Part 11

199 28 75
                                    

მისი თორმეტ წლიანი სასკოლო გამოცდილებაში, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ასე უხერხულად იგრძნო თავი იმ წამიდანვე, რაც სკოლის შენობაში შედგა ფეხი. გაკვირვებული არ იყო, უფრო მეტიც, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მოსწავლეებს მსგავსი რეაქცია ექნებოდათ, რადგან ამდენხნიანი ,, თავისუფლების" შემდეგ სკოლაში, თავად სკოლისთვის, ყველაზე საძულველი მოსწავლე დაბრუნდა თავის, არანაკლებ, საძულველ მეგობრებთან ერთად.

თუმცა, მიუხედავად ამისა, დაძაბულობის მიზეზი სრულებითაც არ ყოფილა საძულველ შენობაში, საძულველ ხალხთან ერთად ყოფნა. უხერხულობის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ჯიმინი ამ შენობაში უწინდებულად თავიაუფლად ვეღარ გრძნობდა თავს, რადგან მშვენივრად იცოდა, რომ ის უცნობი აქ, მასთან ერთად, სწავლიბდა. ეს ფაქტი კი რამდენადაც აშინებდა, სწორედ იმდენადვე ახარებდა ახალგაზრდას.

დერეფანი თავჩახრილმა გაიარა, ასეთივე მდგომარეობაში მყოფი მოთავსდა ,,მონატრებულ" მერხზე და იმ წამსვე სახე ხელებში ჩარგო. თუკი უცნობი აქ სწავლობდა, მაშინ ჯიმინი დარწმუნებული არ იყო, რამდენად უსაფრთხო იყო მისი მარტო ყოფნა. ვინ იცის, შესაძლოა იმ ადამიანს, რომელიც აშკარად შეპყრობილია მისით, ჯიმინის მარტო ყოფნით ესარგებლა და ათასი საშინელება გაეკეთებინა, ჯერ კიდევ ხელზე თაბაშირ დადებული ბიჭისთვის.

_აიშ, მე რა ვიღაც გადარეულის გამო საპირფარეშოშიც კი ვეღარ უნდა გავიდე მარტო? რა ჯანდაბაა! - ამოისისინა ბიჭმა და მათემატიკის წიგნი თავში შემოირტყა, მეგობრის გაოგნებული მზერა კი დააიგნორა. მანამ ისხდნენ სიჩუმეში, სანამ სახეგაბრწყინებულმა ნარიმ არ შემოირბინა კლასში.

_რა გჭირს ნარი? დაგავიწყდა სად ხარ? როდიდან დადიხარ ასეთი ბედნიერებით აღსავსე სკოლაში? - სიცილით მიუგო ლოყებაწითლებულ მეგობარს ჯიმინმა და მის უკმაყოფილებისგან მოჭმუჭმნულ ტუჩების დანახვაზე თავშეკავების გარეშე, ხმამაღლა ახარხარდა.

კიმების ოჯახიWhere stories live. Discover now