საკლასო ოთახები გაწითლდა, რაც იმას ნიშნავს რომ რაღაც მოხდა და სკოლაში განგაში ცხადდება.
" პირველივე დღეს? კარგით რაა!"
ისმოდა შეძახილები ყველა მხრიდან.
__ბავშვებო, გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და თავდაცვით ოთახში გადაბრძანდეთ.
__მის შეიძლება გავიგოთ რა მოხდა?
იკითხა ერთ_ერთმა მოსწავლემ. დარწმუნებილი ვარ ეს კითხვა ყველას აწუხებდა, მათ შორის მეც.
__დამიჯერეთ, Ამას თუ არ გაიგებთ თქვენთვის უკეთესი იქნება.
ამ სიტყვებმა კი ჩემში ინტერესი უფრო გააღვივა. როდესაც ყველამ ერთად მოძრაობა დავიწყეთ თავდაცვით ოთახისკენ დავინახე ტუალეტის წინ შეგროვილი ხალხი.
ცდუნებას ვეღარ გავუძელი, წარმოვიდგინე ყველაზე უარესი რაც შეიძლება იქ დამხვედროდა და ბავშვების ნაკად მივწყდი. მთელი ძალᲘთ გავიქეცი ტუალეტისაკენ.
__მის გრეის ახლავე დაბრუნდით.
მიყვიროდნენ მასწავლებლები, რამაც უფრო მიბიძგა ბოლომდე მივსულიყავი.
როგორც იქნა მივუახლოვდი კარებს და იმ წამსვე ვინანე აქ მოსვლა.
__ღმერთოო.
ხელი პირზე ავიფარე რომ არ მეყვირა.
სისხლი, სისხლი, სისხლი. კედლები, იატაკი, ყველაფერი სისხლით მოსვრილიყო, შუაში კი გოგონას სხეული უსულოდ ეგდო. სრულიად მოვწყდი რეალობას და ჩემს თვალწინ მხოლოდ სისხლი იყო.
უეცრად მაჯაში ხელის წავლება ვიგრძენი.
__გრეის წამოდი.
საიდანღაც ალისია გამოჩნდა და ძალით ეცადა იმ ადგილს მოვეშორებინე.
__ღმერთოო....
ხმა მიკანკალებდა, ხელები მიცახცახებდა.
როდესაც ორივე ერთად ოთაᲮში შევედით, რომელიც ბავშვებით იყო სავსე შედარებით დავმშვიდდი. ალისიას Ხელი მოვკიდე და ოთახის კუთხეში გავიყვანე განმარტოებით, საუბარი რომ შეგვძლებოდა.
ღრმად ამოვისუნთქე და დავიწყე
__ალისია... არ ვიცი შეამჩნიე თუ არა მის კისერზე ნაკბენი. ირგვლივ სულ სისხლი იყო. ღმერთო რა საშინელებაა.
__ფიქრობ ეს ვამპირმა ჩაიდინა?
__შესაძლებელია, როგორც დანარჩენი მკვლელობები.
__ახლა კი უკვე მართლა მეშინია, ვინაც ეს ჩაიდინა სკოლაში იყო და შესაძლებელია კიდევ აქ იყოს.
YOU ARE READING
secrets of life. l〔დასრულებულია〕
Fanfictionთითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნის და მეც თან მითრევს, მისი ზეციური თვალებით.