Part 14

200 27 110
                                    

დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობა ოცნებობს, რომ საყვარელი ადამიანის ტკბილ ბაგეებს პირველად მეტად რომანტიკული სიტუაციაში გაუგონ გემო და თუნდაც ეს ადამიანი სულაც არ წარმოდგენდეს იმ ერთადერთს, პირველი ამბორის გაცვლისას მაინც აუცილებელს თვლიან ლამაზ გარემოს. მსგავს სიტუაციებში კი ალბათ სკოლის ბინძური საპირფარეშო წამითაც არ მოიაზრება, მაგრამ ფაქტია სწორედ აქ დასწვდა მინ იუნგი საძულველი ადამიანის წვნიან ტუჩებს და თვალებ მინაბული ნეტარებას მიეცა.

მინს შეეძლო დაეფიცა, რომ ჯიმინის ბაგეების ალერსში გალეული რამდენიმე წუთის განმავლობაში, კოსმოსში მოგზაურობდა და მის მკლავებში მოქცეულ ზედმეტად ლამაზ ბიჭთან ერთად ტკბებოდა ჩვენი პლანეტის სილამაზით.

მშობლიურ პლანეტაზე მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ფეხებ შორის არნახული ტკივილი იგრძნო.  მოულოდნელობისგან იქვე ჩაიკეცა, თუმცა მსგავსი ტკივილიც ვერ აიძულებდა ჯიმინისთვის მზერა მოეშორებინა. იჯდა ბიჭებისთვის განკუთვნილი საპირფარეშოს არც თუ ისე სუფთა იატაკზე და ირონიული ღიმილით უყურებდა გაწითლებულ ბიჭს, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობდა, როგორმე სრულიად გაექრო კოცნის კვალი საკუთარი ბაგეებიდან.

_ტყუილად ცდილობ პატარავ, არამგონია ტუჩების ინტენსიურმა ბანვამ ეს სიამოვნება დაგავიწყოს - მხიარულად წარმოთქვა და გაჭირვებით მოახერხა ფეხზე წამოდგომა.

_არ გამაცინო მინ, ერთადერთი სასიამოვნო, რაც ამ წამს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ შენი კვერცხების დალეწვით გამოწვეული ეიფორიის განცდა იყო. - უხეშად მიუგო უცნაურად გაღიმებულ ბიჭს და კვლავ ტუჩების წმენდას მოჰყვა.

_იმ სიამოვნებაზე გელაპარაკები, ჩემი კოცნა რომ განიჭებდა, იმ სიამოვნებაზე გელაპარაკები ჩემი თითოეული ესემესი, რომ განიჭებდა. კარგი რა პატარავ, რა საჭიროა უარყოფა, როდესაც წამის წინ ჩემს ხელებში დნებოდი და სიამოვნებისგან კრუტუნებდი. - კვლავ უჩვეულო მხიარულებით მიუგო თვალებ გაფართოებულ ლამაზმანს და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა მის სხეულს.

კიმების ოჯახიWhere stories live. Discover now