სირენის ხმები გაისმა, რა დროსაც მუსიკა სრულიად გაწყდა. ხალხს პანიკა დაეტყო სახეზე და არეულობაც მაშინ დაიწყო. ალკოჰოლის გამო გვიან გავიაზრე თუ რა ხდებოდა, ჰარის ხელი ნერვიულად ჩავკიდე.
__ვერვიტან ამ მომენტს.
ჰარიმ ბოხი ხმით ამოილაპარაკა.
კარზე კაკუნი გაისმა, ყველა გაშეშებული იდგა, არავინ არ ფიქრობდა იმაზე, რომ კარს გააღებდნენ ამიტომ ჰარის ხელი გავუშვი და დავაპირე გამეღო.
__გრეის გაჩერდი.
ერთ_ერთმა გოგომ მითხრა.
__რატომ უნდა გავჩერდე, ისე იმალებით თითქოს რაიმე დიდი დანაშაული ჩაგვედინოს.
კარი გავაღე და ჩემს წინ მაღალი ულვაშებიანი, პოლიციის ფორმაში ჩაცმული კაცი დამხვდა.
__გამარჯობათ.
თმა ყურს უკან გადავიწიე და კაცს თვალებში ჩავაშტერდი.
__გოგონა თქვენი სახლიდან მაღალ ხმაზე აწეული სიმღერები გამოდის, შესაბამისად ეს მეზობლებს აწუხებს თანაც უკვე გვიანია.
__ბოდიშით...ჩვენ უბრალოდ გართობა გადავწყვიტეთ.
__კი მაგრამ ხო ხვდებით, რომ ეს შემაწუხებელია.
__დიახ რათქმაუნდა.
ცა განათადა და დაიგრუხუნა, ქარი ამოვარდა, თითქოს ყველა ფრინველი რაღაც სახლში ყავდათ გამომწყვდეული და გამოუშვეს, დაბნეულები დაფრინავდნენ.
__როგორც ჩანს რაღაცამ შემოუტიათ.
ჩემს წინ მდგომმა კაცმა გარეთა სიტუაციაზე მიმითითა.
__ალბათ...
დამშვიდობებას ვაპირებდი და კარის დაკეტვას მაგრამ გოგონას ყვირილმა შემაწყვეტინა.
ყველამ უკან გავიხედეთ, ხელი ფანჯრისკენ ჰქონდა მითითებული და სულ კანკალებდა.
__რამოხდა?
პოლიციამ კითხა.
__მე...მე...იქ...ეშვებიანი, წითელ...თვალება და სისხლიანი კაცი დავინახე.
სიტყვებს ერთმანეთს ძლივს აბავდა, ტიროდა და კანკალებდა.
კაცმა ფანჯრიდან გადაიხედა, შემდეგ გარეთ გავიდა და სახლს კრუგი დაარტყა.
__გრეისს
ჰარი მოვიდა და ზურგს უკან ამომიდგა. მისკენ შევტრიალდი, ხელი მომკიდა, მითხრა რომ მას გავყოლოდი.
__ჰარი ეხლა სად უნდა წავიდეთ.
__უბრალოდ ზემოთ ავიდეთ.
__კი მაგრამმ
__გრეისს წამოდი
ხელზე დამქაჩა და მალევე ერთ_ერთ ოთახში აღმოვჩნით.
__კარგი რა ყველა დაბლა არის ჩვენ აქ რაგვინდა.
__რაც დაბლა ხდება არ მომწონს, ასე რომ აქ ვიყოთ შედარებით უასაფრთხოა.
__შენი აზრით იმ გოგოს მოეჩვენა თუ მართლა დაინახა ის კაცი ვინც აღწერა?!
ვკითხე და ლოგინზე დავჯექი.
__არვიცი და შენ როგორ ფიქრობ?
ისიც გვერდით მომიჯდა.
__ახხხ ვფიქრობ დაინახა, რაღაც უცნაური ხდება.
ლოგინზე ორივე ზურგით გადავწექით.
__ჰარი ვამპირების გჯერა?
__ ეს საიდან მოიტანე ახლა. და შენ?
__არვიცი, მაგრამ მათზე ინფორმაციის მოძიება დავიწყე, მინდა ბევრი რამ წავიკითხო მათზე.
__და რატომ?
__დედაჩემი არც ისე დიდიხანია რაც გარდაიცვალა, მითხრეს რომ მას ამოუცნობმმა რაღაცამ უკბინა, საქმე დახურეს რადგან ვერაფერს მიაგნეს.
ESTÁS LEYENDO
secrets of life. l〔დასრულებულია〕
Fanficთითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნის და მეც თან მითრევს, მისი ზეციური თვალებით.