფარებდა.ზოგსაც შიში, ზოგს კი სიბრაზე ეტყობოდა სახეზე, მაგრამ რა ჩვენი ბრალი იყო?
სკოლის დანახვა და ნაცნობი გრძნობის გაჩენა ერთი იყო.ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო.მე და ალექსანდრე ერთად ვიყავით, შევპირდი რომ ალექსას აღარ მოვატყუებდი, ამიტომ გადავწყვიტე ის აზრი გამეზიარებინა რომელიც ჩემს გონებაში ტრიალებდა.
-ალექსას ყველფერი უნდა ვთხრა.აღარ მინდა მისი მოტყუება.-ვუთხარი და დაველოდე როდის გადმოვიდოდა მოტოციკლეტიდან.
-მხოლოდ ერთი პირობით.-თქვა და ჩემს წინ აისვეტა.თვალებით ვანიშნე, რომ ეთქვა.
-მეც იქ ვიქნები.ერთად ვეტყვით.-არ ვიცი რატომ სურს ესე, მაგრამ ვერაფერ ცუდს ვხედავ.
-კარგი.-ვთქვი და გავიღიმე.
-დამთანმხდი?-მკითხა გაოცებულმა.
-რატომაც არა.რა მაქვს დასამალი.-ახლა ძალიან მინდოდა მის მოვადისფრო ტუჩებზეე ჩემი ტუჩებ, მაგრამ არ შეგვიძლია.არ შეგვიძლია აქ.
-როგორი სხვანაირი ხარ.-ხელი წამოიღო სახისკენ, მაგრამ მაშინვე დავაწევინე.
-გეყოფა და წამოდი.-ვთქვი და სკოლაში შევედი.
-ძალიან მინდა გაკოცო.-ჩამჩურჩულა ყურში.
-გეყოფა.-ღიმილს ვერ ვიკავებდი.
-და რომ მჭირდება?-გვერდიდან შემომხედა.
-რას ვიზავთ, ყველაფერს ვერ ვიღებთ რაც გვინდა.-ეშმაკურად გავიღიმე.
-ცუდი გოგო ხარ.-ჩემ კლასთან გავჩერდით.-მაგრამ ეს ცუდი გოგო ყველაზე და ყველაფერზე მეტად მომწონს.
-მართა...-ღიმილით მომიახლოვდა საბა.
ალექსანდრემ უკან გაიხედა.დავიანხე მისი სახის და სხეულის ცვლილება.მის წინ ვიდექი და ვგრძნობდი როგორი დაძაბული უმზერდა საბას, რომელიც მისი მსხვერპლი გეგონებოდათ.
-გამარჯობა საბა.-გავუღიმე.რა თქმა უნდა მასაც არ გამორჩენია ალექსანდრე, რომელიც თვალებით კონტაქტს არ წყვეტტდა მასთან.
საბა ჩემთან ახლოს მოვიდა და გადამეხვია.მოულოდნელი იყო მისი ეს საქციელი.იმდენად მოულოდნელი, რომ ხელები არც კი მომიხვევია.
-მას ნუ ეხები!.-სიტყვები გამწარებულმა გამოსცრა და იდაყვზე ხელი მოქაჩა.
საბა მომაშორა.დავიძაბე.
არც ალექსანდრე და არც საბა იყვნენ იმ კატეგორიის რომ დაეთმოთ.
-შენ ვინ გეკითხება?!-ახლა საბამ კითხა გაღიზიანებულმა.
-მეკითხება.არ დაგინახო მას შეეხო, თორე ინანებ.-ალექსადრემ ხელით მისკენ გამქაჩა.
მეორე ხელი საბამ დამიჭირა.
მან ჯერ ჩვენ ხელს შეხედა.სწრაფად გამოტაცე.
-გითხარი ხელი არ მოკიდო მეთქი.-იყვირა და მუშტი მთელი ძალით დაარტყა.
-არაა.-ვიყვირე და მათ შორის ჩვდექი.
-რა გჭირთ ხალხო.ისე იქცევით გეგონება ნივთი ვიყო.-განაწყენებული ხან ერთს და ხან მეორეს ვუყურებდი.
-საერთოდ შემეშვით.-ვთქვი და კლასისკენ წავედი.
-მართა მოიცადე.-გავიგე ალექსანდრეს ხმა და მას გავხდე.
-კლასში ადი.-ვუთხარი.
-ჯანდაბა.-კელედს მუშტი პატარაზე მიარტყა.გაბრუნდა და წავიდა.
საბა დამეწია.
-ბოდიში თუ გაწყენინე.-მითხრა და მისი ადგილი დაიკავა.
-უბრალოდ ვერ ვიგებ ჩხუბის მიზეზს.-ვთქვი და წიგნები ამოვალაგე.
-ერთად ხართ?-მკითხა მოულოდნელად.
-საიდან მოიტანე?-ვიკითხე დაძაბულმა.
-მართა, როგორც დას ისე გიყურებ და ვღელავ.არ მინდა საფრთხეში იყო.-თქვა და გამომხედა.
-მასთან საფრთხეში ვერასდროს ვიქნევი საბა.ის ერთადერთია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს და დამიცავს.-სწრაფად ვთქვი.თავად ვერ მივხვდი თუ როგორ ვაქებდი მას.
-ჰმ მგონი ჩემი ეჭვები მართლდება.-თქვა ღიმილით.
-გეყოფა.-მეც გავიღიმე.
-უბრალოდ მინდა ფრთხილად იყო.არ მინდა გული გეტკინოს.-გული გამითბა მის ესეთ მზრუნველობაზე.ის ვიგრძენი რაც მაკლდა, ძმური სითბო.ეს კი ძალიან სასიამოვნო იყო.
-მადლობა.ვაფასებ შენს საქციელს.-ვუთხარი და ახლა მე გადავეხვიე.
ზარიც დაირეკა და ელისოს გაბადრული სახე მაშინვე შემომეგება.
-სიმშვიდე დაიცავით და დავიწყოთ გაკვეთილი.-თქვა ქალმა და ჟურნალი გადაშალა.
-არაბიძე.-სიის კითხვა დაიწყო.
-ვარ.-თქვა ბიჭმა...
ალექსას ვერ ვხედადვი.უკვე ნერვიულობას ვიწყებდი,!როდესაც კარებზე კაკუნის ხმა გავიგე და სუნთქვააჩაქრებული ჩემი საუკეთესო მეგობარი დავინახე.
"რა გჭირს ალექსა, რაღაც ბედნიერი მეჩვენები..."
მივწერე მას.გავიღიმე და მივხვდი საქმე რაშიც იყო.გამომხედა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
"ადამიანი ვერაფერს გამოგაპარებს."
გამეღიმა.
"გაკვეთილების მერე ჩემს კაფეში"
მივწერე და ტელეფონი გამოვრთე.
-როგორც მახსოვს დღეისთვის დავალება არ მომიცია, მაგრამ მინდა განვიხილოთ ვეფხისტყაოსნის ახალი სტროფები, რომელიც ტარიელის და მისი შინაგანი ტკივილის შესახებ მოგვითხრობს.-ნიამ, ჩემმა კლასემა ხელი აიწია.
-რამე კითხვა გაქ ნია?-დღეს ელისო უფრო მშვიდი მეჩვენება.
-დიახ. წინასწარ წავიკითხე და მაინტერებს...როგორ შეიძლება შეგიყვარდეს ადამიანი ისე, რომ ვეფხვის სახე მის სახეში აგერიოს?ეს ხომ წარმოუდგენელია.-თქვა გოგომ და გაიცინა.
-სინამდვილეში ეს სასაცილო კი არა დასაფასებელია.-საუაბრი ხმამაღლა, უნებართვოდ დავიწყე.
-რა არის დასაფასებელი? საერთოდ არ მაქვს იმის სურვილი ვინმეს ასე ვუყვარდე.-თქვა გოგომ და ირონულად გამომხედა.
-აბა რა არის კარგი მოღალატე კაცები? უყურადღებობა? მოტყუება?
ვერ ვიგებ ზედმეტი ყურადღება, ზედემტი სიყვარული როგორ შეიძლება ცუდი იყოს.
რა ჯობია იმას, რომ მთელი მისი გულით ეყვარები? რა არის იმაზე კარგი, რომ იმ ადამიანს მთელი ცხოვრება მასთან უნდოდა ყოფნა? მისი ყურება, მისი ჩახუტება? ეს სასაცილოა?-ვთქვი მშვიდად.ყველა ჩვენ ორის დიალოგს უგდებდა ყურს.
-მართალია.-თქვა ალექსამ.-ზედმეტი ყურადღება უყურადღებობას ნამდვილად ჯობია.ზედმეტი სიყვარულის დროს ვერ დაიტანჯები ისე როგორც ნაკლები სიყვრულისგან.მართა მართალია.-გამომხედა და გამიღიმა.
-სიყვარული გართობა არაა.ეს არის გრძნობა, რომელიც მოულოდნელად ჩნდევა ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც უნდა დავაფასოთ, რომელიც ნამდვილი და რეალური უნდა გავხადოთ.-ვთქვი და ალექსანდრეს სახე წარმოვიდგინე.გამეღიმა.
-საინტერესოთ მსჯელობთ ბავშვებო.ძალიან კარგია ესეთი დისკუსიები.ასე გააგრძელე მართა.-მითხრა ქალმა და პირველად მაჩუქა ღიმილი.გამიხარდა.
"უკვე მომენატრე"
მესიჯი ალექსადრეს გავუგზავნე და საბას გავხედე, რომელიც ამაყად მაშტერდებოდა.
-რა?-ვიკითხე დაბნეულმა.
-მომწონს სიყვარულზე რასაც ამბობ.-თქვა და თვალი ჩამიკრა.მესჯიმა დიალოგი შეგვაწყვეტინა.
"გარეთ ვარ.გამოდი"
გული ამისწრაფდა.ფეხზე წამოვდექი და მასწავლებელთან მივედი.
-შეიძლება საპირფარეშოში გავიდე?-ვკითხე ქალს, რომელიც ჟურნალში ნიშნებს წერდა.
-კი.-თქვა მოკლედ და ახალი თავის ახსნა დაიწყო.
სწრაფად გავედი ოთახიდან და პირდაპირ მისკენ წავედი.
ხელები მოვხიე და ჩავეხუტე მას.
-მგონი ვგიჟდები.-მითხრა და მომშორდა.
-რატომ?-ვკითხე და შევხედე.
-შენ გამო.-თქვა ჩუმად და ხელი მომკიდა.ცარიელ დერეფანში მივდიოდით, უმცროსების დერეფანში შევედით და ერთ-ერთი კლასი დავიპყრეთ.
-მესამე სმენები არიან და აქ არავინ შემოვა.-მითხრა და კარები მიხურა.
-კი მაგრამ მასწავლებელი...-სიტყვვა კოცნით გამაწყვეტინა.ეს გრძნობა ვერ აიხსნება.ან მე არ ვიცი როგორ უნდა ავხსნა.ბედნიერების უსაზღვროდ მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ძლიერ მოქმედებს შენზე.რომელიც ყველაფრის კეთებას უბრალოდ გაწყვეტინებს და მხოლოდ ის ადამიანი გაინტერესებს, რომელიც ამ ბედნიერების მიზეზია.
-დასვენებაზე აქ შემხვდი.-ვუთხარი და კარები გავხსენი.
-არ წახვიდე რა.-მითხრა და კარებს დაეჯაჯგურა.
-გპირდები, შენს მონატრებას ავავსებ.-გავუღიმე, ლოყაზე ნაზად ვაკოცე და კლასი დავდტოვე.
_____________________________

ჩუმად საყვარელო, ჩუმადWhere stories live. Discover now