_________________________
დედამ ქიმიის კურსი დახურა.
სიხარულით მივდიოდი სახლში, რადგან მის ლამაზ სახეს მომღიმარს და გახარებულს ვხედავდი.
-რა მალე გეზრდება თმა.-ვთქვი ღიმილით და მის სიფრიფანა მოკლე თმას ხელი შევახე.
-ნამდვილად.მეც მახარებს ეგ ფაქტი.-თქვა და ჩემი ხელები მისაში მოიქცია.
-სამსახურში არ გეჩქარება?-მკითხა და საათს შეხედა.
-არ მეჩქარება, მაგრამ არც დაგვიანება მინდა.-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-მიდი დე, მეც გავიკითხავ რამეს, იქნებ ვიშოვო სამსახური.გადასახადები უფრო და უფრო იზრდება.რაც ეს ზამთარი მოვიდა.-თქვა ნაღვლიანად ქალამ, მაგრამ ღიმილი მაინც არ შორდებოდა.
-ყველაფერი კარგად იქნება.-ვთქვი და მეც გავუღიმე.
-აუცილებლად.-თქვა ჩუმად.გაშიშვლებული ხეები ქუჩის ჩაყოლებაზე მოწყენილები უმზერდნენ ქვეყნიერებას.
ცა მოღუშული ფერებით იყო სავსე.მზის სხივები ცდილობდნენ ჩემამდე მოსვლას, მაგრამ დიდი, ბოროტი, შავი ღუბელი არ აძლევდა საშვალებას. მაინც როგორი სილამაზეა ეს ყველაფერი.ყველაფერში შეგვიძლია კარგის და ცუდის დანახვა.
სიგრილე სხეულზე მეფინებოდა და მისი სიმკაცრით ცდილობდა შევეშინებინე.
სიოს მუნჯი კვნესა ყურებში წუილივით ჩამესმოდა.ფეხებს ვადგავდი და ვგრძნობდი როგორ მოძრაობდა ჩემი სხეული,ჩემი კუნთები.ის მცირედი დაჭიმვა სიამოვნებაში გადადიოდა, სხეულს კი უფრო მკვრივს ხდიდა.
-მართა.-შეიძლება იმ ადამიანს მტერი ვუწოდოთ ვისი სახელიც კი არ ვიცით?
უკან მივბრუნდი და იმ თვალებს შევხვდი რომელიც მაშინებდა.რომელიც ჩემს "მტერს" ეკუთვნოდა.
სწრაფად გამოვტრიალდი და ფეხს ავუჩქარე.
-მოიცადე რა.-იყვირა და დამედევნა.
ვგრძნობდი ჩემი სხეულის უკან მოძრავ მეორე სხეულს.
იდაყვში ხელი ჩამავლო და მისკენ მიმატრიალა.
-ხელი გამიშვი.-ვთქვი სწრაფად.დაძაბულობა, რომელიც შინაგანად მჭამდა უკვე საზიზღარ გრძნობაში გადადიოდა.
-გამიშვი.ხელი გამიშვი.მომშორდი.-ვიყვირე.
-გაჩუმდი.-მითხრა და კედელთან მიმაწყვდია.-უბრალოდ საუაბრი მინდა.
თქვა მწვანე თვალების პატრონმა.
-მე არ მინდა.თავი დამანებე.-ვუთხარი და ავმოძრავდი.
-არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ გაჩერდი მართა.-თქვა და მხრებზე ხელები მომკიდა.მაიძულა თვალებში შემხედა.
-ჩემი სახელი საიდან იცი?-სწორედ ახლა გავაცნობიერე რომ მან ჩემი სახელი იცოდა.
-რა მნიშვნელობა აქ? უბრალოდ საუაბრი მინდა.შენზე, შენს შეყვარებულზე, ჩემს დაზე.-თქვა თუ არა გუგები გაუფართოვდა.
-ალექსანდრე ან შენი და რა შუაში არიან?-ცნობისმოყვარეობა საზღვარს სცდებოდა.
-ყველაფერს გაიგებ.უბრალოდ მინდა ჩემთან ერთად ცოტა გაისეირნო. ყველაფერს მოგიყვები.-თქვა, ხელები გამიშვა და წავიდა.
უკან გავყევი.რა უნდა მექნა?
-ვიცი რომ გიყვართ ერთმანეთი და ბედნიერები ხართ.ის არაა ჩემი მიზანი რომ დაგაშოროთ.უბრალოდ არ იცი მასზე და მის ოჯახსზე ყველაფერი.-თქვა ჩუმად.სიჩუმესთან ერთად ჩვენი სხეულები მისერნობდნენ ხმაურიან ქუჩაზე.უცბად მისი ხმა მომესმა.
-მეგობრები სკოლიდან ერთად მოვდიოდით.ჩემი ტყუპი და წინ მირბოდა, ყველაფერი მშვიდად მიდიოდა.ბედნიერბი ვიყავით, რადგან შემდეგი დღე ჩვენი დაბადების დღე იყო.-გაეღიმა.-მაგრამ მას...ის ვერ მოესწორ მის დღეს.-თქვა და გაჩერდა.
-მანქანა მოულოდნელად გამოჩნდა.მასში კი ის იჯდა ვინც ესე ძალიან გიყვარს.-თქვა ჩურჩულით.ხელები მუშტებად ქონდა შეკრული.ყველაფერი გაიყინა.
-მის გვერდით მამამისი იჯდა. მაქანის ტარებას ასწავლიდა თურმე და ამ ყველაფერს ჩემი დის სიცოცხლე შეეწირა.-თქვა და თვალები ცრემელბით აევსო.არ ვიცოდი რა მეთქვა.
ალექსანდრე მკვლელი იყო.
-თექვსმეტი წლისას შეწყვიტა სუნთქვა.-თქვა და სახეზე ჩამოვარდნილი ცრემელბი უცბად მოიშორა.
-მე...მე არ ვიცი რა ვთქვა.-ვთქვი თავდახრილმა.
-ხმას არ ამოვიღებდი, რათქამუნდა ეს უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ სამართლიანობა ვერ აღდგა.მამამისმა ყველაფერი ისე მოაწყო თითქოს ეს შემთხვევა ჩემი დის ბრალი იყო.აი რა მაგიჟებს.-თქვა და მაიძულა მისთვის შემეხედა.
-არ ვიცი დაგამშვიდებს თუ არა ეს სიტყვები, მაგრამ ალექსანდრე მამამისს ვერ იტანს.იმდენად ვერ იტანს რომ სხვაგან ცხოვრობს.-ვთქვი და მის გაოცებულ სახეს შევეფეთე.
-ვერ იტანს?-იკითხა დაბნელუმა.
-ვერ იტანს.-ვთქვი ჩუმად.
-რატო?.
-არ ვიცი.-მართლა არ ვიცოდი.მიზეზს ვერ ვეკითხებოდი.მრცხვენოდა.
-შენ სამაგიეროს გადახდა ამ გზით გადაწყვიტე.ეს კი სწორი არაა დამერწმუნე.-ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ საუბარი დავიწყე.
-რა გქვია?-ვკითხე.
-ილია.-თქვა ჩუმად და მარცხენა მხარეს გაიხედა.
-როგორ ფიქრობ შენს დას მოეწონებდა ის რასაც აკეთებ?-ყურადღება ისევ ჩემზე გადმოიტანა.
-მაგას მნიშვნელობა არ აქვს.მინდა დაისაჯოს.მინდა მანაც იგრძნოს ის ტკივილი რაც მე მომაყენა.-თქვა გაბრაზებულმა.
-ამიტომ აპირებ უდანაშაულო ადამიანი დასაჯო? რა დაგიშავა ალექსამ? რა დააშავა?მისი ცხოვრების ნაწილია ეს ამაბვი, მაგრამ მისი ბრალი არაფერია.
შენ ახლა გგონია რომ სამაგიეროს შემდეგ დაისვენებ და შვებას იგრძნობ, მაგრამ ესე არ იქნება.ტკივილი რასაც გრძნობ გაგიორმაგდება. შენს ცხოვრებას მთლიანად დაანგრევ.-ვთქვი და მას მივუახლოვდი.
-უკვე დანგრეულია.-თქვა და ჩაწითლებული თვალები შემომანათა.
-ცდები. შენი ცხოვრება ახლა იწყება.
გტკივა, მესმის, მაგრამ ცხოვრება გრძელდება.სხვისი სიკვდილი შენი ბრალი არაა.სამართლიანობა კი იშვიათად სრულდება ამ სამყაროში.წახვალ ჩაიდენ საზარელ რამეს, დაგიჭერენ, ციხეში მოხვდები. შენი და კი ამ ყველაფრით განადგურდება.
გგონია ვერ გხედავს? ვერ გრძნობს შენს ტკივილის, რომელიც ბოროტებაში გადაგდის?
-აზრი უკვე არაფერს აქვს.-ვხედავდი რომ ის არ იყო ცუდი ადამიანი.ის იყო განადგურებული, რომელსაც უნდოდა ამ გზებით ონდავი სიმშვიდე მოეპოვებინა.
-ვიცი რომ ცუდი ადამიანი არ ხარ.თვალებზე გეტყობა.ნუ აიძულებ თავს ცუდი იყო.ცხოვრება განაგრძე.დამიჯერე კარგი დღეები წინ გაქ.-ვთქვი და გავიღიმე.
-ძნელია.მაგრამ სიმართლეა.-თქვა და გამიღიმა.
-არავინ გეუბნებოდა ამ ყველაფერს აქამდე?-დავიბენი.
-არა.ყველას სამაგიეროს გადახდა სურდა.ჩემს და ჩემი დის მეგობრებს.
-გავა წლები...ტკივილს რომელიც შენი დის არ ყოფნა იწვევს შეეგუები.ცხოვრებას განაგრძნობ და ყველაფერი კარგად იქნება.-ვთქვი და გავუღიმე.
-კარგი ადამიანი ხარ.-მითხრა ჩურჩულით.
-შენც კარგი ხარ.-გაეღიმა ჩემს სიტყვებზე.
-მადლობა.მადლობა რომ დამეხმარე.მტრობა ჩვენს შორის დასრულებულია და ბოდიში ყველაფრისთვის.
-არაფერს მეგობარო.-ვუთხარი ჩუმად
-მეგობარო?
-დიახ.
-მიხარია შენნაირი მეგობარი თუ მყავს.
-ნებისმიერ დროს.
-შეხვედრამდე მართა.
-შეხვედრამდე ილია.
მისგან წამოვედი.ილიას სიტყვები ისევ მიმეორდებოდა გონებაში.ჩემი სიტყვების მიუხედავად ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი იმ რეალობას, რაც აქ, ამ პატარა ქალაქში ხდებოდა.
ილიას ტკივილი, ალექსანდრეს ტკივილი,
მათი საერთო ტკივილი ახალგაზრდა გოგონას სიკვდილი იყო.
რატომ აქამდე არ მითხარი ალექსანდრე, რატომ არ მითხარი აქამდე!
ტელეფონი სწრაფად ამოვიღე, დავურეკე.
ზარი გადიოდა.მისი ხმა მომესმა.გული მეტკინა.მისი ბედნიერი ხმა გულს მითბობდა, მაგრამ ვერ ვბედავდი ხმის ამოღებას.
-მართა?-დაბნეულობა ეტობოდა მის ხმას.
-მაინც მიყვარხარ.ყველაფრის მიუხედავად.-ვთქვი და ტელეფონი გავთიშე.მთლიანად გავთიშე და ჩემი გზა განვაგრძე.
___________________________