Part 18

195 27 116
                                    

დილით ტოკიოს ქუჩები იმაზე მწველმა და კაშკაშა მზემ გაანათა, როგორიც არასდროს ენახათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგაპოლისის მკვიდრნს ცივი ნოემბრის თვეში. ცის კამარაზე მოთავსებული დიდი, ნათელი, აალებული ბურთი ყველას ამაყად დაჰყურებდა და ამით ანიშნებდა , რომ არანაირი ქარიშხალი არ ემუქრებოდა სამყაროს. მსგავსი პეიზაჟის ხილვა მალამოსავით იყო, იმ ადამიანებისთვის , რომლებიც კვირების განმავლობაში იტანჯებოდნენ შეუჩერებელი წვიმებით.

სწორედ ამ სურათს უყურებდა სასტუმროს აივნიდან სოკ ჯინი და იმის მაგივრად, რომ თბილი სხივებით სიამოვნება მიეღო და მთელი გულით გაეღიმა, თავს უცნაურად დაზაფრულად გრძნობდა და უმიზეზოდ აჩქარებულ პულსს ვერაფერს უხერხებდა. უცნაური ფიქრები უღრღნიდა გულს და სწორედ ამ ფიქრების თავიდან მოსაშორებლად უკვე მესამედ რეკავდა უფროსი ვაჟის მობილურზე... იცოდა, რომ ამ დროს ყველას ეძინა მის სახლში, ისიც იცოდა, რომ მათი გაღვიძება ალბათ სამყაროში ყველაზე რთული მისია იყო, თუმცა მაინც შეუჩერებლად უშვებდა ზარს ჯონგინის ნომერზე და მოუთმენლად დააბიჯებდა ფართო აივანზე. შვილთან დაკავშირების მეხუთე მცდელობაზე კი, გაისმა სანატრელი ჩახლეჩილი ხმა, რომელსაც უჩვეულო სევდა ახლდა თან.

_ღმერთო ჯონგინ, როგორც იქნა აიღე მობილური... ასეთი ღრმა ძილი როგორ შეიძლება შვილო? ლამისაა ნერვიულობისგან მოვკვდი. აბა როგორ ხართ? ჩვენს გარეშე როგორ ძლებთ შენ და შენი შეშლილი დაიკო? - ბოლო წინადადება ღიმილით ჰკითხა და შვილის პასუხზე ეს უდარდელი ღიმილი წამშივე შეახმა სახეზე.

კიმისთვის თითქოს დრო გაჩერდა და წამიერად გაყინულ სამყაროში, ექოდ ისმოდა ყველაზე საზარელი სიტყვები, რისი წარმოთქმაც შეეძლო ჯონგინს.  რამდენიმე წუთით ერთ ადგილზე, გაუნძრევლად იდგა სოკ ჯინი, მოულოდნელად კი გონებამ სრულიად გაიაზრა მომხდარი ტრაგედია და ჯინს ერთიანად მოეკეცა ფეხები. ეგონა, რომ ხმის ამოღება არ შეეძლო და მისი სასოწარკვეთილი კივილი, მხოლოდ და მხოლოდ მის გონებაში ისმოდა, თუმცა სააბაზანოდან გამოვარდნილმა შეშინებულმა ნამჯუნმა, რომელის სხეულზეც ჯერ კიდევ თეთრი  ქაფი იყო, დაარწმუნა კიმი, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო და სწორედ ამ რეალობაში იხილა დღის სინათლე ყველაზე საშინელმა კოშმარმა.

კიმების ოჯახიWhere stories live. Discover now