__________________________
თვალის გახელა, ისევ ახალი დღე, ახალი თავგადასავალი ჩვენივე ცხოვრებაში.
როგორი სიანტერესოა სამყარო, როგორი უცნაურია თითოეული წამი, ჩვენი რუტინა, რომელიც გაღვიძებას, უმარავი საქმის მოგვარებას და მერე ისევ ძილს გულისხმობს.
ანერვიულებული, სარკის წინ ვიხდენდი სხვადასხვა ფერის კაბებს.
ვნატრობდი რომ ალექსანდრეს მამას ოდნავ მაინც მოვწონებოდი.
სხეულზე მისი ნაჩუქარი თეთრი, მოკლე, მაგრამ საკმაოდ დახვეწილი, ლამაზი კაბა მოვირგე.
თმები გავიშალე.ფეხებს კი მაღალქუსლიანი მიმშვენებდა.
ლამაზი, მაგრამ ბუნებრივი მაკიაჟი მიფარავდა სახეს, რომელიც ჩემს ნაქვთებს უფრო კარგად გამოკვეთდა.
ვუყურებდი საკუთარ ანარეკლს სარკეში.
მომწონდა, მაგრამ არა ძალიან.
ვიყავი ჩვეულებრივი გოგონა, რომელსაც თეთრი უფრო ალამაზებდა.
რომესაც ნერვიულობის გამო თავდაჯერებულობა აკლდა.
-როგორი ლამაზი ხარ.-სარკეში ჩემი სხეულის უკან მისი შევნიშნე.ის ბედნიერი, ლამაზი ღიმილი, მისი მშვენიერი ხელები ჩემს წელზე.
როგორც ყოველთვის კლასიკური სტილი ამშვენებდა ალექსანდრეს.
თეთრი პერანგი და შავი ნახევრად კლასიკური შარვალი უმშვენებდა სხეულს.
მაღალი და ძალიან სიმპატიური ბიჭი მედგა გვერდით.ღიმილს ვერ წყვეტდდა.
უბრალოდ მიყურებდა.
-რატომ მიყურებ ესე?-ლოყებაწითლებული მისკენ მივბრუნდი და ხელები კისერზე მოვხვიე.
-ვტკბები.-უფრო მეტად შემრცხვა მისი კომპლიმენტის.
-როგორი მორცხვი ხარ.
როგორ მიყვარს შენი წითელი ლოყები.-მითხრა და იქვე დამიტოვა პატარა კოცნა.
-მე შენ მიყვარხარ.-ვთქვი ღიმილით და მას ავხედე.
-დამერწმუნე მართა, მე უფრო მიყვარხარ.-მითხრა და კოცნით საბოლოოდ დაასრულა ის დიალოგი, რომელიც ჩვენს შორის დიდხანს გრძელდებოდა.მისი მშობლიური სახლის მშობლიურ კარზე ვაკაკუნებდით.ხელში ლამაზად შეფუთული შოკოლადის ნაკრები მეჭირა.
კარები ჩემმა ლამაზმა მეგობარმა ალექსამ გააღო.
-როგორ გამახარე.-თქვა ღიმილით და გადამეხვია.მის ძმას სევდიანი თვალებით შეჰყურებდა.ვიცოდი რომ გული ტკიოდა, მაგრამ ალექსადრესიც მესმოდა.
-მაპატიე ალექსა. ვიცი ზედმეტი მომდის ხოლმე.-თქვა და თავის დას გადაეხვია.
დავინახე როგორ გაიღიმა ალექსამ, როგორ მოხვია ხელები წელზე და მადლობის ნიშნად თავლი ჩამიკრა.
-აბა აღარ შევიდეთ?-იკითხა ალექსანდრემ და ხელი ჩამკიდა.
-კი, შემოდით.-შეგვიპატიჟა ალექსამ და კარები მიხურა.
დიდებული, თეთრი სახლი იშლებოდა ჩემს თვალწინ.მისაღებ ოთახში ლამაზი სუფრა იყო გაშლილი.მის თავში უცხო, მაგრამ ძალიან სიმპატიური მამაკაცი შევნიშნე.
მიხვდი რომ ეს იყო ალექსანდრეს და ალექსას მამა.აი თურმე ვის გავს ესეთი დახვეწილი.
ღიმილით წამოდგა და ჩვენს წინ დადგა.
-გიორგი აბაშიძე.-ხელი გამომიწოდა.
-მართა.-გავიღიმე და ხელი ჩამოვართვი.
-ძალიან სასიამოვნოა ჩემი შვილის გემოვნება.ულამაზეს გოგოა შვილო.-უთხრა კაცმა ბიჭს და გაუღიმა.ვიგრძენი როგორ დაეძაბა სხეული, როდესაც მამამისი გადაეხვია.
-როგორ ხარ?-კითხა შვილს და სურფისკენ მიგვიპატიჟა.
-კარგად. შენ?-ახლა თვითონ იკითხა.იმის მიუხედავად რომ საერთოდ არ აინტერესებდა.
-მეც კარგად.გამახარე რომ
მოხვედი.-თქვა კაცმა და გაგვიღიმა.ალექსა ჩემს წინ მოთავსდა.
-მისი დამსახურებაა ახლა აქ რომ ვარ.-ჩემსკენ ანიშნა, გამომხედა და გამიღიმა.ხელი მოვკიდე და ოდნაავ მოვუჭირე.
-მიხარია.-გამეღიმა.სადილი მივირთვით.უამრავ თემაზე ვისაუბრეთ და ეს ჩვენი შეხვედრა ჩხუბის გარეშე დასრულდა.
მომწონდა გიორგი, მაგრამ მისი უსმართლობა ფარავდა ყველაფერს.
მესმის მისიც, არ უნდოდა შვილი ციხეში.
არავინ იცის მსგავს მომენტში როგორ მოიქცევა ადამიანი.
ეს ისეთი შემთხვევაა როცა ორივე მხარეს თავისი უსამართლო თუ სამართლიანი გამართლება აქვს.