Part 21

227 24 20
                                    

შემდგომი ორი კვირა მინ იუნგი საკუთარ თავთან მუშაობაში ატარებდა, დიდად, არც ადრე უყვარდა საუბარი, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში მისი ხმის გაგონება, ისეთივე იშვიათი მოვლენა იყო, როგორიც მზის დაბნელება.  მთელი ამ ჩუმი დღეების განმავლობაში, ფერმკრთალის გონებაში ათასობით გეგმა იხაზებოდა და იმის გამო, რომ თავად ამ იდეების ავტორს ყოველივე ეს არასრულყოფილად მიაჩნდა შექმნისთანავე ნაგავში პოულობდა ადგილს აღნიშნული გეგმები.

ალბათ გაინტერესებთ რომელ გეგმაზეა საუბარი არა?!  თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი ცასავით ნათელია. იუნგი სწორედ ის მოქმედებდა, როგორც კიმმა უთხრა. ყველაფერს ზედ მიაფურთხებდა და ჯიმინს დაიბრუნებდა, რადგან მისთვის ყველაზე საჭირო რამ იცოდა - ჯიმინს ის კვლავ უყვარდა.

სწორედ ამიტომ იყო , რომ ყოველ ჯერზე, როდესაც დანებებას დააპირებდა მინი, მაშინვე ახალი იმედი ჩაესახებოდა გულში და ენთუზიაზმით აღსავსე ფიქრობდა სხვა გზებზე... ისეთ გზებზე, რომელიც დაეხმარებოდა ისევ გადაეკვეთა მისი და მისი სიყვარულის გზები.

მანამ ფიქრობდა იდეალური გზაზე, სანამ არ გაანალიზა, რომ აქ იდეალური არაფერი უნდა ყოფილიყო, რადგან მათი ისტორია სრულიად სხვაგვარად დაიწყო, ჯიმინი სრულიად სხვაგვარად შეუყვარდა. ჯიმინს მისი რომანტიკული, მისი რბილი და ალერსიანი მხარე არ შეყვარებია, პირიქით, მისი სიყვარულის შემდეგ დაიწყო ყოველივე ამან დღის შუქზე გამოსვლა. ამიტომ პასუხი ნათელი იყო, ბიჭს სრულიად სხვა გზა უნდა ეპოვნა.

და იპოვნა კიდეც... რომ არა მისი ნაგავი ,,მეგობრები" უკვე დიდი ხნის წინ განახორციელებდა კიდევაც ჩანაფიქრს, თუმცა დანიელმა ასე უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით ყველაფერი გაანადგურა.

რა მოხდა? არაფერი გარდა იმისა, რომ დანიელი მედპუნქტში იწვა, მინ იუნგის კი დირექტორმა ერთ კვირიანი სასჯელი არგუნა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 22, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

კიმების ოჯახიWhere stories live. Discover now