Part 19

203 25 91
                                    

უკვე მესამე დღე იყო, რაც მოწყენილობისგან გაგიჟებული გონებაში ალბათ მეასედ აფერადებდა ამჟამად მის მფლობელობაში მყოფი პალატის დამთრგუნველად თეთრ კედლებს სხვადასხვა ფერებში. ძმის და თანატოლების ოთახიდან  სასწავლებელში გაგდება მარტივად გამოუვიდა, თუმცა მშობლებს ვერაფერი მოუხერხა და სწორედ ამიტომ საკუთარ გატეხილ ძვალზე მეტად, მამის დასიებული სახე ადარდებდა. ყველაფერ ამას კი მეზობელის უცნაურობები ემატებოდა, რაც გოგონას ძალიან აბნევდა.

ზედმეტი ფიქრისგან შეწუხებულმა ღრმად ამოიხვნეშა და საყვარელი სერიალის ყურება განაგრძო. სეზონის უკანასკნელ სერიას ისეთი დაძაბული გამომეტყველებით უყურებდა, თითქოს აქამდე არც ერთხელ ენახა. ალბათ ამიტომ, როცა ყურებამდე გაკრეჭილმა იუჯიმ კარები მთელი ძალით შემოგლიჯა, ნაცვლად კიმის გაბადრული სახის და ბედნიერი შეძახილებისა, სულისშემძვრელი კივილი მიიღო და ამ სანახაობისგან შემკრთალი უკან მომავალ ჯიმინს შეახტა.

_რა? რა? რა მოხდა? - მოულოდნელი შეხებისგან დაბნეული ბიჭი გაფართოვებულ თვალებს აცეცებდა და მის ზურგზე შემხტარი მეგობრის მჭიდროდ დაჭერას ცდილობდა.

_არაფერი ისეთი ჯიმინ, უბრალოდ სერიალს ვუყურებდი... ძალიან დაძაბული მომენტი იყო და მოულოდნელად ასე, რომ შემოგლიჯეთ კარები შემეშინდა, ჩემს კივილზე კი, როგორც ჩანს, იუჯის შეეშინდა. - მოკლედ აუხსნა სიტუაციის შესახებ გოგონამ და მინის მოჭუტული თვალების დანახვისას ფხუკუნი აუტყდა.

_ისევ ,, მოსიარულე მკვდრებს" უყურებ არა? არ მოგბეზრდა მაინც?! - შეწუხებული სახით ჰკითხა ჯიმინმა მეგობარს და საწოლის გვერდით მდგომ სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.

_ზომბების ყურება რომელ იდიოტს უნდა მობეზრდეს?! - შესძახა საწოლზე მწოლიარემ და შეშფოთების უკეთ გამოსახატავად ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.

_კარგი კარგი, ეგ იქეთ იყოს და შენთვის მაგარი ამბავი მაქვს - მოულოდნელად კვლავ გამხიარულდა იუჯი და მეგობრის საწოლზე მხიარულად დახტა. - ჩემს ძმას ჩვენი ჯიმინი საღამოს სადღაც ქალაქ გარეთ მოჰყავს... უქმეები ერთად უნდა გაატარონ.. წარმოგიდგენია ნარი? უკვე ნამდვილი წყვილივით არიან. - ხმამაღლა შესძახა მან და თან ბედნიერი კისკისიც დააყოლა.

კიმების ოჯახიWhere stories live. Discover now