Part 20

183 26 41
                                    

რამდენი სახის შიში არსებობს დედამიწაზე? ალბათ იმაზე მეტი ვიდრე ნებისმიერ თქვენგანს უფიქრია, რადგან ამ ქვეყნად რამდენი ადამიანიც არსებობა იმედი სახის ფობია იმალება სიბნელის მიღმა.

მაგრამ მაინც, ადამიანს ყველაზე მეტად მისთვის ყველაზე ძვირფასის - საყვარელი ადამიანის დაკარგვა აშინებს. სიტყვა დაკარგვის ხსენებისას უმეტესობას შესაძლოა სიკვდილი ახაენდებოდეს, თუმცა აუცილებელი არ არის შავ მანტიაში გამოწობილმა ცელიანმა მამაკაცმა ამოგვგლიჯოს გული და მას თან გააყოლოს სიცოცხლის ჟინი. და თუკი აქამდე ამის შესახებ არაფერი იცოდა მინმა, ჯიმინის ცივი ხმის მოსმენის და მისი ცრემლების დანახვის შემდეგ ყველაფერი წამში გაიაზრა.

მისმა ყველაზე დიდიმა შიშმა პირველად სწორედ მაშინ იხილა დღის სინათლე.

მინ იუნგიმ ის ადამიანი დაკარგა, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე გულწრფელი და ფერადი სიყვარულით უყვარდა.

მისი მთელი სამყარო შავ-თეთრი ტონალობით შეფერადდა, ხსნა კი არსაიდან ჩანდა.

ფერმკრთალი ბიჭი, ცხოვრებაში პირველად იყო მსგავს სასოწარკვეთაში.

######

სავადმყოდოდან სახლში დაბრუნებული უმცროსი კიმი სულაც არ გრძნობდა ისეთ აღმაფრენას, როგორსაც იმედოვნებდა, რისი უპირველესი მიზეზიც მისი ბავშობის მეგობარი იყო.

სავადმყოფოს უსახურ საწოლზე მწოლიარე ჯიმინზე საშინელი დასანახი სახეწაშლილი და თვალებ დასიებული ბიჭის დანახვა ყოფილა და ამას იმ წამსვე მიხვდა, რაც მშობლიურ სახლში მდებარე საკუთარ ოთახში შედგა ფეხი.

ჯიმინის იქ ყოფნა არ გაკვირვებია, არც საკუთარი საწოლის ოკუპაცია და არც ხმამაღალი მუსიკა გაკვირებია უმცროს კიმს, მაგრამ ბიჭის სახიდან წაშლილი, მისი მუდმივი და სამყაროში ყველაზე მშვენიერი ღიმილი კი ნამდვილად არ იყო კარგის ნიშანი.

კიმების ოჯახიWhere stories live. Discover now