Part 13

194 27 97
                                    

ძილზე ყოველთვის იმაზე მეტად იყო შეყვარებული ვიდრე სხვა დანარჩენები მის გარშემო, თუმცა ამ ძლიერი გრძნობის მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღეა, რაც საკუთარ საყვარელ საქმიანობაზე უარს ამბობს და ესეც მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო, რომ მისი წყეული ლეპტოპის ეკრანს დიდხანს ვერ შორდება... უფრო ზუსტად, რომ გითხრათ ის რეალურად ეკრანის მიღმა მყოფ ადამიანს ვეღარ შორდება, ამხელა მიჯაჭვულობა ან მუდმივმა თვალთვალმა გამოიწვია, ანდა იმან, რასაც ბოლო 5 წელია წარმატებით გაურბის მინი.

ახლაც, თითქმის დილის 7 საათი იყო, როდესაც საწოლში მუცელზე უდარდელად მწოლიარემ მყისიერად გაახილა თვალები და მთლიანად ოფლიანი, ელვისებური სისწრაფით შევვარდა სააბაზანოში, თუმცა გამობერილ უბეს ასე მონდომებით ვის უმალავდა, მერწმუნეთ, თავადაც არ იცოდა. 23 წუთიანი ,, საქმიანობის" შემდეგ კი საძინებელში სრულიად გამზადებული დაბრუნდა და უცნაურად მოღუშული მიუჯდა თავის ლეპტოპს.

_ვინ ჯანდაბაა ასეთი ის ნაგავი, ძილშიც რომ აღარ მაძლევს მოსვენების საშუალებას?! - ამოიღრინა ბიჭმა და ამ სიტყვებისთვის ზემდეტად შეუფერებლად მოიქცა, როდესაც საკუთარი ლეპტოპი ჩართო,  სწორედ იმ შემაწუხებელი ნაგვის საყურებლად.

მოწყობილება ჩაირთო თუ არა, ჯიმინის მძინარე სახის დანახვის სურვილით შეპყრობილმა შესაბამისი აპლიკაცია გახსნა და გამოსახულების შემყურემ ვერც კი გაანალიზა, თუ როგორ ესროლა მისი საყვარელი ლეპტოპი კედელს. აზრზე ვერც მტვრევის ხმამ და ვერც დედის ძახილმა ვერ მოიყვანა, რადგან ის კვლავ საწოლში მწოლიარე ჩახუტებულ წყვილს ხედავდა და სიბრაზისგან ისედაც განადგურებულ ლეპტოპს თელავდა.

ფეხებზე ეკიდა, რომ ის მეორე მისი პატარა და იყო, ფეხებზე ეკიდა რომ ჯიმინს საბნის ზევიდან სრულიად შემოსილს ეძინა, ისიც ფეხებზე ეკიდა, რომ ეს მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.

არ ესმოდა ახლა რა ხდებოდა და არ აინტერესებდა მომავალში რა იქნებოდა. ამ წამს ერთადერთ რაღაცაზე ფიქრობდა... დრო იყო ვირტუალობას გაცლოდა და ჯიმინზე რეალურად ენადირა, რადგან აღარ სურდა სხვასთან ასე ენახა, თუნდაც ეს სხვა მინ იუჯი ყოფილიყო.

კიმების ოჯახიWhere stories live. Discover now