Part 1

914 47 47
                                    

ამსტერდამის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს მეოთხე სართულზე იმყოფებოდნენ და მათ არათითზე არსებულ ოქროს ბეჭდებს დიდი სიყვარულით უმზერდნენ.

 ერთმანეთის მიმართ დადებული პირობა ორივემ შეასრულა ,კოლეჯის დამთავრებისთანავე მშობლებს ყველაფერი განუცხადეს და ნიდერლანდებში გამოიქცნენ, სადაც შეუღლებას და თაფლობის თვის გატარებას გეგმავდნენ.

 პირველი პუნქტი კი რამდენიმე საათის წინ შეასრულეს და ქორწინების დამადასტურებელი საბუთები დიდი სიფრთხილი მიიტანეს მათ ამჟამინდელ საცხოვრებელში. ცოტახანი განიტვირთნენ და სრულებით დასვენებულებმა გადაწყვიტეს მათი ურთიერთობის ერთადერთი მხარდამჭერისთვის ყველაფერი ეცნობებინათ. მაღალი საწოლის წინ მდგომი ტელეფონისკენ გაჩოჩდა და დიდი ხნის წინ დაზეპირებული ნომერი კიდევ ერთხელ აკრიფა. რამდენიმე ზარის შემდეგ, როგორც იქნა ყურმილში მონატრებული მეგობრის გაკვირვებული ხმა გაისმა, რადგან მის ტელეფონზე მეტად უცნაური ნომრიდან შევიდა ზარი.

_სალამი ჰოსოკ, ნამჯუნი ვარ. - ღიმილით წარმოთქვა და საყვარელი ღრმულები გამოუჩნდა ლოყებზე.

_ნამჯუნი?! შე წყეულო ნაბიჭვარო, სად ჯანდაბაში გაქრით? ორი დაწყევლილი კვირაა გეძებთ და ვერ გპოულობთ. შენს სახლშიც ვიყავი მისული და შენმა ნაგავმა ძამიკომ უბრალოდ კარები ცხვირწინ მომიჯახუნა, მაგის გამო თავყბას გავუერთიანებ მოგვიანებით, მაგრამ ეგ არაა ახლა მნიშვნელოვანი. სად ჯანდაბაში ხართ? - ყურმილიდან გამომავალ ხმამაღალ ბგერებს არა მხოლოდ ნამჯუნი, არამედ დიდ საწოლზე მუცლით გადაგორებული ბიჭიც არაჩვეულებრივად ისმენდა და ბალიშში თავჩარგული ხითხითებდა.

_ჰოსოკ დამშვიდდი. მე და ჯინი ამსტერდამში ვართ და 2 საათის წინ ოფიციალურად ვაქციე ჩემად.

_რაააა? თქვე რა ჩემს გარეშე დაქორწინდით? სერიოზულად? რანაირი მეგობრები ხართ? ამ დღეს 3 წელია ველი თქვე ნაბიჭვრებო! - ისევ აყვირდა ზედმეტად ემოციური და მეგობრის სიცილის ფონზე მათ ლანძღვას განაგრძობდა, სანამ რამდენიმე წუთში აბობოქრებული გრძნობები არ ჩააწყნარა და რაციონალური კითხვების დასმა არ დაიწყო.

კიმების ოჯახიWhere stories live. Discover now