Part 4

266 33 43
                                    

სექტემბრის ამ დილას გადაუღებლად წვიმდა, შავი ღრუბლები ცას დაეპატრონენ და დედამიწისთვის ნიაღვარს არ იშურებდნენ. თითქოს ბუნებაც ისეთივე განწყობაზე დადგა, როგორზედაც იმყოფებოდნენ ამჟამად კიმები.

მთელი ოჯახი სოკ ჯინის მშობლების სახლში იყვნენ და კიმ მინუსუს მეუღლეს დანაკარგს უსამძიმრებდნენ. ჯინი ოჯახის წევრებთან ერთად, მათთვის განკუთვნილ კუთხეში იდგა და ცდილობდა მისი ძმების მერისთვის ყურადღება არ მიექცია. ის მხოლოდ უდიდესმა მწუხარებამ და დანაკლისის გრძნობამ მოიყვანა აქ.

ჯონგინი ნამჯუნს გვერდიდად არ მოსცილებია, თითქოს ასე დაიცავდა მამას ჭორიკანა ნათესავების უკბილო ხუმრობებისგან. ნარი კი ყველასგან მოშორებით იდგა უკანა ეზოსთან დამაკავშირებელ კართან და გონებით სრულიად სხვაგან დაფრინავდა, ამის მიზეზი კი მხოლოდ ერთი იყო: მას არ სურდა ამ სახლში მყოფი ადამიანების დანახვა, რომლებმაც მისი მშობლების სიყვარული ავადმყოფობად მიიჩნიეს და ენით აღუწერელი ტკივილი მიაყენეს მათ. ჯიმინის შეტყობინება ამ წამს გახსნა და მეგობარს 4 საათით დაგვიანებით, თუმცა მაინც გასცა შეკითხვაზე პასუხი, რა დროსაც სამზარეულოსკენ მიმავალი მამა დაინახა და გადაწყვიტა მასთან მისულიყო.
მივიდა კიდევაც სამზარეულომდე, თუმცა ოთახში ბიძამისი ყოფნამ ერთ ადგილზე გააშეშა.

_და მაინც, შენი არ მესმის სოკჯინ, შეგეძლო ნორმალურად გეცხოვრა, მაგრამ ამას მაინც ოჯახის სახელის შერცხვენა არჩიე. - უხეშად მიუგო მაღალმა მამაკაცმა ჯინს და მზერა აარიდა.

_ჩემს ცხივრებაში რას ხედავ არანორმალურს სოჯუნ? მეც, ისევე როგორც შენ და ისევე როგორც მამა იმ ადამიანზე დავქორწინდი, რომელიც მიყვარდა. უბრალოდ, რადგან ის ადამიანი კაცია ამას ტრაგედიად აღიქვამთ და ეს ჩემი პრობლემა არ არის. - მშვიდად მიუგო ძმას კიმმა და გასასვლელისკენ დაიძრა, თუმცა არასასიამოვნო სიტყვების გაგონებისთანავე ერთ ადგილზე გაშეშდა.

კიმების ოჯახიWhere stories live. Discover now