Part 17

261 27 143
                                    

მანქანის მინაზე ჰქონდა თავი მიყრდნობილი და განათებულ დედაქალაქს ღიმილით უმზერდა. უამრავი კითხვა ჰქონდა, მის გვერდით მჯდომი ბიჭის მიმართულებით, თუმცა სასიამოვნო სიჩუმის დარღვევაც არ სურდა, სწორედ ამიტომაც იყო, რომ რადიოში ჩართულ სასიამოვნო მელოდიას უსმენდა და განთიადის ზღვარზე მყოფ სეულს ათვალიერებდა.

ნელ-ნელა მანქანა უფრო და უფრო ზევით ადიოდა, ისედაც დაცარიელებული ქუჩები, უფრო და უფრო ცარიელი ხდებოდა, ხედი კი იმაზე მეტად თვალისმომჭრელი იყო, ვიდრე ოდესმე იფიქრებდა ბიჭი. მოულოდნელად მანქანამ სავალი გზიდან გადაუხვია და უსწორმასწორო ნიადაგზე განაგრძო სვლა. ოდნავ შეცბუნებულმა ჯიმინმა გარემოს მოავლო თვალი და მრავლისმთქმელი თვალებით შეხედა საჭესთან მშვიდად მჯდომ უფროსს.

მინმა თითქოს იგრძნო მშვენიერი ბიჭის მზერა და ფართე ღიმილით გაიხედა გვერდით მჯდომისკენ. მის მზერაში წამში ამოიკითხა ყველა კითხვა, რაც კი ჯიმინის გონებაში ტრიალებდა, და ძალიან მშვიდად მიუგო რამდენიმე სიტყვა. ,,არ იდარდო, მოგეწონება" .

უმცროსმა ღრმად ამოისუნთქა, თითქოსდა მსგავსი განმარტება ყოვლად საკმარისი ყოფილიყო მისთვის. უკმაყოფილოდ ფრუტუნით მოაშორა მზერა და საკუთარ ტერფებს დახედა. ფიქრებიდან კი მის გვერდით მჯომის სიცილმა გამოიყვანა.

_რა? რა გაცინებს? - გულწრფელი გაოგნებით შეანათა თვალები ახითხითებულ ბიჭს და მის პასუხზე უფრო გაუფართოვდა თვალები.

_არაფერი, უბრალოდ ახლა შევამჩნიე შენი ჩაცმულობის მთავარი მარგალიტი. არ მეგონა პირველ პაემანზე ლეკვის ფორმის მქონე ფუმფულა ჩუსტებს თუ ჩაიცვამდი. - სიცილით მიუგო მინმა და ფუმფულა ლოყებზე მსუბუქად უჩმიტა საყვარელ ბიჭს.

_უკაცრავად? და ვინ იყო ის, მუქარით რომ მაიძულა გამზადება და სახლიდან გამოპარვა? - ხმამაღლა შესძახა უმცროსმა და აღშფოთების უკეთ გამოსახატავად ხელები გადაიჯვარედინა.

კიმების ოჯახიWhere stories live. Discover now