თავი 23

767 29 0
                                    

____________________________
მამაო ჩემს გვერდით იდგა.მისი გრძელი ანაფორა მიწას ეხახუნებოდა.მტვერი შავ მატერიას ეკვროდა და მას თავისებურ ფერში სვრიდა.ლოცვები სიმშვიდის მოპოვებაში მეხმარებოდა.
-ნენე ანგელოზია მართა.კი არ უნდა ტიროდე მის ასეთ მოულოდნელ წასვლას,პირიქით უნდა ამაყობდე შვილო ჩემო.უნდა ამაყობდე რომ ესეთი კარგი ადამიანი გყავადა დედად მოვლენილი.
სულიერად ლამაზი, კეთილი, უბოროტო,
ყველა უყვარდა შვილო.ის მიწიერი ანგელოზი იყო, ახლა კი ზეციური ანგელოზია მართა.შენი ტკივილი მესმის.ძნელია როცა კარგავ იმ ადამიანს რომელიც სულიერ სიმშვიდეს გპოვებს, მაგრამ ის ახლა თავის ნამდვილ სახლშია.ჩვენ აქ დედამიწაზე დროებით ვართ.გამოცდილების მისაღებად.ჩვენი ნამდვილი სახლი უფალთანაა.-თქვა წვერმოშვებულმა კაცმა და პირჯვარი გადაიწერა.მეც მას მივბაძე.
-დიდი მადლობა მამაო.-ვუთხარი გულწრფელი ღიმილით.
-გაითვალისწინე შენი ყოველი ცრემლი, შენი ტირილი გარდაცვლილს ვერსად მოასვენებს.-თქვა და დამლოცა.
თავდახრილი ვუსმენდი მის რჩევა-დარიგებებს.მადლიერი ვიყავი მისით.მადლიერი ვიყავი და ამაყი, რადგან დედა სწორედ რომ ყველაზე კარგი ადამიანი იყო.სანატრელი დედა.
მიყვარხარ დე...
გეგეშიძის პარკს მივუახლოვდი.შორიდან შევავლე ჩემს სამეგობროს თვალი.როგორ მომწონდა მათი ბედნიერება, მათი ღიმილი მე მაღიმებდა.როგორ გამიმართლა მეგობრებში.როგორ მიყვარს თითოეული მათგანი.
-მართა.-წამოიძახა ალექსადრემ და ფეხზე წამოდგა.
-ეს ვინ მოსულაო.-თქვა ილიამ და ისიც წამოდგა.
ილია...მისი ბოროტული თვალები დღესაც მახსოვს.როგორ შეიძლება ტკივილმა ისე შეგცვალოს რომ შენი ნამდვილი თავი წაგართვას.გახდე ბოროტი, შურისმაძიებელი ადამიანი.
როგორ მიყვარს მისი თავლები.მიყვარს ის მწვანე ფერი რომელიც ახლა სითბოს და სიკეთეს გასცემს.
მიყვარს ილია.ნიკუშა მიყვარს, ლევანი მიყვარს, გიო მიყვარს. ჩემი ალექსანდრე ყველაზე მეტად მიყვარს.
მათი მხარში დგომა...ბიჭების მეგობრობა სხვანაირი სიამოვნებაა.სხვანაირი სინაზე.
ჩემი გოგოები.
მათი ლამაზი გამომეტყველება.
როგორ მიხარია რომ არიან ნამდვილები და შურის ერთი ნატეხიც არ არსებობს მათში.
გამიგია როგორ შურს საუკეთესო მეგობარს, რადგან მას ახალი და ლამაზი ტანსაცმელი აქვს.შურს სხვა მეგობრები რომ ყავს და ეჭვის დონე საზღვარს სცდება.ეს ყველაფერი ჩვენთან არ ხდება.
-როგორ მომენატრეთ.როგორ მომენატრა თქვენთან ერთად ყოფნა.-ვთქვი და ყველას სათითაოდ გადავეხვიე.
-მოკლედ დღეს მივდივართ "ზილიკოში"
და მერე კატოსთან ფილმსს უნდა ვუყუროთ.-მითხრა მიამ და ხელი გამიყარა.
მეორე მხარეს ალექსა და კატო ამომიდგგნენ.
-აბა ახლავე დამიბრუნეთ ჩემი გოგო.-თქვა ალექსანდრემ და გოგოების წრიდან ჩემი გამოყვანა სცადა.
-იოცნებე.-უთხრა კატომ და წინა სწრაფად გამაქცუნა.
ბიჭები მოგვდევნდენენ.
-გოგო სულ გააფრინეთ.-იყვირა ხარხარით ლევანმა.
ვხედავდი როგორ გვიყურებდნენ მომღიმარი მოხუცები.მიხაროდა რომ დღეს დღეისობით მსგავსი რაღაცეები პრობლემა არ ხდება.მრგვალ ბაღთან სირბილით მივედით.ძლივს ვსუნთქვადით.
-დაისჯებით.-მუხლებს დაყრდნობილი ილია იმუქრებიდა.
-აბა რაა.-თქვა მიამ და თმა გადაიყარა.
ბოლოს როგორც იქნა მივედით ბარნოვის ლამაზ მყუდო კაფეში.
ბურგერების ჭამის შემდეგ გოგოები უმარავ ვიდეოს იღებდნენ.მე მასზე მიყუდებული ვტკბებოდი ამ წუთებით.
-მიყვარხარ.-ყურში ჩამჩურჩულა.მთელს სხეულში ჟრუნატელმა დამიარა.
-მეც უზომოდ.-ვთქვი და გავიღიმე.პირველად მაკოცა ხალხის თვალწინ.
მისი ნაზი ბაგები ჩემს ბაგებს მიადო.
-რა საყვარლები ხართ.-თქვა მიამ და ხელები ტუჩებზე აიფარა.
შემრცხვა და ვიგრძსნი როგორ ამიწითლდა ლოყები.
-რომანტიკოსობა გეყოთ თორე მარტოხელები ვიჩაგრებით.-თქვა გიომ თვალების ტრიალით.
-შენც საყვარელი ხარრ გიუშ.-უთხრა კატომ და გადაეხვია.
-ოჰ შენ"ც" ვყოფილვარ. მადლობა.-ყველას გაეცინა.ჩვენი მასხარა.
-მართა?-უეცრად გავიგე როგორ იძახდა უცხო ადამიანი ჩემს სახელს.
მივბრუნდი თუ არა მაშინვე ვიცანი ჩემი ბავშვობის მეგობარი გუგა ჯავახიშვილი.
-გუგა?-გავიოცე და ფეხზე წამოვდექი.
-ღმერთო მართა როგორ ხარ?-სწრაფად მოვიდა და გადამეხვია.
ვიგრძენი მზერები.ვიგრძენი თუ როგორ გაკურკვევლობაში იყვენენ ბავშვები.
ალექსადრემ უეცრად ხელი მომკიდა.
გუგამ ჯერ ჩვენს ხელებს შეხედა, მერე კი მე.
-კარგად.შენ? ღმერთო რამდენი ხანია არ მინახიხარ.-ვთქვი და გავიღიმე.ოდნავი დაძაბულობა იგრძნობოდა გარშემო.უხერხულობა კი უფრო ედებოდა ყველას.
-მეც კარგად.-თქვა და გამიღიმა.
-ბავშვებო გუგა ჩემი ბავშვობის მეგობარია.-ვთქვი და ალექსადრეს შევხედე.არაფრისმთქმელ მზერას აფრქვევდა.ფეხზე წამოდგა და შეიძლება ითქვას სიუხეშით გაჟღენთილმა ჩამოართვა ხელი.
-ალექსანდრე.მართას შეყვარებული.-ბოლო სიტყვები კარგად გამოკვეთა.
-შეყვარებული?-მის ხმაში თითქოს წყენა იგრძნობდა, მისი თვალები კი მე მჭამდა.
-კი.-თქვა ისევ უხეშად და დაჯდა.
დანარჩენებმაც გაიცნეს.გუგამ მალევე დაგვტოვა.ალექსადრეს ხასიათი კი საკმაოდ გაუფუჭდა.
-ოოო ვიღაცამ იეჭვიანა.-თქვა ალექსამ და ეშმაკურად გაიღიმა.
-არ მიეჭვიანია.ნუ ბოდავ.-თქვა მკაცრი ხმით.
-შენ მასწავლი ახლა შენს ხასითეებს შე ეგოისტო.-ჩაიცინა გოგომ მას დანარჩენებიც მიყვნენ.
-ათასჯერ გითხარი რაც შენი საქმე არაა იმაში ნუ ერევი.ნუ ხარ ჭორიკანა, თავი აკონტროლე თორე ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში.-ღიმილი ყველას წამში გაუქრა.ალექსა ზედმეტად ემოციურია.შევნიშნე როგორ აემღვრა თვალები.
-უბრალოდ ვიხუმრე.რა საჭოროა ეს სიუხეშე.-ფეხზე წამოდგა, მას გოგოებიც მიყვენენ.
-რანაირად ელაპრაკები?-კითხა მკაცრი ხმით ლევანმა.
-მაღიზიანებს.-თქვა ბურდღუნდით და ლუდი მოსვა.
-ზედმეტები მოგდის.-თქვა ლევანმა.
-ჰო არაა?!-ალექსადრე წამოჯდა.ვერ ვცნობ.ძალიან უცნაურად იქცევა.
-გეყოფათ რა გჭირთ.-ვთქვი ხმამაღლა.
-რა გემართება?-ვთქვი ჩუმად.
-ჩვენ მივდივართ.-თქვა და ფეხზე წამოდგა.
-არა მე არ მოვდივარ.-ვთქვი და სწრაფად ავდექი სკამიდან.
-რა?-უცბად დაიბნა.დღეს არ მომწონს.
-რაც გაიგე.შენს დას წესივრად ელაპრაკე.
არ იმსახურებს იმ აგრესიას რასაც გასცემ.-ვუთხარი მკაცრად.
-მაგრამ მისი ხუმრობა არ მომწონს.-თქვა დაბნეულმა.
-არ მაინტერესებს.-სწაფად გამოვეცალე მათ და საპირფარეშისკენ გავემართე.

ალექსა სახეს იბანდა.
-ნუ მიაქცევ ყურადღებას.არ იცის რას ამბობს.-ვუთხარი და მოვეხვიე.
-ძაან კარგად იცის.სულ ესე მეუხეშება ყველა ხუმრობაზე დავიღალე.-თქვა და ისევ წამოუვიდა ცრემლები.
-კაი რა ალექსაა.მოვკლავ შენს ძმას.-თქვა კატომ გაბრაზებით.
-მეც დაგეხმარები.-აყვა მია და ტვალეტი დატოვეს.
მასთან ახლოს მივედი, მოვატრიალე და ცრემლი მოვაშორე.
-გაიღიმე.-ვუთხარი და გავუღიმე.დამანახა მისი ბედნიერი სახე და სეულში ქარიშხალიც მალევე ჩაწყნარდა.
-ძალიან მიყვარს.მასაც ვუყვარვარ, მაგრამ ვერ ვიგებ რატომ მეუხეშება, რადგან მისავით სახლი არ მივატოვე და სხვაგან არ გადავედი? რადგან მიყვარს მამა?-თქვა და ჩამეხუტა.
-აუცილებლად დაველაპრაკები.არ ინერვიულო და გავიდეთ ახლა.-ვუთხარი და ხელი ჩავკიდე.
ბავშვები საუბრობდნენ. დაძაბულობა კი ნელ-ნელა ნელდებოდა.ყველა აქ იყო ალექსანდრეს გარდა.
-სად წავიდა?-ვკითხე ნიკუშას.
-გარეთ გელოდება.-მითხრა და თავლი ჩამიკრა.გამეღიმა.
-ბავშვები თქვენ წადით.მე და ალექსანდრეს სასაუბრო გვაქვს და მალე მოვალთ.ვუთხარი და ჩანთა ავიღე.
გარეთ გავედი და მის სხეულს უკნდიდან შევეფეთე.
მის ლამაზ, მაღალ, განიერ მხრებს, მის გადაპარსულ თმას, მის ფეხებს, მის სხეულს ყველაში ამოვიცნობ.
ხელი მხარზე მივადე, რაზეც მაშინვე მოახდინა რეაგირება.
-უნდა ვისაუბროთ.ცოტა გავისეირნოთ და მერე ავიდეთ კატოსთან.-ვუთხარი და წინ წავედი.ამედევნა და ხელი მომკიდა.ვერ შევძელი გამეშვა.ვერ შევძლეი მეთქვა რომ მასზე როგორც გაბრაზებული ისევე ნაწყენი ვიყავი როგორც ალექსა, რადგან ჩემი საუკეთესო მეგობრის ცრემლს არავის შევარჩენ.
__________________________

ჩუმად საყვარელო, ჩუმადWhere stories live. Discover now