თავი 5

1K 41 0
                                    

_____________________________
გეგეშიძის პარკს მივუახლოვდით თუ არა მოგონებები ამომიტივტივდა.გული გამითბა ჩემი ბავშვობის ლამაზ დღეებზე.პატარა გოგონა დედასთან ერთად დასეირნობდა პარკში. იოცებდა გარემოს და დედას მისი გაოცების შესახებ აცნობებდა.ეუცხოებოდა ის, რასაც პირველად ხედავდა.
მენატრება ის დრო.მაშინ ისეთი თავისუფალი და უდარდელი ვიყავი...
-ჯერ არც კი მოსულან...მოვკლავ ჩემს ძმას.-ბუზღუნებდა, თან ჩემი ხელი ქონდა ჩაკიდული.ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექით, რომელიც უზარმაზარი ნაძვის ქვეშ ლამაზად იყო მოკალათებული.
-სად ხართ? მე და მართა უკვე აქ ვართ.
კაი მალე!-ტელეფონზე დიალოგი სწრაფად დაასრულა თუ არა ისევ გაიღიმა და მე გამიბა საუბარი.
-მალე მოვლენ.-მითხრა თუ არა გავიღიმე.ხმა არ ამომიღია.უბრალოდ თავს უცნაურად ვგრნობდი.ვნერვიულობდი და ეს შინაგანად ხდებოდა.მაგრამ ვერ ვიგებდი თუ რატომ...რა იყო ამ შინაგანი აჟიოტაჟის მიზეზი.
-რაღაც ჩუმად ხარ, ხო არ მოიწყინე?-მკითხა დაინტერესებულმა.
-არა რა სისულელეა.უბრალოდ ჩავფიქრდი.-გავიღიმე და მას მივეხუტე.
-მიყვარს ესე რომ დავახლოვდით.-მანაც დამადო თავი თავზე.
-მე კი შენ მიყვარხარ.-გავიცინე, მასაც გაეცინა.დრო კი ჩვენი ბავშვობის ისტორიების გახსენებით გაგვყავდა.
-ვა გოგოებო.-გავიგონეთ ნიკუშას ხმა, რომელსაც დანარჩენებიც მოყვნენ.ყველაზე უცნაური კი ალექსანდრეს და სალის ხელები იყო, რომელიც ერთმანეთზე ქონდათ ჩაკიდებული.ისინი ყველაზე ბოლოს მოდიოდნენ და რაღაცაზე ბედნიერები იცინოდნენ.
-კიდევ გაბედა და ჩვენთან გამოსვლა ცადა ხო?!-აღშფოთებული ალექსანდრა წამოდგა.
-ალექსა გთხოვ, უბრალოდ არ მიაქციო ყურადღება.მასაც ეს უნდა.-ვთხოვე და ხელზე დავქაჩე.თავი დამიქნია, ისევ გაბრაზებულმა შეხედა სალის და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-მერვე საოცრება.-თქვა გიორგიმ.
-მომეჩვენა ხო?-ახლა მიამ დაიწყო კითხვების დასმა.
-რაზე იძახით?-გავიკვირვე და ფეხზე მდგომ მიას შევხედე.
-პირველად მოხდა ესეთი შემთხევა, როდესაც ალექსა ვიღაცის ნათქვამს დაემორჩილა.-თქვა ლევანმა და გაიცინა.
-მორჩით და ახლა ის თქვით კატო რატომ არაა?-იკითხა ალექსამ და მზერა ალექსადრეზე შეაჩერა, რომელიც გაკვირევებული იყურებოდა ჩვენს მხარეს, ბოლოს, როგორც იქნა ინება კეთილი და მოგვიახლოვდა თავის კაპას შეყვარებულთან ერთად.
-ბიძამისი ჩამოვიდა და ვერ მოახერხა გამოსვლა.-თქვა მიამ და ჩვენს გვერდით ჩამოჯდა.ლევანი ალექსას მხარეს, სკამის მისაყრდნობზე დაჯდა.
კი, ვიციოდი, რომ ალექსას მისი მეგობარი უყვარდა, მაგრამ ლევანზე ამას ვერ წარმოვიდგენდი.თითქოს სხეულით მაგრნობინებდა თუ როგორ იბნეოდა და როგორ იძაბებოდა, როდესაც ლევანი ასე ახლოს იყო მასთან.ლევან ბროლაძე.მაღალი, ტანადი, შავგვრემანი, მწვანეთვალება ბიჭი იყო.ნავარჯიშებ სხეულზე მაისური ეკვროდა და კარგად გამოკვედა მის პრესს.მას არაჩვეულებრივი გარეგნობა ჰქონდა, თითქმის ალექსანდრეს მსგავსი, მაგრამ ვერც გიორგიზე და ნიკუშაზე იტყოდით ცუდს.მია შავგრემანი გოგო იყო.ლამაზი სახის ნაქვთები და დაბუშტული ტუჩები სრულყოფილ ქალად აჩენდა.კატოზე კი ვერც კი იფიქრებდით, რომ მეთორმატე კლასელი იყო.იმდენად პატარა შეხედულება ქონდა.
-ოჰ შენც აქ ხარ.-დაიწყო სალიმ საუაბრი.მე კი მის და ალექსანდრეს ჩაკიდებულ ხელს ვუყურებდი.შევნიშნე თუ როგორ მოუჭირა ხელი, სავარაუდოდ გასაჩერებლად.
-სასიამოვნოა შენი დანახვა სალი.-გავიღიმე და თვალებში შევხედე.გაუკვირდა ჩემი ეს ჟესტი, მაგრამ სიუხეშე არც ახლა გამორჩა და თვალები აატრიალა.
ვგრძნობდი გვერდიდან თუ როგორ ცოფთებოდა ალექსა და როგორი დიდი სურვილი ჰქონდა მისი გაჩეჩვის.
სასიამოვნო საუაბრს მხოლოდ ერთი რამ მიხშობდა.მზერა, რომელიც არ მასვნებდა, რომელიც არ მშორდებოდა.
ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ.ლევანი სწორედ რომ ალექსას შესაფერისია, ისიც მისნაირი საყავრელი, მხიარული და თბილია.
"ახლა ვხვდები თუ რატომ გიყვარს ლევანი. :)"
ტელეფონზე სწრაფად ავკრიფე შეტყობინება და ალექსას ნომერზე გავგზავნე.დაბნეული სახით ამომხედა? მაგრამ მიხვდა რომ მივხვდი.
"ნუთუ ესე მეტყობა."
გამეღიმა.
"დამიჯერე კარგად მალავ."
გავზავენ და ტელეფონი ჩავაქრე.საათს როდესაც დავხედე თერთმეტის ნახევარი ხდებოდა.საკმაოდ მალე გავარდა დრო.
-კარგით ბავშვებო ჩემი წასვლის დროა.ძალიან კარგად გავერთე და სასიამოვნოა ჩემთვის, რომ პირველივე დღეს მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ თქვენნაირ კარგ ხალხს შევხვედროდი.-გავიღმე, როდესაც ალექსა და მია ერთდროულად გადამეხვივნენ.დანარჩენები კი სალის გარდა, გულწრფელ ღიმილს მჩუქნიდნენ.
-გიუშ, ნიკ თქვენ მია და სალი გააცილეთ.მე და ჩემი ძმა მართას მივიყვანთ სახლთან.-საუაბრი ალექსამ დაიწყო, მიხაროდა და მის მიმართ სიყვარული უფრო და უფრო იზრდებოდა, რადგან ჩემი თხოვნა არ დაავიწყდა.
____________________________

ჩუმად საყვარელო, ჩუმადWhere stories live. Discover now