ახალი ცხოვრება. რას ნიშნავს ეს ტერმინი? იქნებ იმას რომ ყველაფერი რაც წარსულში დარჩა თავს აღარასდროს შეგვახსენებს. მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.
წარსული ადამიანის თანმდევია, როგორც აწმყო და მომავალი. როგორც ჩრდილი რომელიც მხოლოდ მზეზე ჩნდება და მისი გაქრობა შეუძლებელია. მაშინ რა არის წარსულის მზე?ფანჯარაზე თავმიყრდნობილი ვიყურები გარეთ, ვუყურებ გარემოს რომელსაც თითქოსდა პირველად ვხედავ, მიუხედავად იმისა რომ მთელი ჩემი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული.
ლიანდაგების საშინლად გამაღიზიანებელი ხმა, მაიძულებს რომ ჩემი ფიქრები დავტოვო და რეალობას შევეჩეხო. ახლა კი ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ დავბრუნდი. რა მოხდება თუ ჩემი ცხოვრება უარესობისკენ წავა? იქნებ ვერ მოვახერხო წარსულის დავიწყება. ჩემს თავს ვეუბნები რომ ძლიერი ვარ და ყველაფერს შევძლებ, მაგრამ იქნებ ასე არ არის?მატარებლიდან როგორც კი ფეხი გადმოვდგი, ვიგრძენი როგორ დავუბრუნდი მშობლიერ მიწას. თითქოს ყველაფრის მიუხედავად რაღაც მაკავშირებს ამ ადგილთან. იქნებ ის რომ ახლა ამ მიწას ეკუთვნის დედაჩემი? სულ რამოდენიმე თვის წინ ერთად ვიყავით, ბედნიერები და ყოველ დილას ერთად ვსაუზმობდით. მაგრამ მე ის დავკარგე, თითქოს ჩემი არსებობის მიზანს რაღაც ნაწილი ჩამოაკლდა.
ბარგი ავიღე და ტაქსი გავაჩერე. ჩავჯექი თუ არა წამიერად დავფიქრდი სად წავსულიყავი. და ბოლოს ხმის კანკალით აღმომხდა პირიდან:
__ქრეფსტონის სასაფლაოზე.არ ვიცი იქ როგორ ან რამდენ ხანში მივედით. მხოლოდ ის მახსოვს როგორ ავუყევი ფეხით ბილიკს დედაჩემის საფლავამდე.
__დედა! ნეტავ იცოდე როგორ მომენატრე, ნეტავ იცოდე რას ვგრძნობ ახლა. რატომ?! რატომ წახვედი და დამტოვე? ვიცი რომ იდეალური ცხოვრება არ გვქონდა მაგრამ ერთად ვიყავით,ერთად გესმიის?! ახლა კი მარტოს მიწევს ამ ყველაფერთან გამკლავება.და არც კი ვიცი გამომდის თუ არა. ზაფხული მიილია, პირველი ზაფხული შენს გარეშე. ახლა რომ აქ იყო...
ESTÁS LEYENDO
secrets of life. l〔დასრულებულია〕
Fanficთითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნის და მეც თან მითრევს, მისი ზეციური თვალებით.