Part 6

210 32 54
                                    

ჯიმინს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა ჯანდაბას აკეთებდა აქ ნაბიჭვარი მინ იუნგი და რატომ ჰქონდა ასეთი საზიზღარი ღიმილი აკრული სახეზე, მაგრამ ერთი რამ ნათელი იყოს მისთვის, ფერმკრთალის მის სახლში დანახვა საერთოდ არ იყო სასიამოვნო და ბედნიერების მომტანი.
შეეცადა დედისთვის ბრაზში არეული გაურკვევლობა არ დაენახებინა, ამიტომ მშვიდი ღიმილით დაეშვა კიბეებზე და იუნგის წინ დადგა.

_აქ რამ მოგიყვანა ,,მეგობარო"? - შხამიანად ამოისისნა და მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი, მისუს რომ არაფერი ეეჭვა.

_პირადი საქმეა ჯიმინა, ამიტომ შენს მშვენიერ დედას თუ არ ეწყინება ცოტახნით გარეთ გეპატიჟები, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ მშვიდად გესაუბრო. - ეშმაკური ღიმილის თანხლებით , მშვიდად განაცხადა ბიჭმა და მის მხარზე მყოფი ჯიმინის ხელი საკუთარ მტევანში ძლიერად მოიქცია.

მისუმ მხიარულად ჩაიხითხითა ახალგაზრდას კომპლიმენტზე და ჯიმინს თხელი ქურთუკი მიაწოდა, გარეთ რომ არ გაციებულიყო მისი ერთადერთი შვილი. უმცროსმაც ყალბი ღიმილით გამოართვა დედას საკუთარება და მინს ნელი ნაბიჯებით გაჰყვა უკან.
ბნელ ჩიხში აღმოჩენა ნამდვილად არ გაჰკვირვებია ბიჭს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ აქ კეთილი სურვილებისთვის არ იყო მოსული უფროსი, ამიტომ სრულ მზადყოფნაში იყო მოქნეულ მუშტზე, დარტყმით ეპასუხა, მაგრამ როდესაც იგრძნო თუ როგორ გაუკავეს ორივე მხრიდან ხელები, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. დანიელის ამაზრზენი ხმა დააიგნორა და მეგობრის ძმას მიანათა ზიზღით აღსავსე თვალები.

_აბა აბა, ჯიმინ... არაფრის თქმა არ გსურს? არ გაინტერესებს აქ რა ხდება? არც ის გაინტერესებს, თუ რატომ გაკავებენ ჩემი მეგობრები? ... მართალი ხარ, რატომ უნდა გაინტერესებდეს, მაშინ როცა ამ ყველაფერის მიზეზი იცი არა?!  აი ასე ჩემო ძვირფასო, თუ შენ არ აპირებ ამ საშინელების დასრულებას, მაშინ ჩემს დას ვაიძულებ თქვენ ჩამოგშორდეთ.  - იმ ამაზრზენ ღიმილს, ნასიამოვნებ მზერას და სატანისებურ ხმას ვერასდროს დაივიწყებდა ჯიმინი. ვერასდროს დაივიწყებდა და სამუდამოდ შეიზიზღებდა.

კიმების ოჯახიOù les histoires vivent. Découvrez maintenant